დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by mika » 15 იან 2006, 20:08

Mao
ჩამოვედით აბა დავდებ აწი ......

გვალვა სად დავდო..გალერეაში თუ ცალკე რეპორტაჟი გავაკეტოთ..ბედობა იყო და მაინც ღირს რეპორტაჟის გაკეთება..თან რა ხალხი შემოგვემატა





გასვლა ასე იგეგმებოდა
medical student

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Mrs. Robinson » 15 იან 2006, 20:09

დაგვებედააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Gvalva » 15 იან 2006, 21:03

გალერიაში დავამატე განყოფილება.

ხალახო, იქ სურათებზე კომენტარების დაწერაც შეიძლება, სხვათაშორის.

ცხელი ჩაის ამბებს რომ მოვრჩებით დავწეროთ რპორტაჟი.
Last edited by Gvalva on 16 იან 2006, 23:52, edited 2 times in total.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by navigator » 15 იან 2006, 21:11

ვახ როგორ მშურს თქვენი :) მოყევით აბა ამბებს :)
აცხა ღორებო Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Gvalva » 15 იან 2006, 21:36

პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, რომ მთელი დღის განმავლობაში მისხალი უარყოფითი ემოცია არ ყოფილა. ეს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!! ჩვენ ყველას ერთნაირად გვსიამოვნებდა იქ ყოფნა.

ეხლა დავიწყებ, და სხვები წამომეშველეთ :)

დილით რომ გავიღვიძე, ქარი კი უბერავდა მარა, ცის ნაგლეჯები ჩანდა და ვიფიქრე კარგი ამინდი იქნება მეთქი. ყველამ ასე იფიქრა და სამთიო ქიმიათან კარგად შევგროვდით. მეც კი არ დამიგვიანია :)

ჩვენთან ერთად პირველად მოდიოდნენ lerebi, guruli, iwlita

უაზიც გაზაპრავკებული მოვიდა... ჰო, katastrofa... უკაცრავად, lola, აგვიანებდა და ნიკა მანქანით დარჩა. Ms. robinsoni და მისი + (მართლა, ეგ უკვე ძალიან აქტიური +-ია და მოდი რამე სახელი გამოუნახე :) ) დიღმიდან გასასვლელში გველოდებოდნენ.

ბულაჩაურის გადასახვევში ხორცზე გავჩერდით, თოვლის ნასახი არსად ჩანდა, თოვლის ბაბუის იმედი გადაგვეწურა. პური როგორც ყოველთვის დაგვავიწყდა, აქტიური + დაბრუნდა და მოიტანა, ჩვენ იქმდე ხორცი ყველი ავიღეთ... აქ კახამ შენიშნა რომ კარავი უკვე მამაპაპურ ქართულ გასვლებზე გადავიდაო :D ;)

ბულაჩაურიდან გზა მალევე აღმართებზე წავიდა და ალაგ-ალაგ თოვლი გამოჩნდა. ერთმა მანქანამ ადგილობრივი ბიძა წამოიყვანა და იმან ხელის გაშვერით აგვიხსნა სად უნდა მივსულიყავით, მანქანით ვერ ახვალთო, მარა სოფელში დატოვეთო, პრობლემა არ არისო. უკვე კარგად თოვლზე ვიყავით მიწა აღარ ჩანდა, მარა თოვლი მშრალი იყო და გუნდა არ კეთდებოდა :(

სოფლის დასასრულში, ასე 30 მეტრიღა რომ რჩებოდა ჩვენი უაზი დადგა. მოიცა, მოიცა მოგაწვებითო ხალისით დაიძახეს ჩვენებმა.
ეს პროცესი აღწერილი მაქვს ფოტოზე, მარა ოჯახში Photoshopი არ გვაქვს და ეხლა ვერ შემოგთავაზებთ...

გაგრძელება იქნება :)

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by ilia » 16 იან 2006, 00:55

სად დავყარო სურათები?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Nika » 16 იან 2006, 01:40

აუ მაგარი იყო რა. არ ვიცი თქვენ თუ მოყევით იმ თოვაში მერე მარა ნატახტართან იმენა ფარებანთებული მივდიოდი ისე თოვდა. ყველას დიდი მადლობა (პატრულისა და ჯეოსელის ჩათვლით) დიდი მადლობა გვალვას. ეს ფორუმი რომ არა ხომ ვერც გაგიცნობდით ალბათ!!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Mrs. Robinson » 16 იან 2006, 12:48

