Page 1 of 1

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 25 თებ 2007, 01:47
by ლობო
დღეს ვიყავი ქარვასლაში ჯუმბერ ლეჟავას მიერ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას გადაღებული და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფოტოებია გამოფენილი .. თვითონ ლეჟავაც გავიცანი კაი ადამიანია საინტერესო.. ეხლა ანტარქტიდაზე სამივე პოლუსის დალაშქვრას აპირებს:) მოკლედ შესვლის ღირებულებია 3 ლარია და ვიფიქრე კარგი იქნებოდა ასეთი გამოფენის შესახებ კარავზე დამეწერა:)

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 25 თებ 2007, 02:47
by kotetbeli
ლობო
გაიხარე. აუცილებლად ვნახავ...
ისე როდამდეა ხომ არ იცი?

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 25 თებ 2007, 11:26
by Kakha
ლობო
ხომ არ იცი რომელ რიცხვამდეა?

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 25 თებ 2007, 13:32
by ლობო
რომელ რიცხვამდეა არ ვიცი:(

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:12
by Gvalva
ეს ადგილი კარგად ვერ გავიგე :oops:
ეხლა ანტარქტიდაზე სამივე პოლუსის დალაშქვრას აპირებს

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:24
by teonala
გამოფენა 28 თებერვლის ჩათვლითაა "ქარვასლაში"



რაც შეეხება სამივე პოლუსს... :roll:
იგულისხმება 1. გეოგრაფიული პოლუსი
2. მაგნიტური პოლუსი
3. სიცივის პოლუსი

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:28
by Gvalva
teonala

დიდი მადლობა, ეგენი სულ დამავიწყდა :)

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:28
by teonala
Image

და აი თავად ბატონი ჯუმბერ ლეჟავა თავის ველოსიპედთან ერთად :)

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:33
by kotetbeli
მე 27-თვის მინდა მისვლა. დიდ პატივს ვცემ ლეჟავას და გამოფენაც წარმომიდგენია რა კარგი იქნება, იქნებ სხვა კარველებიც შემოგვიერთდეთ

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:40
by Gvalva
ძალიან საინტერესო ადამიანია ბატონი ჯუმბერი, ასეთი მოგზაური ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობს და ბევრს გვისაუბრია კიდევაც მასთან თითქოს ჩვეულებრი ადამიანიაო, ისე აღვიქვამთ, არადა, მის ბიოგრაფიაში არის ისეთი მომენტები, ვინმე გერმანეზე რომ იგივე მოეყოლათ კერპად გავიხდიდით.

ერთი ამბავი განსაკუთრებით დამამახსოვრდა მის შესახებ მოყოლილი:

მგონი პირველი მოგზაურობის დროს ფეხი მოყინვია სკანდინავიაში, მდგომარეობა ძალიან გართულებულა და ადგილობრივი კლინიკისთვის მიუმართავს, ექიმებს უთქვამთ სასწრაფო ამპუტაციაა საჭიროო და გამართულა ზარების რეკვა თანხის გადარიცხვაზე. საქართველოს მხარეს ამ თანხის გადახდა ვერ მოუხერხებია და სიტუაცია გაწელილა...

რა ექნა ბატონ ჯუმბერს, ის და მისი ველოსიპედი მარტოები იყვნენ იქ... დამჯდარა ველოსიპედზე და წამოსულა... მას შემდეგ დადის...

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 00:51
by kotetbeli
Gvalva
ისე , თუ გავითვალისწინებთ ტელევიზიების შეზღუდულ დროს, ტელევიზორით მისი მონაყოლი შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია და იქნებ კარველები შევხვდეთ ბატონ ჯუმბერს და ვესაუბროთ ბარაქიანად... :wink:

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 01:02
by Gvalva
kotetbeli

აუ, კოტე რა დამთხვეულები ვართ მე და შენ!!!! :)

ერთდროულად დაგვებადა ეგ იდეა :)

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 01:20
by teonala
სხვათაშორის 2006 წლის შემოდგომაზე გეგემავდა იგი ერთერთ უკრაინელ მოგზაურთან ერთად სამხრეთ პოლუსზე წასვლას და ამისათვის მას სულ რაღაც 25 000 დოლარი ჭირდებოდა. თურმე არავინ დააფინანსა და იგი ავტომატურად გამოეთიშა ამ მსოფლიო დონის პროექტს. ახლა ის უკრაინელი ვეღაც რუსთან ერთAდ მიდის იქ.(თანაც სპეციალური ორკაციანი ველო მანქანით რომელიც წყალშიც დაცურავს ყინულზეც სრიალებს და ველოსიპედივითაც დადის )
ბატონი ჯუმბერი კი რამოდენიმე წელიწადში მარტო აპირებს იქ წასვლას , იგი პირველი ადამიანი იქნება რომელიც ველოსიპედით გაივლის სამხრეთ პოლუსზე( თუმცა უმეტესად ველოსიპედი მხარზე მოკიდებულმა უნდა ატაროს და ამისათვის დღესაც კი ვარჯიშOბს )
მოკლედ უამრავ საინტერესო ამბებს მოისმენთ მისგან...



Image

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 26 თებ 2007, 01:26
by teonala
უი ხო კიდევ გამახსენდა ის, რომ მას 4000 დღის Dრიური აქვს დაწერილი.
მისი ნაწერები 33 ტომს მოიცავს თუმცა ისევ და ისევ დაუფინანსებლობის გამო ვერ ახრეხებს ამის წიგნად გამოცემას. ასევე მას თურმე 60 000 ფოტო ჰქონია გადაღებული...

თან ძალიან გული დამწყდა მის ხმაშI სევდა შეინიშნებოდა, თქვა რომ ეს გამოფენაც ახალგაზრდა მეგობრებმა დააძალეს და იმიტომ გააეთA თორემ არავის აინტერესებს ეს ყოველივეო...
:cry:

გამოფენა ქარვასლაში

Posted: 02 მარ 2007, 13:47
by lama
მე მომეწონა ქართველი ქალი რომ აკეთებდა ავსტრალიაში კენგურუს ხინკალს ..... მაგარი საინტერესოა არა საერთოდ კენგურუს ხინკლის ფენომენი :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :roll: :?: 8)