ფშავი : მათურხევი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ფშავი : მათურხევი

Post by Wanderer » 28 ივლ 2004, 15:23

ახლა მოგიყვებით ფშავში ჩატარებული ლაშქრობის შესახებ, რომელმაც 7 დღე გასტანა და ამ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ფორუმიდან ლაშქრობაში მონაწილეობდა 3 ადამიანი: Gvalva, koza-nostra და მე, ანუ ფორუმის ყველაზე აქტიური წევრები(თავს არ ვიქებ: ფაქტი სახეზეა). სწორედ ამ 2 ადამიანის დამსახურებაა(და კიდევ ალბათ უპირველეს ყოვლისა tio74-ის, რომელიც იქ არ ყოფილა და რომელთანაც მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაკავშირებს :) ), რომ მე ამ ლაშქრობაში აღმოვჩნდი.

ლაშქრობა დაიწყო შაბათს, 17 ივლისს. დიდუბის ავტოსადგურიდან გავყევით შუაფხოს ავტობუსს. ავტობუსი თავის თავზე მეტად წააგავდა ქარსალის ქილას("შპროტის ბანკა") ან აფრიკიდან მომავალ მონებით დატვირთულ გემს :D :D . მოკლედ ასე წვალებით(გზაში ავტობუსმაც შეძლო გაფუჭება, რაც სრულიად ბუნებრივი რეაქცია იყო მისი მხრიდან :) ) ჩავგრიხინდით შუაფხოში. ისეთები ვიყავით, როგორც მიქსერში ათქვეფილი კრემი :D ამის შემდეგ ავიკიდეთ ჩვენი ვუუუზარმაზარი ზურჩანთები+კარვები+საჭმელი(n რაოდენობით) და კიდევ ათასი ხარახურა(ქვაბები, ტაშტები და ასე შემდეგ) და ჰერი, ჰერი მათურხევისაკენ(ხევი, რომელიც ფშავის არაგვს უერთდება). მათურხევამდე მივედით და შესასვლელშივე დავბანაკდით.

ლაშქრობის გეგმა იყო ასეთი: მათურხევის ბოლომდე ასვლა და იქიდან ხახაბოს(თუ სახელი არ მეშლება) უღელტეხილით ხევსურეთში გადასვლა და შემდეგ ბარისახოდან ავტობუსით თბილისში დაბრუნება, თან გზადაგზა ხატებისა და სხვა საინტერესო ადგილების მონახულება. სამწუხაროდ, წვიმებმა, რომლებმაც დაგვალპეს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ლაშქრობის ძირითადი მარშრუტის გავლის საშუალება არ მოგვცეს. :cry: ხევსურეთში გადასვლა ვერ მოვახერხეთ :cry: თუმცა მეორე დღე-სვე მოვინახულეთ ერთ-ერთი ხატი(თუ სწორად მახსოვს გოგოლაურების) და იქიდან მე, გვალვამ და კიდევ ორმა ადამიანმა მოვინდომეთ "მოკლეზე" დაბრუნება და გაუვალ ადგილებში ბოდიალი და იმდენი ვიბოდილეთ, რომ საღამოსთვის ძლივს მოვახერხეთ ბანაკში დაბრუნება. კინაღამ ხევსურეთში არ გადავედით :D და ეს იყო საოცარი მოგზაურობა, საოცარ მთებში და საოცარ ადგილებში. მარტო იქაური პატარა მარწყვის მდელო ღირდა ერთ რამედ(რომელიც სულ შევჭამეთ მოშიებულებმა :D )

1-2 დღის შემდეგ გვალვა დაბრუნდა თბილისში, აგრეთვე 3 სხვა ადამიანიც. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენც ავშალეთ ბანაკი და ავუყევით მათურხევს. მათურხევის ბოლოს, მთაზე ასვლის დროს წვიმა წამოვიდა და საშინლად გაგვაწამა. თან არც მთა იყო პატარა. ღამის გათევა მოგვიწია მეცხვარეების ბინაში მთის წვერზე, სადაც საკმაოდ ციოდა, მაგრამ იყო საოცარად ლამაზი ადგილი, რომელიც მალმალე იცვლიდა იერსახეს. მეორე დღეს მე და კიდევ 1-2 ადამიანი მომხრე ვიყავით გზის გაგრძელების და უღელტეხილზე გადასვლის, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ლაშქრობის მეთაურმა შეუძლებლად მიიჩნია უღელტეხილის გადალახვა და ხმის უმრავლესობით გადაწყდა, რომ დავბრუნებულიყავით.

