ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by shatilis asuli » 26 მარ 2008, 12:55

ესეც მეორე ოცნება! ნერგების დარგვა! ძალიან კარგი იდეები გამოითქვა. დიდგორიდან ნეკერჩხლების წამოღებაშიც და ტყის კორომის გაშენებაშიც თქვენთან ვარ! გაიხარე მაკენა :D
Just Do It!

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by TuTa » 26 მარ 2008, 13:48

Makena

მშვენიერი საგაზაფხულო იდეაა :)

თქვენთან მიგულეთ

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by namcecuna » 26 მარ 2008, 15:17

გადასარევი აზრია, ნეკერჩხლის ტყის გაშენება კი-ამ აზრის გვირგვინია :)
ასეთი დასაწყისით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება :)
სხვებიც ავიყოლიოთ იქნებ-აი, ჩვენმა პროფესორ-მასწავლებელმა კარველებმა სტუდენტები აქაც დაგვახმარონ და საქართველოს დასუფთავება -განაშენიანება ტრადიციად და საამაყო საქმედ ვაქციოთ :)
ეს იქნება ის ერთ-ერთი მცირედი კეთილი საქმე-რაც მართლა შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს გავუკეთოთ :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Wanderer » 26 მარ 2008, 17:21

აბსოლუტურად გეთანხმებით ხალხო. გადასარევი იდეაა. :)

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რამოდენიმე წელია უკვე ამის შესახებ არის ლააპრაკი კარავზე, ფაქტიურად მისი დაარსების დღიდან, მაგრამ დღემდე ვერ მოვაბით თავი. :(

ახლა კარავი უფრო ძლიერია და იმედი მაქვს ამ იდეას ფრთები შეესხმება.

ესეიგი თუ სწორად მახსოვს მანდ 4 ქვეამოცანა იყო:
1) ხის ჯიშის შერჩევა
2) ადგილის შერჩევა
3) ნერგების შეძენა
4) დარგვის ორგანიზება(მანქანა, ბარი, წერაქვი და ა.შ.)

თუ ნეკერჩხალი გადავწყვიტეთ ესეიგი პირველი პუნქტი გადაწყვეტილია. ახლა ადგილი უნდა შევარჩიოთ და პარალელურად ნერგებზე ვიზრუნოთ. ადგილის შესარჩევად ჩემი აზრით საჭირო იქნება მანქანებით გასვლა.

N67
და მგონი მერია-ბიუროკრატია და თავისტკივილი არ ღირს, დროს და ძალ-ღონეს დაგვაკარგვინებს.
ვნახავთ რამე ადგილს , დავრგავთ და არა მგონია მერიიდან მივიდნენ და ამოთხარონ ჩვენი ნებართვა არ გაქვთო
აბსოლუტურად ვეთანხმები. მერიები და პარლამენტები არ გვინდა.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by qvevri » 26 მარ 2008, 17:57

ნეკერჩხალის ნერგების შოვნა:
ჯიპიანი ჯგუფი,რომელიც შეიარაღებულია ბარ-ნიჩაბ-წერაქვით.
დიდგორზე ასვლა.
ნერგების ამოღება.
ნერგების შენახვა მეორე დღისათვის.
მეორე დღეს ნერგების დარგვა.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Toma » 26 მარ 2008, 18:00

qvevri
ეგ მალე თუ არ გაკეთდა, მერე შეიძლება დაგვიანდეს.
ცხოვრება მშვენიერია :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by qvevri » 26 მარ 2008, 18:05

Toma wrote:qvevri
ეგ მალე თუ არ გაკეთდა, მერე შეიძლება დაგვიანდეს.
ჯერ ძალიან ადრეა, ანუ დიდგორზე ჯერ კვირტი არ გამოსულა. შარშან გიორგობას ვიყავით და სწორედ რომ ზედგამოჭრილი დრო იყო, ასე რომ დრო ჯერჯერობით ითმენს.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Toma » 26 მარ 2008, 18:07

მოკლედ თქვენ უფრო იცით მაგ ამბავი :D
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by vazano » 26 მარ 2008, 18:42

qvevri wrote:ნეკერჩხალის ნერგების შოვნა:
ჯიპიანი ჯგუფი,რომელიც შეიარაღებულია ბარ-ნიჩაბ-წერაქვით.
დიდგორზე ასვლა.
ნერგების ამოღება.
ნერგების შენახვა მეორე დღისათვის.
მეორე დღეს ნერგების დარგვა.

