Confluences...

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Berlioz
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 27 აპრ 2005, 15:12
Confluences...

Post by Berlioz » 06 სექ 2005, 16:37

ბატონებო

ფრიად ენერგიულები და ინტენსიურად მობოდიალეები აღმოჩნდით კეშების რაოდენობით თუ იმსჯელებ :) (ჩემგან განსხვავებით :oops: )
ამიტომ,
ბოდიალთან და GPS-თან დაკავშირებულ კიდევ ერთ გასართობს წავაწყდი იმდღეს და გაგიზიარებთ:

რამოდენიმე წლის წინ ერთ–ერთ ბოდიალას თავში მოუვიდა აზრი მოენახულებინა უახლოესი გრძედისა და განედის გადაკვეთის წერტილი (იგულისხმება მთელი მნიშვნელობა – მაგ: 43°00.00"N 72°00.00"W). თავისთავად ასეთ წერტილში არაფერიც არ ხდება (თუმცა ვინ იცის – იქნებ ხდება კიდეც :) )მაგრამ ასეთი ადგილის "აღმოჩენის" და მისი შესაბამისი ინსტრუქციით დაფიქსირების პერსპექტივამ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მოხიბლა – "პირველაღმომჩენის" სტატუსი – თუნდაც ფსევდო, ბევრზე გამახალისებლად მოქმედებს და მოედვნენ ქვეყანას კალიებივით :)..

თავისთავად უმარტივესი რამაა –
1) GPS-ით შესაბამისი წერტილის მიგნება
2) ამ წერტილიდან ოთხ მხარეს სურათის გადაღება (ერთერთში GPS-ის ნულციფრებიანი ეკრანის დაფიქსირება)
3) "აღმოჩენის" მოკლე ისტორია
4) თანდართული სხვა სურათები წერტილის მახლობელი ეთნო/კულტურული ღისრსშესანიშნობების აღწერებით

საქართველოში ასეთი წერტილი 10 მოიძებნება (გადაკვეთის წერტილები, რომლებიც განლაგებულია ხმელეთზე ან/და რომლიდანაც მოჩანს ხმელეთის ზოლი მაინც).
გორთან ახლოს ერთერთი უკვე "აღმოუჩენია" ვინმე Leslie Gornall და აქაურ სექტანტებს (ნუ ეს სექტანტები ვინ არიან ვერ გეტყვით, პირველად გავიგე იმ გვერდიდან – Bahai Faith Community). მე პირადად სექტანტებს არ ვერჩი არანაირად, თუმცა მათთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს და ამ "აღმოჩენაში" მათი მონაწილეობის საქვეყნოდ გამოფენამაც არ აღმაფრთოვანა მაინცდამაინც, რავი ვიღაცეებმა შეიძლება იფიქრონ რომ ჩვენი ძირითადი რელიგია რაღაც ბაჰაიზმია :roll: ან რამე მაგდაგვარი – შიგდაშიგ შერეული სტალინის სახლმუზეუმის სურათებით :).

თუმცა აგერ აღმოსაჩენია კიდევ 9 წერტილი
Image
რთულებიც და არც ისე – მაგალითად აგერ ნიკა ბატონი ხშირად თევზაობს სიონის წყალსაცავზე და იქ შუა ტბაშია მოქცეული ერთერთი წერტილი... ორი – აფხაზეთში, სვანეთში.. გურია–იმერეთი არც ისე რთული..

ეს "აღმოჩენები" ხალისიანი ადამიანების გამოისობით სხვადასხვა ფორმით ხდება ხოლმე ეფექტების გასაძლიერებლად – აგერ ერთ გერმანელს ბოლო 111 მეტრი ნორვეგიის ყინულიან წყალში ცურვით გადაულახავს, ვიღაცეებმა დღის განმავლობაში 1200 კმ–ის გავლა 10 წერტილის "აღმოჩენა" მოახერხეს – რეკორდი დაამყარეს, ვიღაცამ ჯერჯერობით ყველაზე მაღლა განლაგებული წერტილი "აღმოაჩინა" ტიბეტში და ა.შ.

თავისთავად მოგზაურობას გარკვეულ აზარტს მატებს, და შემდეგ ვებ გვერდის დათვალიერებისას უამრავ საინტერესო და ლამაზ ფოტოს ნახავთ – ბუნების, ადამიანების...
ვთქვათ – პერუელი ბავშვები
Image
და შემდეგ ინდოელი პაპა–შვილიშვილი
Image

თითქოს მოგზაურობ შენც მათთან ერთად..

http://www.confluence.org/index.php

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Confluences...

Post by Nika » 06 სექ 2005, 16:59

ვაა მაგარია. სიონზე რო ეგეთი წერტილია კაი ხანია ვიცი. მაგრა უშლის ეგ სიონის ერთიანი რუკის შექმნას. ახლა გადავხედავ დანარჩენი სადაა. ისე სიონზე ნავის შოვნა და მაგ წერტილში გასვლა არ უნდა იყოს პრობლემა.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Confluences...

Post by Nika » 06 სექ 2005, 17:07

ხო იმერეთში ეს წერტილი ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ყოფილა. თუმცა არც ისე მიუვალი ადგილია. გორთან რო წერტილია მანდ მგონი ლამის ყველას გაგვივლია 1 კილომეტრით ახლოს. რკინიგზა გადის. მაგარი უინტერესოა. გული არ მწყდება მაგაზე.
ტაკ შემდეგია კიდე კახეთში ახალსოფლიდან ფეხით გზა მიდის. არცი ისე შორია ეგეც დალაშქვრადია მგონი. ხო აგერ კიდე ერთი მაგ განედზე შუაგულ გურიაშია. ეგ ვანიჩკებს მივანდოთ. თუმცა დიდად არაა საინტერესო. ხო აფხაზეთის წერტილებს ჯერ ტავი გავანებოთ. ბოლო წერტილი მაღლა სვანეთშია.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
Confluences...

Post by Gvalva » 06 სექ 2005, 17:50

Berlioz

რა სიტყვას წერ ხოლმე google-ში ასეთ რამეებს რომ პოულობ???

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Confluences...

Post by Nika » 27 აპრ 2006, 23:53

ვაა ახლა ვნახე და ვიღაც სამხრეთაფრიკელს მოუძებნია მეორე წერტილის :(. შევრცხვით მგონი. მოკლედ ნავი გვინდა ახლა რომ სიონის წერტილი მაინც დავაფიქსიროთ ქართველებმა.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
Confluences...

Post by mika » 04 მაი 2006, 20:28

ვაა ეხლა ვნახეე რა კარგი რაგაცაა მოპიქრებული,,,

მაგარი ხარ ბერლიოზ
medical student

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Confluences...

Post by Nika » 27 მაი 2008, 09:59

გუშინ სიონის წერტილი ავიღეთ 42 და 45–ის გადაკვეთაზე. სამწუხაროდ ახლა ვნახე და ეგ წერტილი ჩვენამდე სხვას აუღია უკვე მარა მაინც მაგარი მუღამი იყო. 4 კმ ნავით ვიცურეთ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Confluences...

Post by Nika » 27 მაი 2008, 11:06

Image

Image
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]