Page 2 of 3
ლავრისხევი
Posted: 23 ოქტ 2005, 22:37
by Mrs. Robinson
Nika
გი-ლო-ცავთ!!!!!!
ნიკა შენ ხელცარიელი არ დაბრუნდებოდი, სადაა ფოტოები????? ................
ლავრისხევი
Posted: 23 ოქტ 2005, 23:37
by Gvalva
მე სამწუხაროდ არც ლავრა და არც კეში არ გადამიღია და პრინციპში მე შეიძლება არც კი ჩამეთვალოს კეშის პოვნა, რადგან დამადასტურებელი თითქმის არაფერი გამაჩნია
მარა ამ ფოტოს ალბათ იცნობთ იქ ნამყოფი ხალხი.
თავად ლავრა ძალიან განსხვავებულად მეჩვენა, რადგან ფაქტიურად რუსული ეკლესიაა. კიდევ შავ-თეთრი ფრესკები მეუცხოვა, ფოტოგრაფებთან ერთად ვიყავი და ამ ტერმინზე კარგად იხალისეს, ფოტოშოპშია გაშავთეთრებულიო
არ ვიცი ნებას დამრთავთ კეშის პატრონები თუ არა, მარა მინდა ჩემი მხრიდან ერთი ვირტუალური კეშიც დავამატო: რა ფრესკაა ლავრაში, საკურთხევლის თავზე?
ლავრისხევი
Posted: 24 ოქტ 2005, 00:47
by Nika
Mrs. Robinson
ფოტოები გადავიღე მარა იმდენია რო ვერ ვდებ ჯერ. დაბნეული ვარ ვერ გავიგე რომელი მინდა რო დავდო. ხო ტან ლავრასტან ახლოს ფოტოებს განგებ არ დავდებ. კეშიც პოვნაში არ დაეხმაროს სხვებს.
ლავრისხევი
Posted: 26 ოქტ 2005, 19:55
by Mrs. Robinson
Gvalva
ეკლესია რუსულია არაა. აბა ეს ნახე....
http://www.geotvr.ge/pirveli_arxi/zegle ... tml?id=166
შავ-თეთრი ფრესკები მინახავს ეკლესიის მოხატვის პირველ ეტაპზე, ახალ ეკლესიებში.
მანდ კი ეტყობა რუსებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს თავიანთი გაფუჭებული საქმე.....
Nika
მართალი ხარ, რომ ლავრასთან განგებ არ დებ ფოტოებს.
კეშის ადგილის სკრუპულოზურად აღწერა უინტერესოს ხდის მოძებნის პროცესს.
არა
ლავრისხევი
Posted: 27 ოქტ 2005, 13:41
by Nika
Mrs. Robinson
კი მართალი ხარ. ეს კეშიც კახას ფოტოს მიხედვით ვიპოვე. თან მქონდა და ისე ვეძებდი. ნუ პრინციპში იმიტო რო მაგრა წვიმდა მაგ დროს, თან გვალვა იქაურ კაცს ართობდა რომ ვერ დაენახა მე რას ვაკეთებდი და მეჩქარებოდა.
ლავრისხევი
Posted: 28 ოქტ 2005, 20:36
by Nika
კოორდინატები
N 41 49.067
E 44 28.553
ლავრისხევი
Posted: 31 ოქტ 2005, 14:10
by Mrs. Robinson
ლავრისხევი
Posted: 01 ნოე 2005, 14:08
by Nika
Mrs. Robinson
ნივით ლავრამდე ახვედით?????
არა თუმცა შესაძლებელი იყო. აი ჩამოსვლაზე რა მოგახსენო. ისეთი წვიმა წამოვიდა მოგვიწევდა იქ ლოდინი სანამ გაშრებოდა.
და ეს კოორდინატები ვისთვის დადე ??????????
ისევ შენ თუ გამოგადგება.........................
რავი ეგებ ვინმე GPS–იანი შემოვა ახალი აქ და გამოადგება. ბოლო ბოლო მთელი ცხოვრება მარტო მე ხო არ მექნება.
ლავრისხევი
Posted: 04 თებ 2008, 11:08
by TuTa
ვიპოვეეეეეეთთთთთ!!!!
2008 წლის 3 თებერვალს ქვაბთახევში და ლავრისხევში განხორციელებული ჯიპტურის დროს ვიპოვეთ კეში
გაგვიხარდა უზომოდ!!! (ანუ გვალვას მიერ დაწერილი კეშის პოვნის წესების პირველი პუნქტი შევასრულეთ ზედმიწევნით
)
თითქმის არაფერი არ ამოგვიღია, მხოლოდ პატარა რკო სამახსოვროდ
და სამწუხაროდ არც ახალი ჩაგვიდია რამე, ჩემი წინასწარ გამზადებული კეში-სააწალწლო წრუწუნა, მანქანაში დამრჩა
გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწეერები ბლოკნოტში და ისევ უკან დავმალეთ
სიამოვნება იყო უსაზღვრო, გისურვებთ წარმატებებს მომავალ მაძიებლებს!!!
ვიყავით ძალიან ბევრნი ამიტომ სახელებს აღარ ჩამოვწერ
ადგილი საკმაოდ სწრაფად მოძებნა არჩილმა, თვითონ კეში კი პირველმა დაინახა დრუიდის მწვანე თვალებმა
ლავრისხევი
Posted: 04 თებ 2008, 11:12
by lama
TuTa
გილოცავთ გაიხარეთ კიდევ მრავალი კეში გ(ვ)ეპოვნოს
ლავრისხევი
Posted: 04 თებ 2008, 11:19
by TuTa
lama
მადლობა დიდი
ჩემი კარავზე გაწევრიანების დღიდან ვოცნებობდი ამაზე
რატომ არ წამოხვედი?
გვალვას ვირტუალური კეშის ამბავი ბოლომდე ვერ გავარკვიე, ლაშქრობის თემაში ფოტოებს რომ დავდებ იქ იქნებ ერთობლივად რამე გამოვიკვლიოთ
ლავრისხევი
Posted: 04 თებ 2008, 11:37
by legenda
TuTa
ღოჩაღებო!!!
ლავრისხევი
Posted: 04 თებ 2008, 13:16
by Nika
კახას ფოტოს გარეშეც იოლად იპოვეს კეში.
ლავრისხევი
Posted: 06 თებ 2008, 15:42
by shatilis asuli
ლავრისხევი
Posted: 06 თებ 2008, 15:44
by shatilis asuli
Gvalva
რატომღაც შენი დადებული ფოტო არ იხსნება. ფრესკა, ლავრის საკურთხევლის თავზე, არადა წესით უნდა გამომეცნო