კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 მაი 2008, 00:49

"ჭკნება ვარდები რგული,
ქარი ქანაობს ქნარად,
არ გამრთელდება გული?
წყნარად, წარსულო, წყნარად!
ცაზე ნელდება რული
ფერად ძოtსაბრეშუმად-
არ გამრთელდება გული?
ჩუმად, წარსულო, ჩუმად..."


ისევ გალაკტიონი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 15 მაი 2008, 01:00

”ქეიფი”

შეავსეთ ყანწი წინწარაქალით,
და ჯიხვის ხორცი ხინკალში ჩადეთ!
ბალალაიკა დაიაურთ კაცს,
შაშხანა კიდევ მე მამაწვადეთ!
თავი მიეცით გიჟურ სიმთვრალეს,
სიფხიზლის ზღვარი სულ ახლოს დადეთ
ქეიფის ეშხი ლამაზი ქალიც,
არა ჩანს, ეხლავ, აქვე დაბადეთ!
ვის ენაღვლება ხალხის ქილიკი,
წაიღეთ სადმე შორს გადამალეთ.

დოხტური
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 მაი 2008, 01:04

" დე მოსახდენი მოხდეს! ახია!
ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია...
აქ სადღაც, ახლოს, შენი სახლია-
ზედ ელდის დიდი ზარი ჰკიდია.
თუ ფიქრობ... თუმცა რა საჭიროა,
ესეც ზერელე საუბარია...
მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობა
და ყველაფერი იმის ბრალია..."

ოთარ ჭილაძე :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 15 მაი 2008, 01:12

მზექალო,
მეხსა ჰგავს ქარაფთა მხლეჩავსა
უარის პირბასრი დანა:
სრავს იგი
სასტიკი
მიჯნურ გულს ბეჩავსა,
ხლეჩავს რა
სხეულსაც თანა...

უარი უთუოდ ჩამოგავს უკუნსაც,-
უცებ რომ გეცემა თავზე;
ის არის
მდინარის
მძვინვარი უკუსვლაც,-
მშრალზე რომ დარჩება თევზი...

ავახმე, მზექალო,
იცოდე ნეტავი;-
როგორ კლავს უარი-ჟამი;
უარი ხმალია ოთხსავ მხრივ მკვეთავი,
ფხაზე რომ აცხია შხამი...


უარი მხეცად ქმნის უწყინარ ცხუარსაც,
მისგანვე მოისრას გმირი...
მზექალო,
ნუმც გასმენს უფალი უარსა,
გადმოსულს მიჯნურის პირით!...


გაბრიელი, ნაწყვეტი პოემიდან ”ბალადა ქვაკაცაზე”
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 მაი 2008, 01:18

"... და სიახლოვის სიშორეში
კვლავ უფრო შორი:
მისვლა ყელამდე.
მიწვდომა ყელის...
არის ნანატრი ედემები,
სიკვდილის სწორი-
მზე, მთა და ველის.
ო, იგი წამი, მშვენიერო,
ო, იგი ბაგე!
ო, ეს წყეული
სისხლის დუღილი.
ძეგლთა სიმაღლით,
სივრცეებში!
მე იქ ავაგე
სულის წუხილი!"


გალაკტიონი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 15 მაი 2008, 01:43

"სარკმელი საღამომ
და ფარდამ დაბურდა,
სანთელი მბჟუტავი
მთლად გაუდაბურდა-
მას შემდეგ, რაც შენი
სახება ბინდბუნდზე
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.
კისკასი, მგზნებარე,
ცრემლები მდუღარე
იმ გენიალური,
ბრწყინვალე, მწუხარე
თვალების ნათება,
იდეა მქუხარე,
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.
იმ გენიალური
თვალებით დიადი,
რაითაც ცოცხალი
ხდებოდა წყვდიადი,
ისე, ვით შორს, სადღაც,
იელვებს სიათი,
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა.
მგონია, იმ თვალთა
გაქრობას ავი და
მწუხარე სიმღერაც
თან გაჰყვა ზვავითა
თვით ჩემი სიცოცხლეც
იმ გზებით წავიდა:
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა."

ისევ გალაკტიონი :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 15 მაი 2008, 21:40

namcecuna

:*


შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ,
მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ,
იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ,
ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ.

ხალხური
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 21 მაი 2008, 20:37

ცა

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.

