SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 17 მაი 2008, 12:37

ყოველდღე ვერც მე შევძლებ ერთობლივ ლოცვებზე მოსვლას. ყოველ დღე კი არა, ისაე დღეჩაგდებითაც გამიჭირდება, რასაც გოგა ამბობს. და თუ მაინც ასე გადაწყვიტავთ, მაშ, იქნებ რეზერვისტები შემენაცვლონ. ვიმეორებ - შენაცვლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითხოვ, თუ ერთობლივ ლოცვებზე ხშირად შეკრებას ამჯობინებთ, თორემ სახლში კი ვკითხულობ ყოველ დღე.
ჰო, ორშაბათის შეკრება მეც მაინტერესებს - იქნება თუ გადაიდო? პრინციპში, ორშაბათი მაწყობს.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 18 მაი 2008, 12:41

გამარჯობა კარაველებო

ეხლახანს დამირეკეს და მითხრეს, რომ თამუნას მდგომარეობა საკმაოდგაუარესებულია , როგორც ჩანს საშარდე გზების ინფექცია გაღრმავდა და გამოიხატა სისხლის შედედების პათოლოგია, რაც ძალიან ცუდია:( მაგრამ უნდა მეთქვა ეს ამბავი თქვენთვის....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"


anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by anano » 18 მაი 2008, 13:19

წავალ ეხლა მე, ვნახავ...საღამოს დავპოსტავ, დროებით...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"


User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 18 მაი 2008, 13:28

anano
წავალ ეხლა მე, ვნახავ...საღამოს დავპოსტავ, დროებით...
გელოდებით ანანო... იმედია, მდგომარეობა ისევ გამოკეთდება.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Gvalva » 18 მაი 2008, 13:39

anano

ჩვენ რამე ხომ არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ??


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Naia » 18 მაი 2008, 17:39

anano
:(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by guruli » 18 მაი 2008, 18:13

ანანოს ნომერი ვინც იცით, ეგებ დაურეკოთ და დაწეროთ მდგომარეობა. ოღონდ ერთმა დაურეკეთ რა, ყველა ნუ შევაწუხებთ ანანოს.
წეღან თავი შევიკავე ამის დაწერისგან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. წუხელ შატილიკო მესიზმრა. არ ვიცი, სად ვიყავით და რა ადგილას, მაგრამ ვიცი, რომ ეკლესია იყო. გაღებული კარის გვერდით, რაღაც კუთხესავით შექმნილ ფლიგელში, წინგამოშვერილ ნიშზე ჩამომჯდარიყო. არ იცინოდა და ჩვეულად არ კისკისებდა, მაგრამ სახეზე თავისი მადლიანი ღიმილი ეფინა. გულიანად მიღიმოდა, მთელი სახე გაებადრა ამ ღიმილს... არ ვიცი, რა უხაროდა და რაზე იღიმებოდა. ერთი სიტყვა არ უთქვამს არც მას, არც - მე, არც - სხვებს, რომლებიც ირგვლივ ბლომად ირეოდნენ და სიზმარში კარაველებად მივიჩნიე, თუმცა ნაცნობი არავინ იყო...
იმედია, უახლოეს ხანებში ყველას შემოგვცინებს ისეთივე გაბადრული სახით.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by navigator » 18 მაი 2008, 18:58

anano
:(
ძალიან მძიმე გამოცდაა ეს თამუნიასთვის და ასევე ჩვენთვის :(
აცხა ღორებო Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by tiko_r » 18 მაი 2008, 19:18

ესეც უნდა გადალახოს .... :(

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by ნინი_85 » 18 მაი 2008, 19:21

გამაჟრჟოლა...


ახლა, როგორც არასდროს უნდა გავაძლიეროთ ლოცვა.
ვინც ვიცლით ისინი შევიკრიბოთ, ხვალ სარამოს 8 საათზე. მგონი ასეე აჯობებს, ვინც ვერ იცლის ის სახლში წაიკითხავს.

კიდევ ასეთი აზრი დამებადა: იქნება კვირა დღეს შევიკრიბოთ, დავიყოთ ჯგუფებად და თბილისის ყველა ეკლესიაში აღვავლინოთ პარაკლისი, ერთად ყველგან ვერ მოვასწრებთ და ცალ ცალკე მგონი მოესწრება.


ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.


შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by namcecuna » 18 მაი 2008, 21:02

ქრისტე აღდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!
3-ჯერ.


შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან,
ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას, თამარს მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო
ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ჩემს წიგნში ამსთან ერთად სხვა ლოცვაცაა მიბმული და ამასაც ვკითხულობ, თქვენც დაამატეთ, თუ შეძლებთ:

მეუფეო ყოვლისამპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განჰკურნავ; დასა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯუენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნე მხევალი ესე შენი თამარი და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა, და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა, და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა, ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამის თანა ბრალი, გინა უშჯულოება, მიუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, ჰე, უფალო, შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
SOS შატილის ასული რეანიმაციაშია

Post by Mta Mkvarebia » 18 მაი 2008, 21:04

:( მაგრამ, იმედია ესეც ცვალებადი ნეგატიური დინამიკის გამოხატულება იქნება და სულ მალე კვლავ დადებითი დინამიკით შეიცლება.
guruli wrote:.
ჰო, ორშაბათის შეკრება მეც მაინტერესებს - იქნება თუ გადაიდო? პრინციპში, ორშაბათი მაწყობს.
არა, არა რატომ უნდა გადაიდოს. სამშაბათს შეიძლება სხვას არ სცალია და ასე ვერ შევთანხმდებით. თან რაც მალე წავიკითხავთ ერთობლივად ფსამლუნებს მით უკეთესი. ნამცეცუნას (და კიდევ თუ ვინმე ვერ ახერხებს მოსვლას მასაც) შეუძლია რომელიმე კარველს დაუკავშირდეს და სთხოვოს ერთჯერადად შეცვალოს და მის ნაცვლად მოვიდეს შეხვედრაზე. ან სულაც რამდენიმე მოხალისე, ან რეზერვისტების სიიდან ან სხვა კარველი, ვისაც თამუნაზე გული შესტკივ,ა წინასწარი შეთანხმების გარეშე მოვიდეს ხვალ სიონში და ვინც ვერ გამოცხადდება, შეცვალოს.

ყოველდღიურ შეხვედრებს რაც შეეხება, მართლა ძნელი განსახორციელებელია. ამას მგონი სჯობს, შევთანხმდეთ რომ ყველა ჩვენთაგანმა კონკრეტულ დროს წაიკითხოს ფსალმუნები, ან საღამოს 8 საათზე ან 9 საათზე. ამით ერთდროული ლოცვაც გამოვა. ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ დილის საათებში ბევრს გაუჭირდება წაკითხვა სამსახურების გამო. მგონი კარგი აზრია და ერთობლივად წაკითხვაც გამოგვივა. რას ფიქრობთ?
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]