2008 წლის 4 მაისს მარტყოფის "ღვთაების" მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციის მონაწილეებმა კეში დავმალეთ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტეინერში მოთავსებულია: გამარჯობა საქართველოს მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ნაკურთხი ჯვარი, თმის სამაგრები, ერთჯერადი ხელსახოცი, რეზინის ხელთათმანი (ალბათ, დამეთანხმებით, ძალიან სიმბოლური დატვირთვის მქონე ნივთი) და სხვა წვრილმანი. ასევე ჩავდეთ წერილი, სადაც აქციის მონაწილეებია ჩამოთვლილი და მითითებულია "კარვის" მისამართი, იმ შემთხვევაში თუ კეშს არაკარველი, მაგრამ იმედია, მომავალი კარველი იპოვნის

. სამწუხაროდ, კეშის ფოტოები არ მაქვს. კეში დავმალეთ მე და ბარბარემ, ლეონტის გოგონამ აი დაახლოებით ამ ტერიტორიაზე:
აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ: მაკენა, კიკი, მთა მყვარებია, ნაია, გამარჯობა საქართველო, თიკო-რ, ტრულალა, ნინია-გოგო, ქეთი, თეო001, ლამა თავისი პლიუსით, დათო, არჩილი, ზვიოსული, პატაპუტინა, ამ აქციის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=21 ... highlight=