რატი ამაღლობელი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 21 მაი 2008, 21:25

meore monadire
გაბრიელი, ნაწყვეტი პოემიდან ”ბალადა ქვაკაცაზე”
უძლიერესი ნაწარმოებია. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ.
http://forum.akhmeta.ge/viewtopic.php?t=94

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 22 მაი 2008, 11:48

აქედან კარგად ჩანს საქართველო

ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ...
აქედან კარგად ჩანს საქართველო.
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება.
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები,
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო.


........

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 23 მაი 2008, 13:25

მეშვიდე
გივი ალხაზიშვილი



სუნთქავ ჰაერს,
რომელიც აღსავსეა ნათქვამი სიტყვებით
და გრძნობ, თანდათან როგორ გახრჩობს
ადამიანთა ფსიქიური გამონაბოლქვით
გაჯერებული ჰაერი
ამ ოთახში,
ტელეეკრანიდან რომ შემოდის დაუკითხავად,
ყურის ნიჟარებში რომ ცვივა –
ამ უძველეს სანაგვეებში.



სუნთქავ ჰაერს,
რომელიც აღსავსეა გაფიქრებული სიტყვებით
და ისინი ასაზრდოებენ მირაჟს -
არა მხოლოდ წარმოსახვაში,
არამედ ყოფაშიც,
სადაც უშვებენ ოცნებების აეროსტატებს
და ჩვენს სიცოცხლეს თან ატანენ -
ცაში კი არა, ჰაერში, ჰაერში,
სადაც თავისუფლება ნომინალურად არსებობს
ცხვირის ნესტოებიდან ფილტვებამდე
და სახმო სიმების რხევისას,
და ისიც ჰაერში, ჰაერში, ჰაერში.



ისინი შენში
ღამით ჩასახულ მოტივს ამოფხეკენ
და ბათქაშივით ჩამოიშლება
ხსოვნის ცოცხალი ფრაგმენტები,
რომლის დანახვაც შეიძლება
და ვერ ამოშლი, თვალიც რომ მოხუჭო,
მთავარია, საკუთარ თავში აღარ ჩაძვრე,
არ ჩაიმალო,
ასე ხომ გული გაილევა ცრუ მოლოდინში.



შენ კარგად იცი, ეს ელდა რატომ
აფეთქდა, ან ვის ელოდო რატომ?!
გაყურადებენ დღისით და ღამით
და გაურბიხარ ამ ელდორადოს.

სუთქვაშეკრული მიხვდები გვიან,
რომ შენ კი არა,
აქ ჰაერი არ ყოფნის ჰაერს
და ჩვენ ერთმანეთს ვეძებთ ჰაერში,
უაჰაერობით სნეულ ჰაერში,
ჰაერში,
ჰაერში.
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 24 მაი 2008, 15:30

ვიცი, ლექსი არ არის, მაგრამ იმედია, არ გამკიცხავთ, ძალიან მომეწონა და მინდა თქვენც წაგეკითხათ. ხევსურეთი ხომ "კარვის" განსაკუთრებული სიყვარულია.

ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე ვპოვნე:

წერილი უცნობ ხევსურს

დედას რომ ვეუბნები, ხევსურს უნდა გავყვე-მეთქი, ვაი შენს პატრონსო, - მეუბნება.

