კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 26 თებ 2008, 19:47

ვით წყარო გაზაფხულისა

ამქვეყნად გამოუთქმელი
სიყვარულია რამდენი _
შორიდან ფიქრით ნათქვამი
და წმინდა, როგორც სანთელი.

ვით წყარო გაზაფხულისა,
თავისთვის, ჩუმად ნადენი _
ამქვეყნად გამოუთქმელი
სიყვარულია რამდენი...

ვაჟა ხორნაული
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 27 თებ 2008, 17:18

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.

კონსტანტინე გამსახურდია
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 27 თებ 2008, 21:00

...
ისრით დაკაწრული, სიზმრად გადასული
ციხე ბილიკებით გდია გათასმული,
აი, ზღუდეები ქონგურგაქურდული,
ჩიტთა ბუდეებით ქვებში ჩაჩურთული.
ზემოთ ჩრდილებია, მსგავსი ოფოფების,
შებოჭილებია ხავსით, ობობებით.
ჭერი შეკორძილა ხავსით, ღამურებით,
კედლებს ექორწილა გაუდაბურება.
კიბე აკიბული, ჟამით ათიბული,
ცაში გაკიდული ცხრა კლდე, ცხრაკლიტული.
შიგნით გალავნები თაღებჭაღებური,
წიგნის ტალანები ფანჯრებდაღებული.

II

ჩქარობს, მოქათქათებს რუხი წიაღიდან -
წყარო მოქოთქოთებს კრუხის წიაქითა.
ტინებს ეკონება, მიედუდუნება,
გულზე მეკონება მისი რუდუნება.

III

...წყალში აისარკა ბრძოლის სურათები:
აჰა, მეციხოვნეთ ვუმზერ სულანთებით.
ისმის გოდების ხმა, ყივილს გადართული,
მტვრევა გოდლებისა... ცხენთა თქარათქური...
და დგას ციხისთავი სახეგახევებით,
კვამლი ჰკიდია თუ ჩოხის ნახევები?
ცვივა ფალავნები და ქვის პერანგებად
ციხეს გალავნები ტანზე ეგრაგნება...
ბღავის ფარეხივით ციხე ჩამეხილი...
ჯაჭვი გაღეჭილი... რკინა გახეხილი...
ხმალი თუ ხერხია, ფარი საცერია,
რაც გადახდენიათ, ზედვე აწერიათ...
შუა გადამტყდარა ხმალი, ჩალმის მტერი,
მაგრამ არ წამხდარა დროშა ჩალისფერი!..

IV

ჩემო წინაპარო, ჰაუ, რა გიქნია,
საუკუნეები შუბზე აგიგია!

ციხე, ანძა, ხატი, საფლავები ღია
მხარზე გაგიდევს და ზღაპრად წაგიღია...

მიწავ ძველისძველო, შეგთხოვ, მაპატიო,
თუ ვერ შეგეშველე იმ საშინელ დროში,
თუ ვერ მოვკვდი შენი ჩალისფერი დროშით.

მშობლებს ვმსახურებდეთ - ჩვენი ადათია
და მე შენთვის მინდა, რაც კი მაბადია,

ჩემო ვენახეთო, შენს გზებს ვეცისკროვნე!
მე ვარ შენი სულის ერთი მეციხოვნე;

მე შენ დაგიმადლე ნიჭი მწყალობელი
და მე დავიბადე შენი მგალობელი.


შ. ნიშნიანიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 27 თებ 2008, 21:25

ნინი_85 - ზვიად გამსახურდიას ის ლექსი, რაც შენ დაგიდია ერთ-ერთ წინა გვერდზე - "შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია", ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 თებ 2008, 15:36

...ჩემი ნაპირი
წვიმისა და შენი ხელისგულების ნაპირია,
საიდანაც უფრო შორს და
უფრო უცხო ჩანს
სხვების მიწები და ნაპირები.
შენ იცი,როგორ უნდა დამაბრუნო
სხვისი მიწებიდან შენთან!..

"ბაბუაწვერა"
:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 თებ 2008, 15:37

არაყი მაგარი ჯობია,
ძაღლი კი თეოზე მყევაფარი,
ვაჟკაცი ლაღი და გულდინჯი,
როს გაუჭირდება, მჭეხარი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 თებ 2008, 15:39

ცდილობ ტანჯვით სიამაყე წამართვა,
შენთანა ვარ, გულითა და ოცნებით,
ხევსური ვარ, მუხლებს როგორ მოგიყრი,
ხევსური ვარ, როგორ დაგემონები.

