გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005
Posted: 10 ივლ 2005, 09:47
კეში გაკეთდა ჯავახეთის მოგზაურობიდ დროს.
მასთან ერთად გაკეთებულია კიდევ 2 კეში ვანის ქვაბები და ფია
ჩავთვალეთ რომ ხერთვისს და ვარძიას ყველა ისედაც მიაგნებს, უმჯობესი იქნებოდა საინტერესო და ნაკლებ ცნობილი ადგილები დაგვეკეშა
ბორჯომი-ახალციხის მონაკვეთზე, ბორჯომიდან მიმავალი, მარცხნივ არის მაჩვენებელი "ჭობისხევი", გადაუხვევთ თუ არა შლაგბაუმია. გრუნტიანი გზა ტყეში შედის, გადასახვევიდან სამიოდე კილომეტრში მარჯვნივ მთის ფერდაზე შეამჩნევთ "ამოჭრილ" ოთახს, მსხვილი ქვებით ნაშენი კედლების ნაშთით. აქედან აყოლებული მთის ფერდა მოფენილია მეექვსე -მეშვიდე საუკუნის ნასოფლარით, პატარა სახლები ნაგებია ვეება ქვებით, რომლებიც "ურასტვოროდ" არის ერთმანეთზე დალაგებული. სახლის წინ ეზოები ასეთივე ღობეებით ყოფილა შემოფარგლული. შემორჩენილ ოთახებში არის ფსევდოგვირგვინული გადახურვა, შუაცეცხლისთვის დარჩენილი საკვამურით.
კეშის ადგილმდებარეობა: ნასოფლარში ერთ ადგილას ალბათ ეკლესია იყო, ხატებია დალაგებული და სანთლის კვალიც შეიმჩნევა. ეკლესიის მეზობლად მარჯვნივ არის კარგად შემორჩენილი სახლი, რადგან მას კარის თავზე "ძელად" ერთი მთლიანი დიდი ქვა უდევს. პირველი დიდი ოთახიდან არის დაბალი და გრძელი, 1.5მეტრამდე შესაძრომი პატარა კელიაში, სადაც ადამიანი მხოლოდ ჩაცუცქული გაჩერდება. ამ კელიაში, შემოსაძრომის თავზე არის გამოთხრილი ნიშა, ნიშაში კიდევ მარჯვნივ არის ქვე-ნიშა, სადაც შენახულია კეში და ქვა აქვს მიფარებული.
კეშის შიგთავსი ჩიქაზე პატარა, თავდახურული კონტეინერი, პაწია ფანქარი, ფურცელი, სანთებელა. თუ გსურთ რამე ჩადოთ კეშში, გაითვალისწინეთ რომ ნივთი პატარა უნდა იყოს.
GPS კოორდინატები
N 41 47.721
E 43 17.728
კეშის ადგილი იპოვა buina-მ.
სურათები გადაღებულია ilias აპარატით
გოგიჩაანთ ღელეში მეგზურობა გაგვიწია კახამ.
კოორდინატები მოგვაწოდა ნიკამ. (კოორდინატები სავარაუდოა რადგან ნიკა თავის GPS-ით მანქანასთან დარჩა)