აბა თბილისში ვინ ვიპოვო ჩემსავით გიჟი, რომ ხევსურეთში წამომყვეს? ვის ავუხსნა, რომ აქედან შორს მინდა. იქ, სადაც ზამთარში გზები იკეტება, იქ, სადაც ვერ იჭერს მობილური, იქ, სადაც არ გადის ინტერნეტი, იქ,სადაც სანთლის შუქზე უნდა ვივახშმო.
ვის გავუმხილო ჩემი ოცნება, რომ უბედნიერესი ვიქნები მხოლოდ მაშინ, შვილებს რძის შემდეგ რომ წყალნარევი არყით დავარწყულებ, ქმარს კაფიებით ვესაუბრები, ცხენით ვიჯირითებ, ზამთარში შეშას დავჩეხავ, როცა ჩემი ჯერი იქნება და როცა დიდთოვლობის გამო შვილებს სკოლაში არ გავუშვებ, შუაცეცხლის პირას ვეფხისტყაოსანს ვასწავლი. ხევსურულ კილოზე ვისაუბრებ და არასოდეს მომენატრება კოკა-კოლა და ნიკორას ჩამოსასხმელი ნაყინი. იქ, სადაც წვერს ატარებს ის და ჩვენი შვილები ფეხშიშველი ირბენენ აგვისტოში. იქ, სადაც ვერასდროს ვაკადრებ ქმარს, მის წინაშე შარვლით გავიარო. იქ, სადაც ჩემი შვილების ერთადერთი ნარკოტიკი ჟიპიტაური იქნება და მათ ვენებს ვერ დაემუქრება შპრიცი.
ვისწავლი წინდების ქსოვას და შვილებს ნანას ხევსურულ მელოდიებზე დავუმღერებ. ვასწავლი ჩემს ბიჭებს არასოდეს გატეხონ სიტყვა და ხევსურეთი არასოდეს დატოვონ.
გაუკვირდებათ ალბათ ხევსურებსაც, რატომ ამოვიდა აქ საცხოვრებლად, რატომ არ ჩადის ბარში ზამთარში მაინცო. არ მომენატრება ქალაქი. მთის გულისთვის დავთმობ მეგობრებს, ოჯახს...
გაუკვირდებათ ალბათ ზაფხულში ჩემს სახლთან მოხვედრილ ტურისტებს, ბერძნულად და ინგლისურად რომ დავუწყებ საუბარს.
ალბათ ვერავინ გამიგებს, რატომ ვიბრძოლებ სიკვდილამდე იმისთვის, რომ ცივილიზაციამ ვერ მოაღწიოს ხევსურეთამდე. ხელუხლებელს ჩავიხუტებ გულში ქართულ მთას და ბედნიერი ვიქნები, რომ ჩემს შვილებს არ ეცოდინებათ, რომელი ჯინსია უკეთესი, რომელია მობილურის ბოლო მოდელი, რომ ვერასოდეს ვუყურებთ საღამოს საინფორმაციო გამოშვების პოლიტიკურ მიმოხილვას. რომ ვერსდროს მომიტანს ჩემი ქმარი ისი-პარისში ნაყიდ სუნამოს და ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთულ თაიგულს.
და სიკვდილის წინ ყურში ვეტყვი ჩემს მოძღვარს, რომ ბედნიერი ვარ და რომ ამაზე დიდი სიკეთე არასდროს შემეძლო ჩამედინა, რომ თურმე ეს ყოფილა ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის მიზეზი. რომ აღარ მშურს ლევან ხარანაულის.

ამას ვერასოდეს ვეტყვი დედას და ყოველთვის ცრემლი მომადგება, როცა...

ამას ვერც მეგობრებს გავაგებინებ. ვერ ავუხსნი, რომ მონასტერში ბედნიერი იმიტომ ვიყავი, რომ წინდას ვქსოვდი, პურის მარცვალს ვარჩევდი, მამაკაცები რომ ტრაპეზობდნენ, იმ ოთახში არც შევდიოდით, თოვლს ვიბერტყავდით კალთიდან და მერე შეშას ვჩეხავდით და იყო ამაში რაღაც ხევსურული. ვერავინ გამიგებს, რომ შეიძლება შერყეული ვიყო ხევსურეთზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ. ალბათ არის მიზეზი, რადგან არც სვანეთის, არც ფშავის, არც მთიულეთის ხსენებაზე გული ისე არ მიფეთქავს. თუკი სადმე რაღაც ვაჟკაცობისმაგვარი გაიელვებს, აუ რა ხევსურულია-მეთქი, ვამბობ და არავის ესმის.
რატომ გწერ?
არა, არ მაქვს იმედი რომ შენ გამიგებ. მაგიტომ არ გწერ. უბრალოდ არ ეცდები გონს მომიყვანო და დროსა და ენერგიას არ დახარჯავ იმის მტკიცებაში, რომ გამიჭირდება ხევსურეთში ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა, რომ მე თურმე სითბო მაკლია და თუ შემიყვარდება, აქაც ძალიან ბედნიერი ვიქნები და სხვ. უბრალოდ ამის მტკიცებას შენთვის აზრი არ ექნება, შენ ხომ ჩემი სახელიც არ იცი და შენთვის უბრალოდ სულ ერთია, რეალური ოცნებები მაქვს თუ არარეალური. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, არასოდეს შეგეშინდება, რომ მართლა არ წავიდე და არ დაგაკლდე. ხოდა ამიტომ გწერ.
ერთი ადამიანია, ვისაც ჩემი ეს ოცნება ესმის, იმის ოცნებაც ეს არის. ჩვენს ოცნებაში მეზობლად ვცხოვრობთ და მისი შვილები ქერა და ცისფერთვალება არიან, ჩემი - შავგვრემანი და ხუჭუჭა, ჩვენი ქმრები ერთად დადიან სანადიროდ და მერე ჩვენი შვილები ერთმანეთზე ქორწინდებიან და არასოდეს ტოვებენ ხევსურეთს...

