ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ
Posted: 06 ივლ 2005, 08:53
სანამ საზაფხულო არდადაგების გამო დაგემშვიდობებით ვირტუალური კეშის მოძებნას შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ჩემთვის უსაყვარლეს და ულამაზეს ადგილას - კახეთში, ნეკრესის მონასტერში.
ნეკრესის მონასტერი მთის ფერდობზეა გრემსა და ყვარელს შორის. მონასტრამდე დაახლოებით 2-3 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ. ორხიდიანი მანქნითაც კი ახვალთ, მაგრამ ის მუღამი ნამდვილად არ იქნება.
ნეკრესის მონასტერში რამდენიმე ტაძარია, სატრაპეზო და ეპისკოპოსის სასახლის ნაშთები. ითვლება, რომ ერთ-ერთი ტაძარი, ყველზე პატარა მონასტერში, აგებული უნდა იყოს მეოთხე საუკუნეში, ანუ უასდრესია შემორჩენილ ტაძართა შორის. როგორც არქიტექტურის ისტრიკოსს, ძალზე მეეჭვება, რომ ეს შეხედულება სწორი იყოს (თუ რატომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს). ასეა თუ ისეა, ტაძრები ზოგადად საკმაოდ ადრეულია.
ახლა კეში - ნეკრესის ერთ-ერთი ნაგებობის ნიშაში, ბათქაშზე ფანქრით გაკეთებულია ავტოგრაფი. იგი შესრულებულია 1911 წლის 12 აგვისტოს და ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს.
კითხვა - რომელ შენობაში და ზუსტად სადაა ეს, მგონი ჩვენთვის ძალზე ღირებული, ავტოგრაფი?
კოორდინატები არ ვიცი, მაგრამ ნეკრესის მონასტრის მიგნება, იმედია, არ გაგიჭირდებათ.
კიდევ რამდენიმე დღ თბილისში ვიქნები და თუ კითხვები გაქვთ გიპასუხებთ.
გისურვებთ წარმატებას! ისე უკეშოდაც ღირს ნეკრესის ნახვა.