კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 22:27
ლურჯ და მწვანე ტბას რომ ვუყურებდი ხალისიან შეგრძნებას იწვევდნენ, თეთრ ტბაზე იგივეს ვერ ვიტყვი, რაღაც უცნაურს ვგრძნობდი, რომ ვუყურებდი,

რაღაც... როგორ ვთქვა? უფრო ... იდუმალს?
ამ წერილმა ის შეგრძნება გამახსენა, მაშინაც ვერ მივხვდი რატომ გამიჩნდა ეგ შეგრძნება
მესმის, რომ ძალიან სუბიექტურზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩემთვის სუბიექტური უფრო მნიშვნელოვანია
როგორ შეიძლება გავარკვიოთ ეგ რომელი ტბაა?

Who is John Galt?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 22 აპრ 2008, 22:41
ეგ ტბა სადღაც სხვაგან რომ არის ფაქტია.
ფორუმზე ალბათ არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
მაგალითად ჰიდროგეოლოგები, რომლებსაც იქნებ ხელი მიუწვდებათ რაიმე საინტერესო კვლევებზე მაგ მიდამოებში.
ამის ნაკლები იმედი მაქვს.
თუმცა ხალხი რომ მოსკოვიდან ჩამოვიდა შიშველი ენთუზიაზმით და გარკვეული გამოკვლევა აწარმოეს ფაქტია.
თუ ეგ ტბა გამყინვარებამდელი პერიოდისაა და მას შემდეგ არ გაყინულა.
მასში სრულიად უნიკალური წყალმცენარეები და არ გაგიკვირდეთ ცხოველებიც შეიძლება აღმოჩნდნენ.
სწორედ ამ განსხვავებულობის გამო გაურბიან მას ადგილობრივები.
წარმოიდგინეთ ალპური ტბა ტროპიკული ბინადრებით.
და თუ რამეს მოკრეს თვალი მით უმეტეს.
ისე თეთრი ტბის სიღრმეც საინტერესოა.
რა ათრევს იმ სიმარლეზე 2 კრაზის კამერას და 1 გასაბერ ლეიბს თავის თოკებით და ნასოსით.
უფრო შორს რომ წავიდეთ, ვაიარლეს კამერის ჩაშვება შეიძლება თავის განათებით და ფსკერის მიმოხილვა.
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 22:49
ხევსურეთის ალპურის ტბაში უცებ... ნიანგი
წარმოგიდგენიათ?
როშკიდან ცხენით რომ ავიტანოთ თეთრ ტბამდე ეგ აღჭურვილობა?

Who is John Galt?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 22 აპრ 2008, 22:50
გამახსენდა რუსეთის რომელიღაც არხზე ვნახე.
მიყრუებულ ციმბირში ტბაში ჩუდოვიშე ცხოვრობსო და წავიდნენ ენთუზიასტები.
წაიღეს ნავი და ეგეტი კამერა წყალქვეშ რომ იღებს.
ჩუდოვისე ანუ ურჩხული ვერ ნახეს მაგრამ იცით რა ნახეს შუა ტბის ფსკერზე?
დიდი ლოსის თავის ქალა და ძვლები.
აი მაშინ კი შეშინდნენ და მერე ღამით ჩანაწერიც მოგვასმენინეს, ტბიდან რაღაც საშინელი ხმა გაისმა.

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 22:53
ლეონტი
და ლოსის იმ ტბაში მოხვედრა უცნაურობა იყო?

Last edited by
GOGONA on 22 აპრ 2008, 22:58, edited 1 time in total.
Who is John Galt?
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 22:56
ლეონტი
ისე, სიმართლე რომ ვთქვა, თუკი სადმე უცნაური არსებები თავისთვის ცხოვრობენ, არც კი მინდა პოპულარულები გახდნენ, მერე ხომ ეს ცივილიზებური სამყარო აღარ მოასვენებს
მოდი წავიდეთ, ვნახოთ და არავის ვუთხრათ

Who is John Galt?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 22 აპრ 2008, 23:00
GOGONA wrote:ლეონტი
და ლოსის ლოსის იმ ტბაში მოხვედრა უცნაურობა იყო?

