კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2008, 00:33

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრი წყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-პანტიანი-წვერის ეკლესია

3. ხანგრძლივობა:
ერთი არასრული დღე

4. სირთულე:
ზემარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წყნეთი 15 კმ, სამადლო 8 კმ, პანტიანი 4 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისის რკინიგზის სადგურიდან წვერის წმინდა გიორგის ეკლესიამდე 30 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
სოფელ პანტიანის საავტომობილო გზიდან ეკლესიამდე 2,5 კმ

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, 700 მეტრით ადრე ასევე პატარა ეკლესია, ასევე ხედები მდინარითა და დასერილი ფერდობებით

9. საბანაკე ადგილები:
2ვე ეკლესიასთანაა ტყით ნახევრად დაცული ადგილები

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წვერის წმინდა გიორგის ეკლესიამდე 50 მეტრში, ოღონდ, მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ დაბლობში თუ ჩახვალთ და დაახლოებით 100 მეტრს გაივლით, ნახავთ ჯერ კიდევ მე19 საუკუნეში აღმოჩენილ წყაროს.

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერია საჭირო. სასურველია ქარიანი ამინდებისთვის შესაფერისად ჩაცმა.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სადგურის მძღოლები, სოფელი წყნეთისა და პანტიანის მოსახლეობა

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
ბეთანია 5 კმში მდინარის რამდენჯერმე გადაკვეთით ან მთავარ გზაზე დაბრუნებით, რომელიც 2 კმით უფრო მეტი, მაგრამ მარტივი გეზია

14. რუქა:
კოორდინატები და თანამგზავრული რუკა ამ ბმულზე იხილეთ
http://www.maplandia.com/georgia/georgi ... es/tsveri/

და კიდევ შენიშვნის სახით:
მიმდებარე ტერიტორიები მოქეიფეებისგან ისეა დანაგვიანებული, რომ თუ ვინმეს ბუნებისა თუ სამშობლოს სიყვარულით გული უძგერს, ნაგვის ჩასაყრელი ტომრები და პარკები თან უნდა იქონიოს.
და თუკი ვინმე კიდევ ავა წვერზე, თან წაიღოს საქეიფო ადგილებში გასაკრავი ფურცლები წარწერით
"ნაგავი არ დაყაროთ. ისევე, როგორც არ ყრით თქვენს სახლებში ქეიფის შემდეგ"
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2008, 01:05

14ნი გავედით, რომელთა შორის პოპინსიკოს პატარა გეგაც იყო
Image

Image

Image

შუა დღით გვალვა, გოგონა და მისის რობინსონი შემოგვი1დნენ.
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2008, 01:10

და ყველამ მოვილოცეთ წვერის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე19 საუკუნეში აშენდა და 2დე წლის წინათ აღდგა

Image

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2008, 01:12

და კარიც შევუღეთ გაზაფხულს...

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 მარ 2008, 01:14

Image

ფოტოსერიის გაგრძელება იქნება და მოგვიანებითვე შემოგთავაზებთ წვერის ეკლესიასთან დაკავშირებულ 2დე საინტერესო ამბავს.
აქვე, მადლობა თამუსიას ამ გეზის შემოთავაზებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by lama » 17 მარ 2008, 10:28

GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან მაგარი ადგიულებია

და რეპორტაჟიც ძალიან მომწონს :)

მე კი სამწუხაროდს ვერ წამოვედი თქვენთან ერთად :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by ZVIOSULI » 17 მარ 2008, 10:38

მაგრა გაასწორა

დიდ მადლობა ქალქ თბილისის დირექტორს თასკანა რა შუაშია და თამუსიას, მას თვით ადმინმაც კი "Yოჩაღო' უთხრა (ჩემტვის ეგეთი არსდროს უტქვამს....)

ხო და კიდევ თოვლი წამოვიდა 15 წუთიტ და მერე მეტექსსმეტე წუტზე მზე გამოვიდა და არყის, კონიაკის და მერე კიდევ სხვა კონიაკის მერე და ანატომიური სადრეგრძელოების მერე.... იტოგში - გაააააააააააასწორა!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Naia » 17 მარ 2008, 10:38

GAMARJOBA SAKARTVELO
რა კარგად აღწერე ჩვენი გასვლა :)

ახლა ფოტოებს ვიწერ და ცოტა ხანში ალბათ დავიწყებ დადებას.

