კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
ე.ი. 6 აგვისტოს, ოთხშაბათს კარაველი ”უსაქმურები” წავედით ჭილის ტბაზე.
ვიყავით ხუთნი: მირანდა, ლინდა, ნუსა, კაკულია (ქლიმბერი) და მე.
თავიდან აზრადაც არ გვქონია კეშის დამალვა, მაგრამ ნუსას წამოღებული მიწის თხილის კონტეინერი რომ დავინახეთ, მაშინვე გაგვინათდა გონება .
მოვიქექეთ ჯიბე-ჩანთები და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინეთ .
ნუ, რადგან კონტეინერი გვქონდა და კეშის დადებაც ძალიან გვინდოდა, აღარ მივაქციეთ ყურადღება ჩვენს ჯიბეგამოფხეკილობას და რაც გვქონდა, ის ჩავდეთ (აი დავდებ სურათებს და ნახავთ ).
ტექსტის წერა მირანდამ ითავა
აი კეშის შემადგენლობა
(ამ ტექსტზე თვალებს ნუ დაითხრით, დავდებ დიდ ვარიანტსაც )
ტექსტი
დაწერა ჩალაგებას რომ მოვრჩით, დასადები ადგილის ძებნა დავიწყეთ.
ფართო არჩევანი არ გვქონდა სამწუხაროდ, სულ ხეები იყო გარშემო და ტბაზე ერთი ტივი.
მე და ქლიმბერს ტივზე გვინდოდა დადება, მაგრამ გოგონებმა გააპროტესტეს.
ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ და კინაღამ დავკარგეთ კეში .
ტივის იატაკში შევდე და გაჭედვა რომ დავაპირე, გამისხლტა... შიგნით შემივარდა .
გავწიეთ ტივი, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ალბათ შიგნით სადღაც იყო გაჩერებული.
ვუტრიალეთ, ვეწვალეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით.
გოგონებისთვის თვალში ჩახედვა გვრცხვენოდა .
საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. ქლიმბერმა დაინახა სადაც იყო და გამოვიღე .
მეორე ვარიანტი ხე იყო, სადაც ტივის სამოძრაო ტროსი იყო დაბმული.
ავძვერი ზედ და კარგი შესატენი ადგილები მოვნახე.
თუმცა კაი დიდი დიამეტრის იყო ჩვენი კონტეინერი და ყოველი შეტენვის მცდელობაზე, დამპალი ქერქი ატყდებოდა.
ამ წვალება წვალებაში, სულ შემომეფრცქვნა ეს ქერქი და კიდევ ერთხელ დამასხა ჭირის ოფლმა ...
დავიწყე ჯოხით გამოთხრა (დამპალი იყო ხე და როგორღაც ვახერხებდი).
დამესიენ ადგილობრივი ჭიანჭველები და კაარგად დამკბინეს.
როგორღაც გამოვთხარე იმდენი, რომ ჩვენი კონტეინერი ნახევრად მაინც შეტენილიყო და გაჩერებულიყო.
პრობლემა გახდა მიჩქმალვაც.
ჩამოტეხილი ქერქები ძლივს მივაფარე
აი ახლოდან ჩვენი დამალული კეში როგორ გამოიყურება
შორიდან არ ჩანს... თუ კარგად არ დააკვირდი, ვერ მიხვდები, მანდ რომ რამეა დამალული
მოკლედ ეგაა, რა...
არ ვიცი კიდევ რა დავწერო... შეიძლება უკვე ბევრი მომივიდა და კეშის სტანდარტული გამოქვეყნების წესიც დავარღვიე .
აბა თქვენ იცით .

2 იანვარს ზღარბი დამებედა
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
მაგ დროს მე, კახა ხიმშიაშვილს, თინათინს, ელისოს და ლუკას
BEQA GE-ს "HONDA სივიკი"
ე.წ. "ბუქსირით"
ანუ მისაბმელიდ მოგვყავდა ხაიშიდან ზუგდიდისკენ
70 კილომეტრს 3 საათ ნახევარი მოვანდომეთ
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
werilshi moxseniebuli var, magram keshis damalvis processhi me ik ar viyavi, adre wamovedi imitom rom mechkareboda. ase rom shemidzlia povna
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
რა ქენით, ლინ.. იპოვეთ კეში???Linda wrote:werilshi moxseniebuli var, magram keshis damalvis processhi me ik ar viyavi, adre wamovedi imitom rom mechkareboda. ase rom shemidzlia povna
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
MIRANDA
keshi ukve sxvas konda napovni axali werili iyo da axali nivtebi, mogvianebit davdeb fotoebs. raxan saweri kalami aravis gvkonda, chven werili ar dagviweria, magram chavamatet axali nivti da sxvagan davmalet keshi, imitom rom im xeshi sheudzlebeli iyo

Last edited by Linda on 06 ოქტ 2008, 22:55, edited 1 time in total.
