უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ტანძია,
გადასახვევი საავტომობილე გზიდან: სოფ. ტანძია
ღირსშესანიშნავობა: შთამბეჭდავი ციხე, ულამაზესი ჩუქურთმებიანი მე-13 საუკუნის ეკლესია.
სირთულე: რთული
დამატებითი ფოტომასალა: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=143
სამალავი ორეტაპიანია: ვირტუალური და ჩვეულებრივი
ვირტუალური: რამდენი სართულია ხულუტის ციხის ზედა კოშკში?
ჩვეულებრივი:
სამალავის ადგილმდებარეობა: ეკლესიის ეზოში სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავნის მომრგვალებულ კუთხეში დგას მარტო ხე. განძი ჩაფლულია მიწაში, ხის ქვეშ.
განძის აღწერა: განძის კონტეინერი შეხვეულია ცელოფანის პარკში.
საგანძური შეიცავს: ბლოკნოტი, ფანქარი, ფანქრის სათლელი, სამარილე მარილით


გთხოვთ განძის პოვნის შემთხვევაში გააკეთეთ ჩანაწერი ბლოკნოტში და ამ თემაში.
ხულუტის ციხემდე მისასვლელად მდინარე ხრამის გადალახვაა საჭირო. ხიდი წაღებულია და წელიწადის დროის მიხედვით მდინარეში გატოპვა სხვადასხვა სირთულეს წარმოადგენს. გაზაფხულზე მდინარე საკმაოდ ძლიერია, ივლის-აგვისტოში კი შეიძლება უფრო ადვილად გასვლა. ციხესთან არის ხიდის ნარჩენები, რომელზე გადასვლა სარისკო, მაგრამ არც ისე საშიშია. ჩვენ ერთ მხარეს გავტოპეთ, მეორე მხარეს ხიდად გადადებულ რელსებზე გადმოვიარეთ. ციხეში არის საკმაოდ გრძელი საიდუმლო გვირაბი. ამ ლაშქრობისას სამჯერ ავედი ამ გვირაბით, მინდოდა კიბის საფეხურების რაოდენობა გამომეყენებინა ვირტუალურ სამალავად მარა, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე.
ხულუტის ციხიდან ფიტარეთამდე გზა არაფერი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ თავად ფიტარეთის ეკლესიის ჩუქურთმები სამუდამოდ დასამახსოვრებელია. ეკლესიის მაღალი ყელის ყველა სარკმელი სხვადასხვანაირი ჩუქურთმითაა დამუშავებული. ეკლესია მიტოვებულია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კარზე ბოქლომია, რომელიც შესაძლებელია რომ გაიღოს, რაც ალბათ იმის მაჩვენებელია რომ იქამდე მისული ადამიანის ნდობა შეიძლება.