კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
(მოვედი ნების შეუპოვრობით...)
მოვედი ნების
შეუპოვრობით
შენს სიყვარულში,
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში.
სისხლი, რომელიც შენში დის ახლა
ჩემი სულია,
სუნთქვაა ჩემი.
და ჩემს წინაშე სამყარო, მახლას,
გასუსულია,
ვით განაჩენი:
ვიცი, ამურის ისრის დახლა
არც მე ამცდება.
მაგრამ საყვედურს უფალს ვერ ვკადრებ,
რაკი შენს სულში შემოვესახლე
შეშლილ განცდებად,
თავის დაკარგვას არ დავირიდებ!
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში,
მოვედი ნების შეუპოვრობით
შენს სიყვარულში!
ნატო ინგოროყვა
მოვედი ნების
შეუპოვრობით
შენს სიყვარულში,
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში.
სისხლი, რომელიც შენში დის ახლა
ჩემი სულია,
სუნთქვაა ჩემი.
და ჩემს წინაშე სამყარო, მახლას,
გასუსულია,
ვით განაჩენი:
ვიცი, ამურის ისრის დახლა
არც მე ამცდება.
მაგრამ საყვედურს უფალს ვერ ვკადრებ,
რაკი შენს სულში შემოვესახლე
შეშლილ განცდებად,
თავის დაკარგვას არ დავირიდებ!
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში,
მოვედი ნების შეუპოვრობით
შენს სიყვარულში!
ნატო ინგოროყვა
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
namcecuna
saskva
ნინი_85
ux genacvalat lamamaswi


:D:D:d
saskva
ნინი_85
ux genacvalat lamamaswi



კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ესეც გალაქტიონი თავისი ხელნაწერით 
გეძღვნებათ თქვენ:


გეძღვნებათ თქვენ:

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
როგორც სიზმარი
მე მივდიოდი, მე მივდიოდი
ყვავილთა შოტის - ვით ნიავქარი,
მე სიყვარული მესიზმრებოდა
და მე ვიყავი - როგორც სიზმარი.
მე მივდიოდი, მე მივდიოდი,
ზვირთივით სწრაფი, ზვირთივით ჩქარი.
ჩემი ოცნება სწვავდა ყვავილებს
და მე ვიყავი დილის ცისკარი.
მაგრამ ოცნებამ დამასნეულა,
სიმწრით აივსო ყვავილთ ნექტარი
და ძირს დაეშვა ფრთამომსხვრეული
ფიქრი ნაზი და დაუდეგარი.
ყვავილთა შორის სიამის ნაცვლად
განადგურების ქანაობს ქარი,
და მწარე კვნესად მომესმის მხოლოდ
საღამოს ზარი... საღამოს ზარი.
შემოდგომაა ბაღის ბილიკებს
მიმოფენია ფოთოლი მჭკნარი...
და მე მივდივარ, და მე მოვდივარ,
და მე ვარ ისე, როგორც სიზმარი
გ ა ლ ა ქ ტ ი ო ნ ი
მე მივდიოდი, მე მივდიოდი
ყვავილთა შოტის - ვით ნიავქარი,
მე სიყვარული მესიზმრებოდა
და მე ვიყავი - როგორც სიზმარი.
მე მივდიოდი, მე მივდიოდი,
ზვირთივით სწრაფი, ზვირთივით ჩქარი.
ჩემი ოცნება სწვავდა ყვავილებს
და მე ვიყავი დილის ცისკარი.
მაგრამ ოცნებამ დამასნეულა,
სიმწრით აივსო ყვავილთ ნექტარი
და ძირს დაეშვა ფრთამომსხვრეული
ფიქრი ნაზი და დაუდეგარი.
ყვავილთა შორის სიამის ნაცვლად
განადგურების ქანაობს ქარი,
და მწარე კვნესად მომესმის მხოლოდ
საღამოს ზარი... საღამოს ზარი.
შემოდგომაა ბაღის ბილიკებს
მიმოფენია ფოთოლი მჭკნარი...
და მე მივდივარ, და მე მოვდივარ,
და მე ვარ ისე, როგორც სიზმარი
გ ა ლ ა ქ ტ ი ო ნ ი
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მიყვარდა შენი ბლეიფი,
და შენი კაბა, გრძელ ქობა,
შენს დღეობაში ქეიფი
შენი უმანკო ცელქობა
და შენი კაბა, გრძელ ქობა,
შენს დღეობაში ქეიფი
შენი უმანკო ცელქობა
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მკერდზე დაყრილი ხშირი თმა,
უბე შეხსნილი ღილითა,
საღამოს სიყვარულის თქმა,
და გაბუტება დილითა,
უბე შეხსნილი ღილითა,
საღამოს სიყვარულის თქმა,
და გაბუტება დილითა,
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ჩემი საყვარელი ადამიანის ლექსია ესნინი_85 wrote:(მოვედი ნების შეუპოვრობით...)
მოვედი ნების
შეუპოვრობით
შენს სიყვარულში,
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში.
სისხლი, რომელიც შენში დის ახლა
ჩემი სულია,
სუნთქვაა ჩემი.
და ჩემს წინაშე სამყარო, მახლას,
გასუსულია,
ვით განაჩენი:
ვიცი, ამურის ისრის დახლა
არც მე ამცდება.
მაგრამ საყვედურს უფალს ვერ ვკადრებ,
რაკი შენს სულში შემოვესახლე
შეშლილ განცდებად,
თავის დაკარგვას არ დავირიდებ!
მოვედინები
შენს უპოვრობით
დაშრეტილ გულში,
მოვედი ნების შეუპოვრობით
შენს სიყვარულში!
ნატო ინგოროყვა