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
გამიხარდა მპოვნელი წესის დაცვით რომ მოეკიდა ამ ამბავს...
ზოგან საერთოდ ქრება დატოვებული კეში, მაგალითად თმოგვზე
თამაში გრძელდება!
ლინდა, აბა ველოდებით შენს მინიშნებებს... გურული და მისის რობინსონი აპირებენ თუ არ ვცდები ასვლას, იქნებ მიაგნონ
ზოგან საერთოდ ქრება დატოვებული კეში, მაგალითად თმოგვზე
თამაში გრძელდება!
ლინდა, აბა ველოდებით შენს მინიშნებებს... გურული და მისის რობინსონი აპირებენ თუ არ ვცდები ასვლას, იქნებ მიაგნონ
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
ეს ნაპოვნი კეში და წერილი რომელიც ჩვენამდე სხვებს უპოვიათ
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
კეშის ახალი სამალავი
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
ზევიდან ფოთლები დავაყარეთ
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
ადიხარ ჭილის ტბაზე, გაუყვები ტბას მარჯვნივ და დაახლოებით რომ მიაღწევ ტბის შუა ნაწილს არის გადაჭრილი ხე, (იქ ბევრი გადაჭრილი ხეა და წყალთან რომელიც ყველაზე ახლოსაა იქ უნდა ეძებოთ) კეში დევს შიგნით და თავზე ფოთლები აყრია
P.S უკეთესად მე ვერ ავხსენი, და ვერც ფოტო გადავიღეთ უკეთესად რომ გამოგვეჩინა
P.S უკეთესად მე ვერ ავხსენი, და ვერც ფოტო გადავიღეთ უკეთესად რომ გამოგვეჩინა
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
Linda
მემგონი საკმარისი მინიშნებებია...
ვინც ეძებს, ის პოულობს
მემგონი საკმარისი მინიშნებებია...
ვინც ეძებს, ის პოულობს
კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08
აქ რომ ჩამოვეხეტე, ჭილის ტბისკენ გამიწია გულმა...
(მანდ წასვლის ერთი მცდელობა მოულოდნელ თოვლში დასველება-გაყინვით დამთავრდა, მეორე - დაკარგვით)
გადაწყვეტილი მქონდა, რომ გამომესწორებინა მანდ ჯერ არ ნამყოფობა; ჰოდა მოვხიკე საჭირო ნივთები, მრჩევლებად რუკა და კომპასი გავიყოლე და გზას დავადექი.
დაწვრილებით არ მოვყვები, რა ძლიერ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დატოვა იქაურობამ და განსაკუთრებით - ტბამ.
აი, ჩემი სახლი... : )
ბინდბუნდში, როცა შეშის მოსაგროვებელ მორიგ რეიდს ვაწარმოებდი, სრულიად შემთხვევით ერთ ამოღრუტნულ კუნძში საინტერესო კოლოფი შევნიშნე...
სწორედ ეს კეში აღმოჩნდა, ერთხელ უკვე ნანახი ვიღაც უცხოების მიერ (გრამატიკის სიღრმეებს რომ ვერა, ვერ წვდებოდნენ სათანადოდ).
ნაპოვნმა ლარიანმა და ხურდებმა ძალიან გამახარა (თორემ ფეხით მიწევდა დიღმამდე სიარული), სიგარეტის ღერმა - გამაბრაზა და შესაბამისადაც მოვექეცი - ჯერ ზედ შევდექი, მერე ბოლს მოვერიდე და ცეცხლში ჩავუძახე.
კეშის სხვა შიგთავსისთვის ხელი არ მიხლია, ჩემი მხრივ კი რუკა დავამატე (რომელსაც, სხვათაშორის, ვუმადლოდი ჩემს იქ ყოფნას), ნახშირით ზედ მცირე წარწერით (კალამი არ მქონდა...).
კეში ლურჯ პარკში გავახვიე და ისევ იგივე ადგილას დავაბრუნე.
მერე რა მოხდა, თქვენთვის საინტერესო აღარაა (რომც იყოს, ფხიზელს მეტის მოყოლის გამბედაობა არ მეყოფა).
კეში კი ალბათ ისევ იქ ელოდება მორიგ მპოვნელს, ჩემს თავს გადახდენილ ამბებთან კავშირი არ ჰქონია.