კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
საყოველთაო პატიება
მაპატიე, რომ წვიმს,
მაპატიე, რომ სიმს
ვეღარ გიტოკებ გულის
მაპატიე, რომ მტკივა,
შენ რომ ცრემლები გდის
მაპატიე, რომ წვიმს.
პაატა შამუგია
მაპატიე, რომ წვიმს,
მაპატიე, რომ სიმს
ვეღარ გიტოკებ გულის
მაპატიე, რომ მტკივა,
შენ რომ ცრემლები გდის
მაპატიე, რომ წვიმს.
პაატა შამუგია
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:20, edited 1 time in total.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
...
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბლებს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით,
როცა ირმები დაფეთდებიან
მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს,
როცა მზე მინდვრის კალთებს დაუცვლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყავს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზეს ხარდნები,-
შევხედავ ზეცას ნატვრის თვალებით,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა.
გავდიადდები,
გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
დავდგები ცერზე როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
.......
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბლებს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით,
როცა ირმები დაფეთდებიან
მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს,
როცა მზე მინდვრის კალთებს დაუცვლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყავს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზეს ხარდნები,-
შევხედავ ზეცას ნატვრის თვალებით,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა.
გავდიადდები,
გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.
დავდგები ცერზე როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
.......
- shatilis asuli
- იეტი
- Posts: 1059
- Joined: 01 აგვ 2007, 15:53
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
legenda
პირდაპირ გაზაფხულმა შემომანათა შენი ლექსიდან! ვისია?
პირდაპირ გაზაფხულმა შემომანათა შენი ლექსიდან! ვისია?
Just Do It!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
shatilis asuli
გაზაფხული მალე შენს გულშიც შემოანათებს
სამწუხაროდ არ ვიცი ვისი ლექსია....ბავშვობაში შემიყვარდა
გაზაფხული მალე შენს გულშიც შემოანათებს