ამის შემდეგ, დავუყევით მათურხევს უკან და დავბანაკდით თავდაპირველი ბანაკის ადგილას, (წვიმამაც არ დააყოვნა) სადაც დავრჩით 2 დღე და ველოდებოდით გამოდარებას(ვფიქრობდით მარშრუტის შეცვლასაც), მაგრამ ამინდის რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, ამიტომ პარასკევს(როგორც იქნა გამოიდარა :lol: ) ავიკარით გუდანაბადი და ჩავედით ორწყალზე(ფშავისა და ხევსურეთის გზისგასაყარი), საიდანაც გამოვყევით ბარისახოს ავტობუსს. დაღლილები და ძალიან, ძალიან ბედნიერები. :)


P.S. გადავიღეთ ძალიან კარგი სურათები, რომლებიც ალბათ სექტემბრამდე არ იქნება.

P.P.S. ეს ჩემი მონაყოლი ფაქტიურად არაფრის მთქმელია ! ამას ახლა ვხვდები, როცა მკითხველის პოზიციიდან შევხედე მას ! ეს ყველაფერი რომ განიცადო და სიამოვნება მიიღო იქ უნდა იყო. ამ დისტანციიდან ამ ყველაფრის გაგება შეუძლებელია. მაგრამ ჩემს მონათხრობს მაინც დავტოვებ, იმ იმედით, რომ ვიღაცას რაღაც პატარას მაინც შესძენს და ჩვენსავით მოანდომებს მთებში ხეტიალს . :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

iwlita
ასფალტზე მოარული
Posts: 10
Joined: 24 აგვ 2004, 14:14
ფშავი : მათურხევი

Post by iwlita » 24 აგვ 2004, 14:44

მართლაც დაუვიწყარი იყო ის დღეები.განსაკუთრებით მომენატრა ჭინჭრის სუპი და სილიანი ჩაი.ხომ არ წავსულიყავით?

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
ფშავი : მათურხევი

Post by Giorgi » 24 აგვ 2004, 15:31

საინტერესოა 17 ივლისს , დილას ბარისახოს ავტობუსს მე და ჩემი მეგობრები გავყევით და ჩვენ ხევსურეთში მივდიოდით. იქაც იგივე აზელილი სიტუაცია იყო. მაგრამ თგვენგან განსხვავებით ჩვენ გავიარეთ " როშკის" გადასახვევი, "გუდანი", "ხახმატი" ავედით "დათვისჯვრის" უღელტეხილზე და იქიდან დავეშვით ხევსურეთში. გავიარეთ "ლებაის კარი" ,"კისტანი" მერე რაღაც პატარა დასახლება და ჩავედით "შატილში" ...ნუ იქ მაგარი დრო ვატარეთ , ერთ ბიჭს ძმად შევეფიცე და "ფიცვერცხლი" ვჭამე იქაურ ლუდში ჩათლილი. მერე გავიარეთ "ანატორი" , " მუცო" და "არდოტი" დავესწარით ათენგენობას და იქური სალოცავები მოვილოცეთ და მოვიმწყალობეთ და ორწყალთან დავბანკდით. მაგრამ სამწუხაროდ ძმაკაცს ბენზინის ბოთლი აუფეთქდა( ცეცხლის დასანთებად ვიღაცამ აჩუქა მუცოში) და სასტიკად დაიწვა. მოგვიწია ისევ უკან შატილში დაბრუნება და მერე იქიდან თბილიში გამომგზავრება. მაგრამ ეგ საერთოდ მთელი ისტორია იყო და ათასი ხიფათი და ისტორია გადაგვხდა...ეგ კიდე ცალკე მოსაყოლი თემაა...ამდენს აქ უბრალოდ ვეღარ დავწერ.
В кончиках пальцев -- память, память о лете.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by გვალდა » 07 დეკ 2004, 15:23