ხალხურებია ორივე მგონი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 28 თებ 2008, 15:42

მამამ მოგწერე ნამცეცავ,
პატარა ბარათაია.
მე ქვენისაკენ მივდივარ,
აღმართი ჩავათაია.
თვალებს რომ შემომანათებ,
ვიფიქრებ: წაღმართაია.
საყდართ გორ ამომირბოლე
შენოდენ აღმართაია.
ჩემო პატარა გოგონა,
ჩემო პატარა თაია!


მურღვა
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 29 თებ 2008, 16:11

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა

ვ. კოტეტიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 29 თებ 2008, 16:28

meore monadire wrote:მამამ მოგწერე ნამცეცავ,
პატარა ბარათაია.
მე ქვენისაკენ მივდივარ,
აღმართი ჩავათაია.
თვალებს რომ შემომანათებ,
ვიფიქრებ: წაღმართაია.
საყდართ გორ ამომირბოლე
შენოდენ აღმართაია.
ჩემო პატარა გოგონა,
ჩემო პატარა თაია!


მურღვა
ვახ, რა კარგი იყო :)
(მივითვისე :D )
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 29 თებ 2008, 21:03

ცისკრის ყვავილი კბილით მიჭირავს,
მზე ამტკივდა თუ მხოლოდ გულია!-
ო,სიძულვილის არა ვიცი რა,
რაც ვიცი,ალბათ სიყვარულია.

ამ მიწის გარდა მიწა არ მინდა,
არ მოვიწყურებ სულაც სხვა წყაროს,
არ ვიცი,რაა თავის გაყიდვა,
მე თავგანწირვა უნდა გასწავლო.

ფრთებივით გაშლილ ფიქრის შტოებით
გზადაგზა მშვიდად გიშლი მზის ჩეროს,
მოზვრებთან თამაშს ნუ ელოდები,
ხარებთან ბრძოლა უნდა გიჩვენო!

მჯერა გავუძლებთ წლებს,ვით წამებას,
რაა,მოგვიხდეს უღლად წანწალი,
ჩემგან ღალატი არ ისწავლება,
ერთგულებას კი მუდამ გასწავლი!

ნეკნს თუ მიჟანგავს ეჭვი ისრებით,
ჭრილობას მირჩენს რწმენის ღიღილო,
ჩემს ჯვარზე გაკვრას თუ ეღირსები,
მკვდრეთით აღმდგარიც უნდა მიხილო!

და თუ ოდესმე დავუშვებ ფარდას,
თუ ფრთებს სიმშვიდის ძელზე შემოვდებ,-
ნუ დაიჯერებ ჩემს სიკვდილს,რადგან
შენ უკვდავების უნდა გჯეროდეს!

მორის ფოცხიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 29 თებ 2008, 23:09

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:23, edited 1 time in total.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 01 მარ 2008, 21:33

ვიდრე მოვა იასამანი
და დილის ნიავს შემოჰყვება მახარობელი,
მტრედისფერ ნისლებს
ნაწვიმარზე ადიდებულ ბალახების
სურნელი ასდის...
ჯერ ნექტარს ასმევს თბილი ქარი
აჟრჟუნებულ, ტანშიშველ ტყეებს,
მერმე შეჰბედავს მიფერებას, მისაყვარლებას...
დის ტკბილი ბანგი გაზაფხულისა,
მათრობელა, უხინჯო და
გულუბრყვილო მოლოდინით გაჯერებული...

იზა ორჯონიკიძე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 02 მარ 2008, 22:30

საწუთრო წყვდიადს მიეცემოდა,
დარდს რომ ცეცხლივით კვამლი სდიოდეს, -
ქვეყნად ვერ ნახავ კაცს, ჭკუა ჰქონდეს
და გულში რამე რომ არ ტკიოდეს.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 03 მარ 2008, 11:11

tama wrote:საწუთრო წყვდიადს მიეცემოდა,
დარდს რომ ცეცხლივით კვამლი სდიოდეს, -
ქვეყნად ვერ ნახავ კაცს, ჭკუა ჰქონდეს
და გულში რამე რომ არ ტკიოდეს.
რა კარგია :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]