


დიდი ხანია ესეთი რაღაცის გაკეთება მინდა მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებდი და ეხლა გადავწყვიტე რომ უნდა ცადოს ადამიანმა, ხოოოოოოოდა მეც გადავწყვიტე ვცადო და ორგანიზება გავუკეთო ამ ყველაფერს. ბევრი რაღაც უკვე მოფიქრებული მაქვს მაგრამ თქვენი დახმარება მაინც კარგი იქნებოდა

მოკლედ მინდა ჩავატაროთ აქცია/გაყიდვა და შემოსული თანხით ბავშვთა სახლს ან რომელიმე გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ, შეიძლება რამოდენიმე ოჯახსაც კი, ეს მოსაფიქრებელია.....
დანარჩენს რაც შეეხება:
დასაწყისში (ანუ გასაყიდი რაღაცეების მომზადებისას) დაგვჭირდება გარკვეული თანხა. ამისთვის შესაძლებელია სესხის გამოთანა ბანკიდან რომელსაც შემდეგ შემოსული თანხით დავფარავთ. ამის გაკეთება მე შემიძლია არ იქნება პრობლემა. ვფიქრობ ესე 500 ლარი უნდა გვეყოს

ვგეგმავ რომ გაიყიდოს შემდეგი რაღაცეები:
1. მყავს ფოტოგრაფი მეგობრები და მათი ფოტოების გაყიდვა შეიძლება, იმედია კარაველი ფოტოგრაფებიც დაგვეხმარებიან



2. დავბეჭდოთ მაისურები კარავის ლოგოთი
3. შეიძლება გასაღების საკიდების გაკეთებაც (კარავის წარწერით) ფოტოს მოგვიანებით დავდებ
4. კოლეჯს რომელიც დავამთავრე აქვს ქალთა კლუბი სადაც მასწავლებლების ცოლები ხელსაქმით არიან დაკავებული. ყოველ ცელს კი ფონდ სოკოსთან ერთად (სანდრა რულოვსის ფონდი) ერთად მართავენ გამოვეფა/გაყიდვას. მეც მიმიღია მონაწილეობა და საკმაოდ დიდი თანხა შემოსულა. მათ დაველაპარაკე და დაგვეხმარებიან, ხელნაკეთ ნივთებს მოგვაწვდიან.
5. რაღაცეების გაკეთება მეც შემიძლია, მთა მყვარებიასაც კიდევ ალბათ სხვებსაც და ჩვენი გაკეთებული რაღაცეების გაყიდვაც შეიძლება (თუ თანახმა იქნებით რა თქმა უნდა)
6. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კვების დახლი






7 მყავს მუსიკოსი მეგობრები რომლებიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაუკრავენ აქციის განმავლობაში და ასე ვთქვათ "იმათხოვრებენ"





8. ასევე ერთი ჩემი მეგობარი

9 შეიძლება წიგნის სახლებთან ან გამომცემლობებთან დაკავშირება რომ წიგნები შეღავათაინ ფასებში მოგვაწოდონ და ჩვენ ზედნადები ფასით
11. კიდევ შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება. მაგალითად: სახეზე დახათვა, გამოცანების გამოცნობა, თმების გაკეთება

ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, გარდა იმისა თუ რა გაიყიდება კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელი, მაგალითად: სად გავაკეთოთ ესეთი აქცია, მაგიდები და საჭირო ნივთები საიდან მოვიტანოთ, და ბევრი სხვა. მოკლედ ბევრი საორგანიზატორო საქმეა გასაკეთებელი, იმედია იდეა მოგეწონებათ და დახმარებაზეც არ იტყვით უარს

სავარაუდოდ აპრილის ბოლოს რომ გავაკეთოთ მემგონი კარგი იქნება, ნუ თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს



რავიცი აბა, მემგონი კარგი იქნება