ნინი :*
წამო, ზღაპარში ...


- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ახლა თმას ყვითლად იღებავ,
მოკლეებს იცმევ კაბებსა,
შიშვლები დაგაქვს მკლავები,
თან იცხებ ფერად აბებსა.
მოკლეებს იცმევ კაბებსა,
შიშვლები დაგაქვს მკლავები,
თან იცხებ ფერად აბებსა.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად:
ვაითუ, მოვკვდე ლოგინში, წყნარად;
ვაითუ, მოვკვდე ნელ–ნელა, ნაზად –
მჭკნარი, უსულო ყვავილის მსგავსად
და, როგორც ქრება სანთელი მკრთალი,
მეც ისე მოვკვდე, დავხუჭო თვალი.
არა, ასეთი არ მსურს სიკვდილი!
მე მინდა მოვკვდე ბრძოლით, ჭიდილით;
მსურს, მუხა ვიყო შეურიგალი,
მაპობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი;
მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი,
რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით!
როცა დაღლილი მძიმე უღელით
ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი,
დროშებს დააწერს თავისუფლებას
და ცა დროშებით დაიღრუბლება,
როცა მტრის რისხვად, ხალხთ გასახარად
ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა,
იქ ჩემი სისხლი დაიქცეს წმიდა,
მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა;
და რომ მომხვდება ბასრი მახვილი,
უკანასკნელი ჩემი ძახილი
დე, დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში,
დე, გაქაფული ცხენებით მაშინ
ჩემს მკვდარ სხეულზე გადითქარუნონ,
ოღონდ, ჩამძახონ სასიხარულო
მტრის დამარცხების ხმა დარხეული;
დე, გადიქელოს ჩემი სხეული!
შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც,
შემდეგ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას,
ქარის ზუზუნში დროშებს გაშლიან.
დროშებს ევლებათ შავი არშია
და დაგვმარხავენ სუყველას ერთად,
მათ, ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა,
ვინც საოცნებო დროშა გაშალა,
თავისუფლებას ვინც ენაცვალა!
ავტორი არ ვიცი...
მადლობა სკრიპტორს, არ ვიცი, აქ არის ხოლმე, თუ არა...
მოკლედ, მიყვარს ეს ლექსი
ვაითუ, მოვკვდე ლოგინში, წყნარად;
ვაითუ, მოვკვდე ნელ–ნელა, ნაზად –
მჭკნარი, უსულო ყვავილის მსგავსად
და, როგორც ქრება სანთელი მკრთალი,
მეც ისე მოვკვდე, დავხუჭო თვალი.
არა, ასეთი არ მსურს სიკვდილი!
მე მინდა მოვკვდე ბრძოლით, ჭიდილით;
მსურს, მუხა ვიყო შეურიგალი,
მაპობდეს მეხი, მგლეჯდეს გრიგალი;
მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი,
რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით!
როცა დაღლილი მძიმე უღელით
ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი,
დროშებს დააწერს თავისუფლებას
და ცა დროშებით დაიღრუბლება,
როცა მტრის რისხვად, ხალხთ გასახარად
ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა,
იქ ჩემი სისხლი დაიქცეს წმიდა,
მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა;
და რომ მომხვდება ბასრი მახვილი,
უკანასკნელი ჩემი ძახილი
დე, დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში,
დე, გაქაფული ცხენებით მაშინ
ჩემს მკვდარ სხეულზე გადითქარუნონ,
ოღონდ, ჩამძახონ სასიხარულო
მტრის დამარცხების ხმა დარხეული;
დე, გადიქელოს ჩემი სხეული!
შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც,
შემდეგ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას,
ქარის ზუზუნში დროშებს გაშლიან.
დროშებს ევლებათ შავი არშია
და დაგვმარხავენ სუყველას ერთად,
მათ, ვინც გატეხა სიმაგრე მტერთა,
ვინც საოცნებო დროშა გაშალა,
თავისუფლებას ვინც ენაცვალა!
ავტორი არ ვიცი...
მადლობა სკრიპტორს, არ ვიცი, აქ არის ხოლმე, თუ არა...
მოკლედ, მიყვარს ეს ლექსი