ჰო, მართლა, მეც ვუერთდები გოგას და გთხოვთ, რომ ერთად მოვუაროთ ჩვენს სამშობლოს. ასეთ ადგილებში იქნებ მართლა გავაკრათ აბრა წარწერით 'აქ ნაგავს ნუ დაყრით'. საშინელ დღეში იყო იქაურობა, გული დაეწვებოდა კაცს... მაგრამ ჩვენმა ყოჩაღმა კარაველებმა ისე იშრომეს, რომ ბოლოს ვეძებდით ნაგავს:)
Last edited by Naia on 17 მარ 2008, 16:02, edited 1 time in total.

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by TuTa » 17 მარ 2008, 11:11

სიხარულებო, კარგებო შეგიგრძვნიათ მარტი მთელი თავისი ძალითა და სიგიჟეებით.

გუშინ მთა მყვარებიამ დაუზარებლად და ჩვეული დეტალურობით მომიყვა თქვენი გაზაფხულის დახვედრის ამბები, მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველოდები რეპორტაჟის გაგრძელებას :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Naia » 17 მარ 2008, 11:21

მოკლედ, გავაგრძელებ თხრობას. 09.30-ზე სადგურის ტერიტორიაზე შევიკრიბეთ 15 ადამიანი (აქედან 2 პლიუსი იყო). გასაცილებლად მოვიდა ლამა, რომელსაც ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ მაინც ვერ დავიყოლიეთ წამოსვლაზე. ავკრიბეთ სამგზავრო და სამწვადე თანხა, ვიყიდეთ სურსათი და დიდი გაჭირვებით ჩავსხედით მარშუტკაში, რომელიც სანახევროდ იყო მგზავრებით სავსე.

წამსვლელთა სია:

1. თამუსია
2. მთა მყვარებია
3. ლოკოკინა
4. მონადირე
5-6. პოპინს & გეგა
7. ჭუნა
8. გამარჯობა საქართველო
9. ილია
10. ზვიო
11. ზვიოს პლიუსი ირაკლი
12. ლიკაკო
13. მიკა
14. ლიკაკოს პლიუსი ნინო
15. ნაია

მოგვიანებით, უკვე წვერის ეკლესიის მონახულების შემდეგ გოგონას მანქანით შემოგვიერთდნენ: გოგონა, გვალვა და მისის რობინსონი
Last edited by Naia on 17 მარ 2008, 11:40, edited 1 time in total.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by shatilis asuli » 17 მარ 2008, 11:27

მიხარია, მიხარია გაზაფხული! რა ყვავილებია, რა ფოტოები?
Just Do It!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Naia » 17 მარ 2008, 11:30

ძალიან ადვილი მარშრუტი იყო. დაღლა ვერც კი მოვასწარით, რომ უკვე მივადექით პატარა სალოცავს, საიდანაც წვერამდე 20 წუთის გზა იყო.

ამინდს რაც შეეხება, ნამდვილი მარტის ამინდი იყო: ხან მზე გვაცხუნებდა, ხან ქარი ამოვარდებოდა, ხან საწვიმრად იღრუბლებოდა და ბოლოს წამობარდნა კიდეც.

გზად ძალიან ლამაზი ხედები იყო. მდელოები გადავარდისფერებული იყო ყოჩივარდებით. გოგოებმა (განსაკუთრებით ჭუნამ და მე) თავი გავიგიჟეთ და ლამაზი თაიგულები გავაკეთეთ. გოგონებს არც გამარჯობა საქართველო ჩამოგვრჩა: გზადაგზა ყვავილებს კრეფდა და მერე გოგონებს ჩუქნიდა :)

ჭუნას თაიგული ლაშქრობის დასაწყისში:

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Naia » 17 მარ 2008, 11:38

ხედები გზიდან

Image

Image

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Mrs. Robinson » 17 მარ 2008, 11:39

მშვენიერია! :D
მადლობა ყველას! :D

ხო და კიდევ.............. ეს შესანიშნავი "საზამთრო" მარშრუტია.
იმედი გაგვახსენდება............... :wink:

Naia
დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა რომ 13-ე იყო მიკა! :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარი გავუღეთ გაზაფხულს წვერში

Post by Naia » 17 მარ 2008, 11:39

Mrs. Robinson wrote:მშვენიერია! :D
მადლობა ყველას! :D

ხო და კიდევ.............. ეს შესანიშნავი "საზამთრო" მარშრუტია.
იმედი გაგვახსენდება............... :wink:

Naia

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა რომ 13-ე იყო მიკა! :lol:
ვაიი, როგორ გამომრჩა :( :oops:

ახლავე გავასწორებ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]