მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ავენისის ურთხმელის, იგივე უთხოვარის (ხალხში "ანგელოზის ხესაც" უწოდებენ) შესახებ. 2004 წლამდე საქართველოში მიღებული იყო მოსაზრება, რომ ყველაზე ძველი ხე მდებარეობდა პანკისის ხეობაში, ბაწარის ნაკრძალში და ეს იყო უთხოვარი სახელად "პატრიარქი". მას შემდეგ, რაც ეს ორივე ხე მოვინახულე, საფუძვლიანი ეჭვი გამოჩნდა, რომ ავენისის ურთხმელი, თავისი სიგანის გამო, რომელიც ბევრად აღემატება პანკისისას, ბევრად ძველი უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე მეცნიერ-ბიოლოგი წავიყვანე და გაზომვების შემდეგ დამეთანხნენ, რომ ავენისის ხე მართლაც უძველესია საქართველოში და შესაძლოა ამიერკავკასიაშიც. კერძოდ, თუ პანკისის "პატრიარქი" დაახლოებით 2000 წლისაა, ეს ხე მინიმუმ 500-1000 წლით "უფროსი" უნდა იყოსო.
თავად ხის სიმაღლე მხოლოდ 10 მ-მდეა რადგან როგორც გამოვიკითხეთ 50-იოდე წლის წინ ერთ მოხუც ქალს ანთებული სანთელი დარჩენია მასზე და ხეც აბრიალებულა, შემორჩა მხოლოდ ის რაც ამჟამადაა ძირში და შემდეგ ამონაყარი გასჩენია ფაქტიურად ქერქისგან (ძლიერ "ჟივუჩი" ხეა, ამიტომაც უძლებს საუკუნეებს). შესადარებლად გთავაზობთ პანკისის ხის ფოტოსაც.
