mika
1-2. არა ამას მივხვდი რა ტქმა უნდა რომ მთლად ის არ პოულობს ვინც მალავს

უბრალოდ ყველაფერს რამდენიმე ადამიანი მალავს და მოკლედ მათთვის უინტერესოა. ამის თქმა მინდოდა, უბრალოდ მეტი დამოუკიდებელი ჯგუფი უნდა შეიქმნას
3.ეხლა კი რაც შეეხება იდეას ძალიან მიხარია რომ ხარვეზების აღმოფხვრაში დამეხმარები იმიტომ რომ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებ და კარგი იქნება თუ თანამოაზრეებს ვიპოვი მე მგონი ეს შესაფერისი ადგილია ასეთი ხალხის საპოვნელად
ესეც ასე თითები გავატკაცუნეთ და დავიწყეთ მუშაობა
ა)რუკას ადგენს თითოეული ჟგუფის წევრი მოკლედ მაგალითად 5 სამალავი აქვს ჯგუფს ესეიგი წარმოადგენს 5 რუკას. ხელით შედგენილი აუცილებლად. მეტი ხალისისთვის შეიძლება გახუნებულ ქაგალდზე ან ტყავზე ნუ მოკლედ იდეებს რა დალევს... თვითონ პრინციპს რაც შეეხება ყველა რუკას ჭირდება საწყისი წერტილი ანუ კოორდინატთა სათავე ეს აუცილებელია მაგალითად სოფლის ცენტრი ან საგზაო ნიშანი ან ბოძი მოკლედ რასაც კი ფანტაზია გაქაჩავს

ამის მერე ისევ ფანტაზიას ვრთავთ და დავუშვათ ასე ვაგრძელებთ სამასი ნაბიჯი სამხრეთ აღმოსავლეთით იქ შეიძლება რაიმე ნიშანი იყოს ან გამოცანა ცოტა მეტი აზარტისთვის ნუ მოკლედ არ გინახიათ ფილმები მეკობრეებზე ეს ხომ თამაშია ასე რომ ფანტაზია ჩავრთოთ. გამოცანები მემგონი ყველაზე საინტერესო იქნება რაგაც ნიშნები შეიძლება დავტოვოთ ოღონდ ეხლა მაინცდამაინც ჩონჩხს ნუ მოიპარავთ ბიოლოგიის კაბინეტიდან
მემგონი მარტივია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ცოტა ხატვის ნიჭი ფანტაზია მოხერხებულობა და ხალისი მეტი არაფერი. ხო რაც მთავარია რაიმე მუხანათობას რომ არ ქონდეს ადგილი დარწმუნებული ვარ არ ექნება მაგრამ მაინც წესები მოითხოვს (მომავალი წესები

) ამიტომ ამ შეჯიბრის ორგანიზატორებიდან ერთერთი ან არ ვიცი ნებისმიერი სხვა ნეიტრალური კომპეტენტური ადამიანი მიყვება ჯგუფს და ამოწმებს რუკებს ამოწმებს რამდენად განვლადია უსაფრთხო და ა.შ. პლუს ამას საუკეთესო რუკის ავტორ ჯგუფს დამატებითი ქულები დაეწერება ხოო ვწერ და თანდათან ვხვდები რომ მემგონი სერიოზული "პროექტის

" აწყობა შეიძლება რუკას შეაფასებს თითოეული ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი და ნუ კიდევ რამდენიმე "ნეიტრალური ადამიანი შემდგომში NA

ნუ ეს ჯერ მონახაზებია გზადაგზა მომდის იდეები კიდევ დაიხვეწება. ხო სულ დამავიწყდა აქ GPS და მაღალი ტექნოლოგიები იყო ნახსენები ყოველგვარი ასეთი "ფინთიკლუშკების" გარეშე ისე როგორც რეალურად არის როცა ერთი სველი ყუთი ასანთი გაქვს გატეხილი ნაჯახი და კიდევ წვიმს

ვარსკვლავები მზე და ბუნება ეს არის ჩვენი GPS

ამიტომ ვხატავთ ხელით რუკას
ბ) რაც შეეხება ორგანიზებას თქვენგან მიკვირს ასეთი სიტყვები ცოტა რთულია ცხადია რთული უნდა იყოს მაგრამ არც კარავში ცხოვრებაა ადვილი ასე რომ მე არ დავნებდები და ცოტა ტვინს თუ დავატან (არ ვიცი სად ვნახავ ტვინს მარა ვეცდები) სპონსორების მოძებნაც შეიძლება. ხო მეცენატის შვილი არ ვარ არ იფიქროთ (არც მათ წინააგმდეგ მაქვს რამე მაგრამ მაინც ) უბრალოდ ცოტა ჩალიჩის შემდეგ მემგონი შეიძლება ასე მგონია და თუ ვერ ვიპოვით სპონსორებს ჩვენი სპონსორები ჩვენვე ვიქნებით მაგის დედაც ვატირე 8 ლარით ნახევარი საქართველო მოგვივლია
გ) შენ გამოტოვებული გაქვს და მეც გამოვტოვებ
დ) ცხადია უსაქმური არავინაა მათ შორის მეც

. მაგრამ ნუ ბევრის თუ არა ერთი კვირის გამონახვა ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია. უბრალოდ წინასწარ უნდა იყოს საქმის კურსში რაც შეეხება კეშის ძებნას და სადგაც ხეტიალს ეს ის არის რისთვისაც აქ შეიკრიბა ეს ხალხი ასე რომ ამას არ ვთვლი პრობლემად მე პირადად
ე) კიდევ ვიმეორებ ძნელი არაფერია რუკების შედგენაში. მთავარია მონდომება და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მოხეტიალე ამას შეძლებს. რუკა კი რა თქმა უნდა სუბიექტური უნდა იყოს

ზედ არ არის სავალდებულო ყველა ბორცვის დატანა და ფერადი ფანქრებით გაფერადება უბრალოდ მინიშნებები, გამოცანები ნიშნები ... და ა. შ მოკლედ მემგონი ეს პუნქტები ჯერ ჯერობით სირტულეს არ წარმოადგენს მთავარია საქმე ავაგოროთ
მოკლედ ველოდები გამოხმაურებას და იდეის ატაცებას ან ატაცებას ტუ არა კრიტიკას მაინც
