Post
by namcecuna » 20 აპრ 2008, 20:01
სამთავროს დედათა მონასტერში დედა შუშანიკი იხსენიებს თამუნას, ჩემი ყველა ახლობელი.
მარიამს, მარიამს და გიორგისაც აუცილებლად მ,ოვიხსენიებთ, უფალი შეისმენს...
მინდა მოგიყვეთ ერთი ბერის სიზმრის შესახებ, რომელიც რამდენიმე წლის წინ წავიკითხე.
დეტალები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შევცდები არაფერი გამომრჩეს:
ბერს ესიზმრა, რომ უფალთან ერთად თავის განვლილ ცხოვრების გზას უყურებდა, რომელიც ზღვის სანაპიროზე გადიოდა. სანაპიროზე, სველ ქვიშაზე ორი ადამიანის ნაკვალევი ჩანდა, ერთი შენ ხარ და მეორე მეო-აუხსა უფალმა. არასოდეს გვერდიდან არ მოგშორებივარო... უცებ, რამდენიმე ადგილას დაინახა, რომ მხოლოდ ერთი ნაკვალევი იყო და აგული დასწყდა ბერს, აი, უფალო, მაინც მიგიტოვებივარო... უფალმა მიუგო, არა, არ მიმიტოვებიხარ, ეს ის ადგილებია, სადაც შენ ძალიან გიჭირდა და ხელში აყვანილს გატარებდი, ამიტომ ჩანს ორის ნაცვლად ერთი კვალიო....
მჯერა, რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება.
ტრულალას მინდა ვუთხრა პასუხად შეკითხვაზე-რატომ ემართებათ ადამიანებს დაუმსახურებლად ასეთი უბედურებები:
უფლის ნება ადამიანთა გონებისთვის მიუწვდომელია და ჩვენ არ შეგვწევს ძალა ჩავწვდეთ მას, ამიტომ ზოგჯერ უსამართლოდ გვეჩვენება... თუ საკმაოდ ბრძენი აღმოვჩნდებით, შევძლებთ მისი ნების ახსნას მცირედ მაინც.
ერთი კი ცხადია და სანუგეშო, მან ყველაზე კარგად იცის, ცხოვრების მანძილზე რა განსაცდელი ელის ადამიანს და რა ჯობია მისთვის...
ამას წინათ მომიყვნენ, რომ უფლის ნებით უნდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა ორი ქალაქი და ადამიანებმა ლოცვით, გამუდმებული ლოცვით შეაცვლევინეს მას ნება და გადაირჩინეს თავი.
ეს ნუგეშია და უფლისადმი ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, აუცილებლად შეისმენს.
ღმერთმა გააგძლიეროთ და თამუნას შეეწიოს ყოველი სიტყვა, ჩვენი მისთვის ლოცვაში წარმოთქმული.
წამო, ზღაპარში ...