წამო, ზღაპარში ...


- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
დრო იყო თავად გცოდავდი,
თვალი ტანთ გხდიდა ამოსა,
ახლა ჟინ დამიცოტავდა,
და თვალით გაცმევ სამოსსა
თვალი ტანთ გხდიდა ამოსა,
ახლა ჟინ დამიცოტავდა,
და თვალით გაცმევ სამოსსა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
აი ესეც
ხევის მარგალიტებიდან:
ძუ მგელი თავის ლეკვებთან
არწივის მართვეს ზრდისაო.
მგელმა თქვა: ობოლ მართვესა
ძუძუ ვაწოვე მგლისაო
ალალი იყოს მასზედა
ნამცვრევი ჩემი რძისაო
თუმცა კი ფრინველი არის
სულ არის ჩვენი ზნისაო
ლეკვებმა თუ გააბრაზეს
დათმობა არ იცისაო
თოლებს მგელივით აკვესებს
თან ქეჩოს აიშლისაო.
ნანადირევს, რომ მივუტან
ლეკვებთავ ვუყობ წილსაო
მათგან არ გამოირჩევა
ვზრდი, როგორც თავის შვილსაო.
სულ მალე ფრენას ისწავლის
პატრონ გახდება ცისაო
ვიცი არც გამზრდელს შამარცხვენს
არც ბუდეს მაიშლისაო.
თუ შაჰბედავენ ყორნები
და იქნეს მფრთხალი მტრისაო
მის ცქერას მიჯობს, მანამდე
თოლებს თუ გამამთხრისაო.
თენგო ავსაჯანაშვილი
მყინვარი
გოროხად რისთვის მიყურებ
მე ხომ კეთილად გიცქერი
მყინვარო, ლურჯ ცის საყურევ
მაკვირვებ შენი სიცივით.
იქნებ უგრძნობი გგონივარ
ღიმილს მაღირსებ რად არა
ოცნებით მეც შენ ტოლი ვარ
ისე, კენჭი ვარ პატარა
შალვერდი ღუდუშაური
ხევის მარგალიტებიდან:
ძუ მგელი თავის ლეკვებთან
არწივის მართვეს ზრდისაო.
მგელმა თქვა: ობოლ მართვესა
ძუძუ ვაწოვე მგლისაო
ალალი იყოს მასზედა
ნამცვრევი ჩემი რძისაო
თუმცა კი ფრინველი არის
სულ არის ჩვენი ზნისაო
ლეკვებმა თუ გააბრაზეს
დათმობა არ იცისაო
თოლებს მგელივით აკვესებს
თან ქეჩოს აიშლისაო.
ნანადირევს, რომ მივუტან
ლეკვებთავ ვუყობ წილსაო
მათგან არ გამოირჩევა
ვზრდი, როგორც თავის შვილსაო.
სულ მალე ფრენას ისწავლის
პატრონ გახდება ცისაო
ვიცი არც გამზრდელს შამარცხვენს
არც ბუდეს მაიშლისაო.
თუ შაჰბედავენ ყორნები
და იქნეს მფრთხალი მტრისაო
მის ცქერას მიჯობს, მანამდე
თოლებს თუ გამამთხრისაო.
თენგო ავსაჯანაშვილი
მყინვარი
გოროხად რისთვის მიყურებ
მე ხომ კეთილად გიცქერი
მყინვარო, ლურჯ ცის საყურევ
მაკვირვებ შენი სიცივით.
იქნებ უგრძნობი გგონივარ
ღიმილს მაღირსებ რად არა
ოცნებით მეც შენ ტოლი ვარ
ისე, კენჭი ვარ პატარა
შალვერდი ღუდუშაური
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
* * *
შენ მსუბუქი ხარ _
მოყვავილე რტოზე მსუბუქი,
მოგეფერები, მწვანე სიზმრებს გაგიიისფრებ,
ნეტა ვინ ისმენს
იდუმალი ნიჟარის შრიალს,
შენი სხეულის შრიალს ვინ ისმენს?!
შენ კი არ გღვიძავს,
გეჩვენება, თითქოსდა გღვიძავს
და ძილღვიძილის უნეტარეს სიბუნდოვანეს
ადევნებიხარ,
როგორც მარტის ღრუბელს მთოვარე.
ეს დღეც გავიდა,
მწარე ფიქრი მივასამარე,
ეს დღეც გავიდა _
საოცნებო და დასანანი.
შენ სადღაც ფეთქავ,
შენით სუნთქავს ღამის ჰაერში
ახლად გაშლილი იასამანი.
გივი ალხაზიშვილი