სიამოვნებით მეც შემოვუერთდები თქვენს აქციას, თმცა არც ჯიპი მყავს, და არც მარ-ნიჩაბ-წერაქვი. მაგრამ მომავლის საქმესთვის ჩემი მანქანაც დაიპყრობს მიუვალ ადგილებს.
ხო და რომელიღაცამ ახსენა, რომ დიდი ხანია ეს იდეა არსებობს და ვერ განხორციელებულა. არც უნდა დიდი დაგემვა და .შ. უბრალოდ გავაკეთოთ. ვინც შემოგვიერთდება შემოგვიერთდება. ერთი ხის დარგვაც უკვე საქმეა გაჩეხილ საქართველოში.
და კიდევ, ვფიქრობ თუ თბილისში გვინდა განხორციელება ან მერიის ნებართვა ავიღოთ ან თბილის მოვერიდოთ. მთავარი ჩემის აზრით არ არის ადგილი, მთავარია რომ ეს გაკეთდეს ისეთ ადგილას, სადაც ბნებაც შეუწყობს ხეების გახარებას ხელს.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Makena » 27 მარ 2008, 01:20

დარგვა მნიშვნელოვანია თუმცა მერე მოვლა და ყურადღების მიქცევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, თუ ნეკერჩხლების ჩამოტანას მოვაბავთ თავს საუკეთესო იქნება, თუ არადა სადმე სანერგედან შეიძლება ცაცხვის ნერგების შეძენა და დარგვა, ხოლო მომავალში კიდევ შეიძლება მივამატოთ ამ ადგილს ნერგები და თანდათან ეს მცირე კორომი ტყის მასივად ვაქციოთ.
ადგილის შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია, დროულად გადავწყვიტოთ ეს საკითხი და ნუღარ გადავდებთ ამ საქმეს, 5 ან 6 აპრილი ვგონებ კარგი დროა საიმისოდ რომ ხელები დავიკაპიწოთ და ამ კეთილშობილური საქმის კეთება დავიწყოთ, დავიწყოთ რადგან იმედი მაქვს რომ ნერგების დარგვა იმდენად მოეწონება ყველას რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საქმეს .... :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by lama » 27 მარ 2008, 10:11

eh ra xania es idea arsebobs da dgemde ideis donemde rcheba :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Toma » 27 მარ 2008, 10:16

აბა სასწრაფოდ ადგილი შეარჩიეთ.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by Gvalva » 27 მარ 2008, 13:39

GOGONA-ს ქონდა ადრე იდეა, ვისაც რა ხე უყვარს იმას დავარგვევინებო, და ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ? ვისაც რომელი ხე მოწონს ის დარგას.

მე ვიყავი ორიოდე წლის წინ ერთ ინსტანციაში ამ საკითხზე და ძალიან გაჯავრებული წამოვედი. არის სადღაც ამ განყოფილებაში ეგ თემა. ხეების დარგვა გვინდა მეთქი ვუთხარი თუ არა გაღიზიანდა და ვერაფრით შემოვირიგე. ასე რომ წახვიდეთ და დარგოთ შეიძლება იქ საძოვრები იყოსო და ათასი ასეთი ტექსტი. მოკლედ გავჯავრდი მაგრად.

არადა სომხეთში როგორც გადახვალ პირველი რაც თვალში მოგხვდება კვედრატულად დარგული ფიჭვებია. იქ რომ ვიყავი დავიბოღმე მახსოვს!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by namcecuna » 27 მარ 2008, 14:40

მე როგორც ვიცი-ნიადაგის და კლიმატური პირობების მიხედვით უნდა შეირჩეს -რა ხე შეიძლება დაირგოს სასურველ ადგილას, შესაბამისად ალბათ ჯერ უნდა გადაწყდეს სად ვრგავთ, ამის მიხედვით-რას დავრგავთ-ან პირიქით :D რას დავრგავთ-და მერე-სად შეიძლება მისი დარგვა.
ალბათ ახლო-მახლოს უნდა გავაკეთოთ ეს, რომ პერიოდულად მონახულება და მოვლა შევძლოთ, მაკენას აბსოლუტირად ვეთანხმები რომ მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. რამდენჯერ დარგეს ჩემს ბავშვობაში-სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფიჭვები (თუ ნაძვები :oops: ) და სულ გახმა-არავინ უვლიდა და გული მეწვებოდა რომ ვხედავდი :(
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ნერგების დარგვა ანუ გავაშენოთ ტყის კორომი კარაველებმა.

Post by ZVIOSULI » 27 მარ 2008, 14:56

ესეიგი მე როგორ მინდა - მითხარით ადგილი სადაც დასარგავად ვარგისიანი ხეების ნაირსახეობები იყიდება და მერე მე ვიცი.... ნებართვა არა ენაბლუ კამეჩი!
ამს მე გეუბნებით პროფესიიტ იურისტი და თანმდეგობით გენ პრაკურატურის მრჩეველი -ვოტ!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]