გამარჯვება ყველას!
პირველი შეტყობინების დასაწერად, ყველაზე შესაფერის ადგილად ეს თემა მომეჩვენა
თქვენი არსებობის შესახებ მე გურულოსაგან, იგივე ირაკლისაგან გავიგე, როცა თქვენი ფორუმის მიერ ორგანიზებულ " ხევსურულ საღამოზე" დაგვპატიჟა მე და ჩემი მეგობარი თამო ახმეტის ფორუმზე. მერე რამოდენიმე თქვენთაგანის პირადად გაცნობის ბედნიერებაც მხვდა წილად ჭილის ტბაზე სალაშქროდ წასვლის, ჩემი გმირული გადაწყვეტილების შედეგად. მართალია უხსოვარ დროს კარავში მეც მძინებია თანაც სიცოცხლეში პირველად, მაინცადამაინც ჩემი სოფლის სახლის ეზოში. სტუდენტობას აქტიურ-მოყვარულ მეგობარ ალპინისტებს იმდენი ველაპარაკე ჩემი სოფლის უზადო სილამაზეზე, რომ თავი დამაპატიჟებინეს

თუმცა კატეგორიული პირობაც დამადებინეს, რომ სახლში და ლოგინში დაძინებაზე მომეკეტა, უკიდურეს შემთხვევაში არ მელაპარაკა. ასე იყო თუ ისე, ლაშქრობა შედგა და მათმა თავხედობამ იქამდეც გასტანა, რომ მამიდაჩემისა და ბებიაჩემის გაკეთებული ხინკალიც კი არ მიირთვეს, სად კარავი და სად ხინკალიო

ამაოდ ვემუდარებოდი, ამ საკითხზე, ე.წ. მთიულურ საჭმლის შემოძალადებაზე, მოკეტვის პირობა არ მქონდა მიცემული. როცა მე ხინკლით დავნაყრდი და ჩემი მეგობრები კი დაიღალნენ კარტოფილის გახუხვით ნაღვერდალში, მაშინ კი იკადრეს უკვე გაციებული ხინკლის მირთმევა, რომლის გემოც უნივერსიტეტის დამთავრებამდე ახსოვდათ, წარმოდგენებში, აუ ცივი რომ ასეთი გემრიელი იყო ცხელი რა იქნებოდაოს ძახილით. სხვათაშორის პრასისა და ნივრის ხინკალიც მაშინ გასინჯეს პირველად. არ დაიტრაბახოთ, არც ერთს არ გექნებათ გასინჯულ-დაგემოვნებული

. მოკლედ, ისედაც გამიგრძელდა საკუთარი თავის წარდგენა, პურობისა და ბევრი ჭორაობის შემდეგ, როგორც იქნა იმ მშვენიერ ზაფხულის ღამეს ძილი მოგვერია და მაშინ პირველად არამც თუ კარავში ძილი, ბალიშობის ტერმინის გაგებამაც მომიწია. ის დღე იყო და მას დღე, ფერადი შური მათი ალპინიტობის გამო გამიქრა
აი, დაგიმტკიცეთ, რომ კარავში მეც მძინებია ერთხელ.
თუ იტყვით კეთილი იყოს შენი შემოკარვებაო. დიდი მადლობა წინასწარ!