შენ მსუბუქი ხარ _
მოყვავილე რტოზე მსუბუქი,
მოგეფერები, მწვანე სიზმრებს გაგიიისფრებ,
ნეტა ვინ ისმენს
იდუმალი ნიჟარის შრიალს,
შენი სხეულის შრიალს ვინ ისმენს?!
შენ კი არ გღვიძავს,
გეჩვენება, თითქოსდა გღვიძავს
და ძილღვიძილის უნეტარეს სიბუნდოვანეს
ადევნებიხარ,
როგორც მარტის ღრუბელს მთოვარე.
ეს დღეც გავიდა,
მწარე ფიქრი მივასამარე,
ეს დღეც გავიდა _
საოცნებო და დასანანი.
შენ სადღაც ფეთქავ,
შენით სუნთქავს ღამის ჰაერში
ახლად გაშლილი იასამანი.
გივი ალხაზიშვილი

წამო, ზღაპარში ...


- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
წამოდი წაგიყვან მიუვალ მთებში
დაგიკრეფ ყავვილებს ჩაგაწნავ თმებში
და მთელ ხევსურეთს შემოგატარებ
პატარავ ჩემო პატარა
ამ თემაში შემომხედავთ და ყველა კარველს გილოცავთ აღდგომას ღმერთმა მრავალს მოგასწროთ სულ ბედნიერად და კარგად
დაგიკრეფ ყავვილებს ჩაგაწნავ თმებში
და მთელ ხევსურეთს შემოგატარებ
პატარავ ჩემო პატარა
ამ თემაში შემომხედავთ და ყველა კარველს გილოცავთ აღდგომას ღმერთმა მრავალს მოგასწროთ სულ ბედნიერად და კარგად

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მომენატრე... და დღეს ჩემთან მთები არი...
და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე.
მომენატრე, როგორც ქურციკს ლებიანი,
ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე.
მომენატრე. . . რა მოგწრო სხვა წერილი,
ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვათრევ,
მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი,
მომენატრე, აუ, როგორ მომენატრე.
ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა,
დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გაბმით ამტვრევს,
თმა კი არა, მგონი სისხლიც გამითეთრდა,
მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე?
მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება,
ალბათ ღამეც ამ ჩემ სულში გაშლის აფრებს,
წამილეკა ყველაფერი მონატრებამ,
მომენატრე, აუ, როგორ მომენატრე.
გიგლა ოჩიაური
და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე.
მომენატრე, როგორც ქურციკს ლებიანი,
ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე.
მომენატრე. . . რა მოგწრო სხვა წერილი,
ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვათრევ,
მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი,
მომენატრე, აუ, როგორ მომენატრე.
ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა,
დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გაბმით ამტვრევს,
თმა კი არა, მგონი სისხლიც გამითეთრდა,
მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე?
მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება,
ალბათ ღამეც ამ ჩემ სულში გაშლის აფრებს,
წამილეკა ყველაფერი მონატრებამ,
მომენატრე, აუ, როგორ მომენატრე.
გიგლა ოჩიაური
მეაც გავთუშდ მეაც!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნინი_85
მაგარია ნინ! მართლა რომ მონატრების გრძნობას გაგიღვიძებს, ისეთი
რომც არავინ გყავდეს მოსანატრებელი მაინც რომ მოგანატრებს.... მონატრებას 
მაგარია ნინ! მართლა რომ მონატრების გრძნობას გაგიღვიძებს, ისეთი

