კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 11 მარ 2008, 11:28

გზაზე ნისლი ამიცურდა,
ვით ნიავი დანაბერი.
ველად მხოლოდ ია მსურდა,
ია, მეტი არაფერი.

ვეძებე და ძლივს ვიპოვე
ბუჩქის ძირას ანაფეთქი.
ჩუმად მკითხა: გინდივარო?
მე შემრცხვა და... არა-მეთქი.

ვ. კოტეტიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 მარ 2008, 12:52

გული დაიქანცა,
ესმა ხმა, ვითარცა
ხმაი შენი,
ვალნ...
მწადს მოლხენა, არცა!
ვარდი განიძარცვა,
სული...
მგლოვიარე
არნ!

ანა :(
Last edited by namcecuna on 11 მარ 2008, 14:47, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 11 მარ 2008, 14:34

ფეხი დამადგით
გულზე დამადგით
ფეხი ყოველმან...
წყალობა ჰყავით.
საქართვერლოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე დავით
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით
ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები?!
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს რაი გადარდებს?
გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
თუ ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდითგან ოდით
თუ ცოდვილი ხარ მაშინ მეფეო რაღა ჰქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდით სულის სიმშვიდით ვერსით მპყრობელმან
ფეხი დამადგით გულზე დამადგით ფეხი ყოველმან

ანა კალანდაძე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by pataputina » 11 მარ 2008, 14:47

თქვენ ყველანი მართლა არსებობთ?




:roll:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 მარ 2008, 14:50

* * *

ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!


ანა :(
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 მარ 2008, 15:10

ფოთლები... ფოთლები...

ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...

მიყვარს ძალიან...
ანა... :cry:
წამო, ზღაპარში ...
Image


User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 11 მარ 2008, 15:20

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

ანა კალანდაძე , 1945 წელი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 11 მარ 2008, 15:26

ლეონტი

ძალიან მიყვარს ეს ლექსი ...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 11 მარ 2008, 15:39

ლეონტი
ანა კალანდაძე , 1945 წელი
წუხელ გარდაცვლილა ანა... :cry: :cry: :cry: მაპატიეთ, აქ თუ ოფტიპიკია, მაგრამ რაკი ლექსებია და რაკი აქ მაგის პოეზიასაც რამდენჯერმე შევეხეთ, იმიტომ დავპოსტე. უბრალოდ, ძალიან მეწყინა და სადღაც მინდოდა დამეპოსტა, ეს ადგილი კი ყველაზე შესაფერისად მივიჩნიე.

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by SHORENA » 11 მარ 2008, 16:17

ბოშა ქალი

,,და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!...
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...”

პოეტესა - ანა კალანდაძე :(

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 12 მარ 2008, 11:02

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ანა კალანდაძე
1946
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by SHORENA » 12 მარ 2008, 11:52

ანა კალანდაძის ეს კეკლუცი ”თუთა”-ც მიყვარს:

,,ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტის ფერი...
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა,
რა ჩურჩული! დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.”
Last edited by SHORENA on 13 მარ 2008, 18:53, edited 1 time in total.

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by SHORENA » 12 მარ 2008, 12:10

**********
,, თამამი ფუნჯით, ფერით მინდა დრო-ჟამს შევება,
და რა მკვდარია საღებავი შენთან ყოველი!
როგორ გადმოვცე შროშნის, ვარდის ფერიცხოველი?
როგორ ავსახო საკადრისად შენი მშვენება?”

/რაფაელ სანტოსი/


(ერთიც გაზაფხულზე და გავიქეცი :wink: )

,,როს ამათრთოლებს ცახცახი კვირტის,
და შუქს მოვსტაცებ ატმების ხანძარს,
იმ ჯადოსნური ფერებით ვიწვი, -
და გაზაფხული სხვაგვარად არ მწამს!
კორდები ღიმილს შემომაგებებს,
ნიავი ჰკოცნის წაბლისფერ ნაწნავს...
მე ცისარტყელას ლარებზე ვმღერი, -
უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს!
დავხუჭავ თვალებს, იების კონებს
უხვად შევაყრი ამ მიწას, ამ ცას...
ერთს დავიწვები, ერთს - გაზაფხულზე, -
მე გაზაფხული სხვაგვარად არ მწამს!”

/თ. ვაშაყმაძე /

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 12 მარ 2008, 12:23

* * *

შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს
და მშვიდთა ცათა ამოენთება
ვარსკვლავი კიდეთ,
დაუბრუნდებათ თავისი ფერი
დიდებულ ნაძვებს
და კვლავ სიჩუმე მოიცავს ყოველს,
ვითარცა ტაძრებს...
განძად გპოვებდი: მექმნები შიშად
და არა ლხენად...
თუ ჩაქრე, მეცა მივდრკები ქრობად,
ფოთოლთა ცვენად...
თუ არა - მუდამ დამიბრუნდება
ჩემივე რწმენა,
მზე დიდებული -
ვით ლამაზ მინდვრებს...
შენ მე ყოველთვის
მომცემ წყნარ სადგურს
სულთ დასამკვიდრებს.


ანა :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]