ვერასდროს გამიგებს დედა, რომ არ მინდა ამ ქალაქში, სადაც ცა ნაცრისფერია და სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდიან, სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდულობენ და ისე აჭკნობენ, რომ ვერც კი ხვდებიან, რომ ყოჩივარდების გარეშე გაზაფხული ვერ მოვიდოდა.

ზევსის დაქალის პროზაული მხარე
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 24 მაი 2008, 17:59

ხევსურეთში საცხოვრებლად მხოლოდ ნამდვილ სიყვარული წაგიყვანს ...

ნამდვილ ხევსურეთი იქაა, სადაც ნამდვილი ხევსურები სახლობენ,

იდუკას სახლია ნამდვილი ხევსურეთი მაგალითად...

ნამდვილ ხევსურეთზე ერთი ძველი ისტორია მომაწყდა მოსაყოლად :

ჯუთელ ქალს თხოულობდნენ ჩემი სოფლელები დაახლოებით გასული საუკუნის 40 იან წლებში...

ნებით არ ქნეს ქალის გამოტანება ჯუთელთ და ბაკურხევლებმა ძალა იხმარეს, ღამე იფარეს ...

დილით უკვე მოტაცებულ ქალის მამ ბიძანი მოეწყვნენ ქიდექის თავს...

გაზეთილ თოფის ლულებზე აცეკვდა დილის მზის სხივები ...

კაცი გამოგზავნეს : "ქალს წავიყვანთ და მომტაცებლები ჴარ-ქვაბით შამაგვიჩინდნანო"

აბა, შინ მოყვანილი ქალის დამთბობები იყვნენ მთელ ხევსურეთისად შიშის ზარის მცემელი ბაკურხეველი ახალგაზრდები?

მოხუცები ჩაერთვენენ უკვე სისხლის ღვრაზე მიმდგარ ახალგარზდებს შორის

მაგრამ, ჯუთელთაც ყავდათ სახელიან ყმები მოყოლილი და გული ვეღარ ითმენდა ანაბრი უომობას...

ხოდა გავარდა ქოდექის ძირ პირველი თოფი...

(ქიდექი ფოტოზე გრძელი მთა რომაა, ეგაა)

მაგრამ მასპინძლებიც მომზადებულები ყოფილან :)

პასუხად სოფლის შემოგარენებიდან სამ ოთხ ადგილიდან გატყვრა ბერდენკა ...

ხოდა ცდაზე რომ მოუდიოდათ ხელი ჯუთელთ უცბად მიხვდნენ:

ყველა ვეღარ დაუბრუნდება საკუთარ სახლს თავისით...


ხოდა საქმე მოლაპარაკებებზე მიდგა

ბაკურხევლებმა უხუცესები გაგზავნეს, თან ქალის თავშალ მობმული კურეტი გაიყოლეს, შერიგებისად საჭირო იყო

ერცხვის სისხლის ღვრას გადარჩნენ მაშინ ხევსურები...

Image
პ.ს.ზუსტად აღარ მახსოვს ეს ისტორია როგორ მთავრდება, რა ქნა ბოლოს და ბოლოს ჯუთელთ ქალაზე შეყვარებულმა ბაკურხეველმა :)
Last edited by meore monadire on 24 მაი 2008, 20:59, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 24 მაი 2008, 20:57

meore monadire
რა საინტერესოა, რამდენი ისტორია გაქვს სკივრში! :)
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chuna » 24 მაი 2008, 21:10

Mta Mkvarebia

აუ, რა მაგარია!!!!!!!!!!!!!

ყოველთვის მშურდა მათი, ვისაც სიყვარული შეუძლია! დიდხანს იმედით ვიყავი.........მაგრამ .......

"это не по моей части"
Last edited by chuna on 24 მაი 2008, 21:15, edited 2 times in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]