გეოკეშინგის წესები
Posted: 03 ივნ 2005, 15:42
1)თამაშში მონაწილეობისთვის აუცილებელია დამალოთ თქვენი საგანძური და მოძებნოთ სხვისი.
2)სამალავის ძებნისას აუცილებელია ყურადღებით წაიკითხოთ სამალავის აღწერილობა, ჩაიწეროთ კორდინატები:
ა) სამალავიდან შესაძლებელია ნებისმიერი პრიზის აღება, რომელსაც შეცვლით თქვენს პრიზზე.
ბ) სამალავის ბლოკნოტში ჩაწერეთ, რომ თქვენ ნახეთ ეს სამალავი , ასევე მიუთითეთ, რა იპოვეთ და თქვენ რა დატოვეთ.
3)თამაშის წესები კრძალავს:
ა) სამალავების განთავსებას კერძო და დაცულ ტერიტორიებზე, ასევე სამხედრო ობიექტებზე.
ბ) სამალავების განთავსება ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში
გ) სამალავებში კანონით აკრძალული საგნების დამალვა( იარაღი, საბრძოლომასალები, ნარკოტიკები და ა.შ.), არაჯანსაღი ცხოვრების საგნები (ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმი და ა.შ), მალფუჭებადი პროდუქტები მათ შორის კვების პროდუქტები, ასევე ის საგნები რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ სამალავი, კლიმატური პირობების გამო დააზიანოს სამალავი ან გარეული ცხოველების ყურადღება მიიქციოს.
4)თამაშისას იკრძალება უცენზურო ფრაზები,მოთამაშეების შეურაცხოფა. სამალავის არასწორი კორდინატების გამოქვეყნება.
5)თამაშის პრიორიტეტები:ა) სამალავების საინტერესო და მრავალფეროვან ადგილებში განთავსება.
ბ) სამალავების განთავსება ბუნებრივად, კულტურულად, ისტორიულად და გეოგრაფიულად საინტერესო ადგილებში.
გ) აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
6)თამაშისას კარგ ტონად ითვლება:
ა) კეთილგანწყობა და ყურადღება მოთამაშეებს შორის
ბ) თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება, სამალავის შესახებ
7)თამაშისას შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ან ახალი წესების დამატება. ცვლილებები თამაშისას ხორციელდება მოთამაშეთა ინიციატივით.
სამალავის აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია ფორუმზე შესაბამის თემაში ინფორმაციის გამოქვეყნება რა იპოვეთ და თქვენ რა განათავსეთ კონტეინერში.
პატივის ცემით koza-nostra