იმ ექსპედიციის წევრებს მაგრა ეუცნაურათ და ჩვენ რა უფლება გვაქვს?
ტბა დიდი იყო აი თბილისის ზღვაზე ცოტა დიდი და ირგვლივ დაბალი მთაგრეხილები.
ისე თუ რამე ვნახეთ არავის უთხრათ წარმოიდგინე წელიწადში 200 000 ტურისტი რომ ჟივაჩკას ჩააგდებს.ამოავსებენ იმ ტბას.
-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 23:39
მართლა გავზომოთ თეთრი ტბა?!

Who is John Galt?
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 22 აპრ 2008, 23:43
აი რა ვიპოვე ძველი წერილების კითხვისას:
meore monadire wrote:ბაბუა ალუდაური მაგარი კაცია მამაჩემის მეგობარია სტუდენტობის დროიდან
ზეპირად იცის მთელი ხევსურეთის ზეპირსიტყვიერება
სმაში ნამდვილი ხევსურული ღრეობა
მაგრამ ის დევები ჩემი სოფლიდან იყვნენ რომლებიც იახსარმა აბუდელაურში ჩაკლა
შემდეგ კი ოთხ რქა ორყურა ჭედილის სულმა შეაძლებინა და მტრედის სახით ამოვიდა დევის სისხლით გაწებებულ ტბიდან
რომელსაც ძირი არ გააჩნია
ლინკი:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=32164#32164
იქნებ ბექამ იცის ტბის შესახებ ან ბაბუა ალუდაურთან დაგაკავშიროთ
თუმცა ბექაც აბუდელაურს იხსენიებს უძირო ტბად

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 22 აპრ 2008, 23:49
Mta Mkvarebia
ე.ი. ბექა გვინდა სასწრაფოდ

Who is John Galt?
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 22 აპრ 2008, 23:52
აგერ ვარ მე
ოღონდ ვინმემ მითხარით ქართულად რა ლეგენდაზეა საუბარი და მოკლე შინაარსი იმ წერილისა

2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 22 აპრ 2008, 23:54
ლიკა
ის, რაც მე წავიკითხე, იქ ნამდვილად არაა საუბარი აბუდელაურის უძირო ტბაზე
ბაბუამ რომელი ტბაც თქვა, შეიძლება ის იყოს
მაგრამ...
Last edited by
meore monadire on 23 აპრ 2008, 10:45, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 22 აპრ 2008, 23:56
არის ერთი ტბა, უკენახოსთანაა ახლოს, ეგრე განსაზღვრული სახელი არ აქვს...
შეიძლება ის იყოს, იმიტომ, რომ რუსებს სხვა სახელით მოხსენიებული არ აქვთ
და რომ ჰქონოდა სახელი, შანსი არაა თევდორე ეტყოდა და ისინიც რატომ არ ახსენებდნენ წერილში ?
Last edited by
meore monadire on 23 აპრ 2008, 10:49, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 23 აპრ 2008, 00:01
გზიდან ის ტბა დაახლოებით 12 კილომეტრზეა
ზღვის დონიდან 2800-2900 მეტრი იქნება კანჩხის უღელტეხილის გვერდითაა მოფარებულში (მთლად გვერდით არაა

ცოტა მაღლაა უღელტეხილზე)
მთას აკრავს
სურათზე რომაა, ეგეთი სახისაა დაახლოებით ...
მამაჩემისგან გამიგია, როცა მანდ გაგვივლია რომ არასოდეს იყინებაო
შიგ მდინარე ჩაედინება და არაფერი გამოედიენება, თან მდინარე სულ სხვადასხვანაირად არის ნაკვები ნაზვავარებით და მდინარე მაინც სულ ერთი და იგივე დონეზე დგას, ანუ ისეთ რაღაცას უერთდება, რომელიც იგივე სიმაღლეზე დგას და ელემენტარული ფიზიკის მცოდნე ადამიანი მიხვდება როგორ ინარჩუნებს სულ ერთი და იგივე დონეს
Last edited by
meore monadire on 23 აპრ 2008, 10:53, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 23 აპრ 2008, 00:02
meore monadire
ჰოდა გვიპოვნია და ეგ არის!