სამწუხაროდ არ ვიცი ვისი ლექსია....ბავშვობაში შემიყვარდა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
(სონეტი XVIII)
სულაც არ მინდა შეგადარო მაისის ვარდებს,
ხანმოკლე ზაფხულს სულაც არ ჰგავს შენი მშვენება,
შენს სილამაზეს მათზე მეტი წყალობა გასდევს,
რადგან არასდროს უწერია გადაშენება.
შენ არც მზეს ჰგავხარ, ტატნობზე რომ ზოგჯერ ბრწყინდება,
ზოგჯერ კი ღრუბლით რომ ინისლავს თავის მზეობას;
თვისი სიკეთე ბუნებასაც ზოგჯერ სწყინდება
და მისცემია შეუცნობელ მონაცვლეობას.
შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით,
ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს,
სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით,
როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.
და სანამ ქვეყნად იარსებებს გული და თვალი,
შენ სულ იცოცხლებ, რადგან ლექსში დატოვე კვალი.
უილიამ შექსპირი
თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი
სულაც არ მინდა შეგადარო მაისის ვარდებს,
ხანმოკლე ზაფხულს სულაც არ ჰგავს შენი მშვენება,
შენს სილამაზეს მათზე მეტი წყალობა გასდევს,
რადგან არასდროს უწერია გადაშენება.
შენ არც მზეს ჰგავხარ, ტატნობზე რომ ზოგჯერ ბრწყინდება,
ზოგჯერ კი ღრუბლით რომ ინისლავს თავის მზეობას;
თვისი სიკეთე ბუნებასაც ზოგჯერ სწყინდება
და მისცემია შეუცნობელ მონაცვლეობას.
შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით,
ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს,
სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით,
როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.
და სანამ ქვეყნად იარსებებს გული და თვალი,
შენ სულ იცოცხლებ, რადგან ლექსში დატოვე კვალი.
უილიამ შექსპირი
თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ჯანსუღ ჩარკვიანისshatilis asuli wrote:legenda
პირდაპირ გაზაფხულმა შემომანათა შენი ლექსიდან! ვისია?
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნათქვამი ნათქვამად დამიჩნდა ...
სული გამიიიარა...
ღირსმყოფდი და ღირსმყავი ...
ჩემი სიყვები მევე მითხარი ...
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალიო და ...
გაფრინდი ამ გულში ჩამოწვა ბურუსი,
გაფრინდი ამ გულში დაღამდა დაბინდდა,
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალი,
გაფრინდი ეს გული მთლიანად წამართვი.
რომ მკითხონ სიბერის მიზეზი რა არის,
მე ვიტყვი რომ გულით სულ არსად იარეს,
ჩემი და ოცნების გულები გაიყო,
გაფრინდა ეს გული მთლიანად წაიღო
სული გამიიიარა...
ღირსმყოფდი და ღირსმყავი ...
ჩემი სიყვები მევე მითხარი ...
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალიო და ...
გაფრინდი ამ გულში ჩამოწვა ბურუსი,
გაფრინდი ამ გულში დაღამდა დაბინდდა,
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალი,
გაფრინდი ეს გული მთლიანად წამართვი.
რომ მკითხონ სიბერის მიზეზი რა არის,
მე ვიტყვი რომ გულით სულ არსად იარეს,
ჩემი და ოცნების გულები გაიყო,
გაფრინდა ეს გული მთლიანად წაიღო
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
meore monadire wrote:
ჩემი და ოცნების გულები გაიყო,
მაგრობაა...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ლეჩხუმური შემოდგომის სურათები
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის,
ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
რომ ხელში იგდოს თურაშაული.
ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
მზეც ძველებურად არ იკბინება
და უელვარებთ სავსე ტაროებს
ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
ორღობეებში ურმების ჭრიალს.
ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
აღუღუნდება გიტარის სიმი...
დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს
და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
ნარიყალა და მორები ფიჭვის,
ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
უზარმაზარი საწნახლის ქშენა
ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა..
გათეთრებულა პატარა სხვენი,
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
და სარეკელას მადლიან ენით
წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს..
ლადო ასათიანი
..რა მშვენიერია,არა,ხალხნო?
გამათბო ამ ლექსმა...
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის,
ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
რომ ხელში იგდოს თურაშაული.
ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
მზეც ძველებურად არ იკბინება
და უელვარებთ სავსე ტაროებს
ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
ორღობეებში ურმების ჭრიალს.
ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
აღუღუნდება გიტარის სიმი...
დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს
და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
ნარიყალა და მორები ფიჭვის,
ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
უზარმაზარი საწნახლის ქშენა
ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა..
გათეთრებულა პატარა სხვენი,
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
და სარეკელას მადლიან ენით
წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს..
ლადო ასათიანი
..რა მშვენიერია,არა,ხალხნო?
გამათბო ამ ლექსმა...
Goin down to the river
Gonna take my ol rockin chair
And if the blues dont leave me
Ill rock away from there..
Gonna take my ol rockin chair
And if the blues dont leave me
Ill rock away from there..
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მაკოცე ძლიერ...
მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე,
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.
ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო დობილო, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!
შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.
მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.
თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.
რათა ბურუსში ციხფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის Fფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: “შენი ვარ მარად!”
და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო დობილო,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!
სერგეი ესენინი
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე,
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.
ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო დობილო, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!
შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.
მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.
თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.
რათა ბურუსში ციხფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის Fფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: “შენი ვარ მარად!”
და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო დობილო,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!
სერგეი ესენინი
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გაზაფხულამდე იცის დღეები...
გაზაფხულამდე იცის დღეები,
როცა სქელ თოვლქვეშ
ისვენებს მიწა,
მხიარულობენ ხმელი ხეები,
თბილი ნიავი მკვრივდება იმწამს
სხეულს სიმსუბუქე თვისი აოცებს
გიჭირს საკუთარი სახლის ცნობა
და სიმღერით, რომლითაც
უკვე გაბეზრდი,
ახალივით აკვნესებს გრძნობა.
ანა ახმატოვა
თარგმანი რუსულიდან - ეკა ჯიქია
გაზაფხულამდე იცის დღეები,
როცა სქელ თოვლქვეშ
ისვენებს მიწა,
მხიარულობენ ხმელი ხეები,
თბილი ნიავი მკვრივდება იმწამს
სხეულს სიმსუბუქე თვისი აოცებს
გიჭირს საკუთარი სახლის ცნობა
და სიმღერით, რომლითაც
უკვე გაბეზრდი,
ახალივით აკვნესებს გრძნობა.
ანა ახმატოვა
თარგმანი რუსულიდან - ეკა ჯიქია
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მეზობლის გოგომ შეაგვიანა:
ვეღარ იპოვა
ამწყდარი ღილი...
გაზაფხულია...
წუხელ ნიავმაც
ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.
აწ ორთავენი ერთად ივლიან
სიყვარულია ასეთი ტკბილი:
კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს,
კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.
ლაშა გახარია
ვეღარ იპოვა
ამწყდარი ღილი...
გაზაფხულია...
წუხელ ნიავმაც
ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.
აწ ორთავენი ერთად ივლიან
სიყვარულია ასეთი ტკბილი:
კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს,
კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.
ლაშა გახარია
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
დამოკლდა დღეები
ღმერთმანი, ღამეებიც
დამოკლდა, დღეებით, თვეებით, ღმერთმანებით,
თავისით, სავსებით ასეთი რამეებით,
გავა ეს ზამთარიც და როცა ერთმანეთი
აღარ გვეყვარება - მაისი, ნოემბერი -
დაორთქლილ მინაზე დახატულ შედევრებად
და შენი ლამაზი გაქრობის მომენტები
მაინც ისეთია, წამები გებევრება
და რაც სიმძიმე გაქვს, სულ უნდა მომანებო,
ჰოებად, მინდებად, არებად, ვეღარებად,
დარჩება ფოთლები, შანდლები, რომანებიც,
სადაც ერთმანეთი ჩვენ ისევ გვეყვარება.
რ. გეთიაშვილი

ღმერთმანი, ღამეებიც
დამოკლდა, დღეებით, თვეებით, ღმერთმანებით,
თავისით, სავსებით ასეთი რამეებით,
გავა ეს ზამთარიც და როცა ერთმანეთი
აღარ გვეყვარება - მაისი, ნოემბერი -
დაორთქლილ მინაზე დახატულ შედევრებად
და შენი ლამაზი გაქრობის მომენტები
მაინც ისეთია, წამები გებევრება
და რაც სიმძიმე გაქვს, სულ უნდა მომანებო,
ჰოებად, მინდებად, არებად, ვეღარებად,
დარჩება ფოთლები, შანდლები, რომანებიც,
სადაც ერთმანეთი ჩვენ ისევ გვეყვარება.
რ. გეთიაშვილი

წამო, ზღაპარში ...


კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლის ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
გიორგი ზანგური
პოეტთა ორდენი -"სამკაული"
მოგავხარ ნისლით ტანაშლის ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.
გიორგი ზანგური
პოეტთა ორდენი -"სამკაული"
მეაც გავთუშდ მეაც!