2008 წლის 23 მარტს "ვარძია ყაზბეგის გავლით"
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=108132#108132
მარშრუტის მონაწილეებმა ახალი კეში დავმალეთ ხერთვისის ციხეში. კეში დავმალეთ: ჭუნამ, გამარჯობა საქართველომ, ნაიამ, გვალდამ, ქვევრმა, ზვიოსულმა, პატაპუტინამ, ელოიზამ, მთა მყვარებიამ, ნინუკალამ, ნუსამ, ტომამ, არჩილმა (დაკოტა), ვარვარამ, ნავიგატორმა. ასეთივე კეში დავმალეთ ვანის ქვაბებში, თუმცა იქ წერილი არ დაგვიტოვებია. რადგან იდეა სპონტანურად მოგვივიდა, სამწუხაროდ, თან საინტერესო სუვენირები არ გვქონდა. კეშში ჩავდეთ: ჩემი ცალი საყურე, (მეორე საყურე ვანის ქვაბებში დამალულ კეშშია), პატაპუტინას თმის რეზინა, კიდევ ერთი თმის სარჭი, 5 თეთრიანი და 1 თეთრიანი, ასანთი და ქაღალდის ხელსასხოცი. ასევე წერილი, სადაც ჩამოთვლილია ლაშქრობის ყველა მონაწილე, და მითითებულია ფორუმის მისამართი, თუ სად უნდა შემოვიდნენ და დაპოსტონ არაფორუმელებმა კეშის პოვნის შემთხვევაში.
რადგან ციხე დიდია, ოდნავ დავაკონკრეტებ ადგილმდებარეობას, კეში დამალულია ამ მიდამოებში