გუშინ კარავს "ცისფერი და უბორკილო" დღე ჰქონდა. რაღაც ზღაპარივით იყო....................... :)
ტყეში თოვლში ფეხით სიარული უზომო ნეტარებაა, თან თუ გარშემო ისეთი ლამაზი ხეებია, რომ არცერთი არ გინდა გამოგრჩეს და ყველას ფოტო გაიყოლო სამახსოვროდ...
თან თუ მადლიან ადგილას დგახარ, თან თუ ყველას გარშემო ბედნიერი და განათებული სახე აქვს, თან თუ კოცონი გიზგიზებს და არც გცივა, არც გშია და არც გწყურია, იმიტომ რომ ნაკვერჩხალზე მწვადი შიშხინებს, იმიტომ რომ მალინიანი ცხელი ჩაი და ცხელი ყავა გვაქვს..........
გაიხარეთ, მშვენიერი იყო............. :)

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by mika » 16 იან 2006, 13:11

სადაც ლოლა და სადაც ველიკაა ..იქ რა დალევს თავგადასავლებს :lol:
medical student

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by guruli » 16 იან 2006, 13:12

დიდი სიამოვნებით ვუერთდები იმ საყოველთაო აღტაცებას, რომელიც ჯერ მხოლოდ მცირე დოზით დაფიქსირდა და რომელიც უფრო დიდი დოზით აწი დაფიქსირდება ამ საიტზე. მართლა მაგარი რამე იყო, მაგრამ დავათზე მეტად თქვენ მომეწონეთ ხალხო, კარაველები! ორმაგი მადლობა კოტეტბელს, რადგან ძირითადად მისით დაგიკავშირდით. აწი აქედან ვერ ამომშლით!!! :lol: :lol: :lol:
ამ დილით სამსახურში მომავალმა, სამთო ქიმიის კიბეებს რომ ჩამოვუარე, ცხადად წარმომიდგა გუშინდელი სურათი - ერთმანეთის მოლოდინში შეჯგუფებული კარაველები და ისე მომინდა თქვენთან ყოფნა, გუშინდელის მსგავსი რამის განმეორება, ლამის გამაჟრჟოლა, ნეტა, ახლაც სადმე მივდიოდეთ-მეთქი.
მართლაც დალოცვილი რამეა კარავი. ქვეყანას ხომ შემოგატარებს და დადებითი ემოციით აგავსებს, თუნდაც ერთი ლაშქრობით მთელი ცხოვრების სამყოფ მოგონებას გიტოვებს, საინტერესო ადამიანებსაც გაცნობს. აგერ, მე და კოტეტბელს ხომ საერთო სანაცნობო თვით თუშეთშიც კი აღმოგვაჩნდა, თურმე მე და Mrs. Robinson-ი ერთ შენობაში, ერთ სფეროში და ერთ სტრუქტურაში ვმუშაობთ. პრაქტიკულად, თანამშრომლები ვართ, რა. არადა, აქამდე რაღაცას ვწერდით აზრებს და იდეებს კაი შორი-შორს მყოფი ადამიანებივით ვუცვლიდით ერთმანეთს... :lol: გვალვა, მართლა დიდი მადლობა საიტისთვის.
Last edited by guruli on 16 იან 2006, 13:25, edited 1 time in total.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by ilia » 16 იან 2006, 13:23

დიდი მადლობა ღმერთს!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Gvalva » 16 იან 2006, 14:48

კარგით ეხლა აქაც დაყარეთ რამეები, მარტო გალერეაში კი არა :), თან ერთი ორი სიტყვაც მოაყოლეთ :)

მე ცოტა ვერ მცალია :oops:

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by David » 16 იან 2006, 15:02

მოკლედ ძაან მაგარი იყა...სრული პასუხისმგებლაბით მინდა გითხრათ, რომ ლაშქრობის კულმინაციური მამენტი იყო ლერების მიერ შემწვარი მწვადები. :D :D :D ექსპერტის აზრი თუ გაინტერესებთ ეს იყო გასტრანამიულ სიამავნებაზე რაღაც უფრო მეტი :D :D :D

ხალხო, სურათები ძაან ცატა და ყველას გთხავთ ფასტაზე გამამიგზავნეთ აკ?

წინაწარ გიხდით მადლაბას გულისხმიერებისათვის :D
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by LOKI » 16 იან 2006, 15:28

მდააა...
მაგარი დრო გიტარებიათ:)
თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ასეც იქნებოდა
მეტი სურათები დადეთ გეთაყვა..

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
დავათი - გასვლა თოვლში ბედობას

Post by Eh_Dato » 16 იან 2006, 15:55

დიდი მადლობა ყველას...
განსაკუთრებული ხოტბა - ადმინ-ს...
თეთრი შურით მშურს როცა ასეთი რამეების გაკეთების ხალისი და უნარი გაქვს.
მე - მუდმივად თანადგომის სურვილით...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]