ხალხნო, როცა არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა ვიყო - მოვდივარ ფშავში-ხევსურეთში-შატილში - ყველგან სადაც მთაა, ველური მთა :D

მერე იქნებ სვანეთშიც ამოხვიდეთ? :roll:

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ფშავი : მათურხევი

Post by Ivane Goliadze » 14 აპრ 2005, 18:45

ისე დავაგვიანე?
ეს ფშავიდან ჩამოვიტანე :D

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by Druides » 19 აპრ 2005, 13:26

ეს რა მაგარი სტრიპტიზია ლას ვეგასშიც კი ვერ ნახავ ამისთანას!!!!!!!!!!!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ფშავი : მათურხევი

Post by kotetbeli » 19 აპრ 2005, 14:30

ნეტა ვისი გადაღებულია :D ჰაჰა...Roger Watersმაგარი ხარ ძმაო,ეგ იდეა რომ მომაწოდე და ფოტოაპარატიც ზუსტად რომ მესროლე,თორემ სანამ კაცი ზურგჩანთას და ა.შ. გახსნიდა ეგ სუბიექტი უკვე შარვალ-კოსტუმში იქნებოდა... :lol: :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by lama » 27 აპრ 2005, 13:06

Roger Waters
ვაუუუუუუუუ ეს ვინ არის თუ ღმერთი გწამთ :lol: :lol: :lol: ძაან მაგარი პაპარაცული პოტოა ეს რა ვნახე ჩვენს ფორუმზე :shock: :lol: :shock: ყოჩაღ როჯერ ვატერს ეს ძაან მაგარი ფოტოა და ის კაციც ძაან მაგარია ჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :P :P :P :P :P :P :P :P :D :D :D :D :D :D :D :D მოვკვდი სიცილით ერთი ეგ კაცი გამაცანი თუ ღმერთი გწამს ძაან გთხოვ

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ფშავი : მათურხევი

Post by pauna » 27 აპრ 2005, 13:11

ისე ძალიან საინტერესო ფოტოა.... მე არავტქვი პარალონი რა საჭიროა თქოოო თურმე გამოსაცვლელი ყოპილა...... ისე kotetbelo... შენი არ იყოს ამ ჭაბუკს შარვალკოსტუმში სიამოვნებიტ ვნახავდი....... lama მეც მინდა მაგ კაცის გაცნობა ვისი გადაღებულია თუ იცი........... :) :lol: :?: ...... WATERS-მა გადაიღოო :?: :?: :?: :?: :?: :?: :?: :?: :?: რაცარუნდა იყოს შედევრია.................... :)
ImageImage

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by Druides » 27 აპრ 2005, 13:16

ეს კაცი მემგონი ფშაველია და ჩვენს ზმანებს იზომავდა!

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ფშავი : მათურხევი

Post by pauna » 27 აპრ 2005, 14:24

koza-nostra
აჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ მაგარი მაცინე.......შენ გაიხარეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ImageImage

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by lama » 27 აპრ 2005, 14:27

კი მეგობრებო ეს ნამდვილად ასეა მაგრამ ვის საცვლებს იზომავს ეგ დალოცვილი ეგა ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by Druides » 27 აპრ 2005, 14:40

რა ვიცი ნიფხავის თხოვება აღარ გამიგია?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ფშავი : მათურხევი

Post by lama » 27 აპრ 2005, 14:45

koza-nostra

როგორ არ გაგიგია ჩემო მეგობარო არ იცი რო მანდ სადაც ეს ამბავი ხდებოდა ზუსტად მანდ ყველაფერი მოსულა მანდ ბიჭო ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა და ეს არის გასაკვირი ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ :lol: :lol: :lol: :P :P :P :P :P

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
ფშავი : მათურხევი

Post by Ivane Goliadze » 27 აპრ 2005, 18:53

lama
ბიჭო მე გითხარი რამე ახალი ანუ სხვა დიდი პოეტების ლექსები ისწავლეთქო, განა ის გითხარი თანამედროვე ისწავლემეთქი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]