თბილისში, სამსახურის შემდეგ რომ ასვლა მოახერხო, კლდე ნაშალი არ იყოს;
და უბრალოდ ივარჯიშო... ბავშვი მარტო გაუშვა და გოგოს მარტოს მისვლა არ შეგეშინდეს? თავი დავანებოთ, რომ იქ დაცვები მეკლდეურობის ფედერაციამ (სხვათაშროის, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფმა) დაამზადა, სადმე გეგულებათ ადგილი ვინმეს? იქნებ მე არ ვიცი ასეთი ადგილი თბილისში და თქვენ იცით? თუ მაინცდამაინც გველეთში, კაცხზე ან სარფის კლდეებზე უნდა წავიდნენ სავარჯიშოდ? ამ ხალხს ოჯახებიც სარჩენი აქვთ. სამწუხაროდ მთამსვლელობა ე.წ. "ელიტარული სპორტი" არ არის, და ამ ბიჭებს და გოგებს ერთ ექსპედიციაზე (სუფთა წყლის სპორტული ექსპედიცია მქაბ მხედველობაში და არა, ნურავინ მიწყენს ტაშ-ფანურით სიარული...) წასასვლელად, სათანადო აღჭურვილობის შესაძენად მთელი წელი ხან სად დაკიდებულებს (გოგონებს ნაკლებად) და ხან სად უწევთ მუშაობა... გიფიქრიათ, ვინ წმენს მაღლივ კორპუსებზე მინებს, შერატონში ჭერს, ვინ ამონტაჟებს თავისუფლებაზე წმ, გიორგის ან სამების გუმბათს?
და ამის მერე, კიდევ ისრებიტ დავუხატოთ საით წავიდნენ სავარჯიშოდ, რომ ფორმა შეინარჩუნონ და ოდნავ მოეშვან?
ის თუ იცით, რომ ბოტანიკურში იმ ადგილას, ისინი ხშირად ოჯახთან ნანატრ დროს ატარებენ (მთამსვლელი როგორც წესი მოწყვეტილია ოჯახს)
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი კაცის ამბიციას- მაინც და მაინც ბოტანიკურში აიშენოს ბინა და მეორეს მხრივ, სხვისი ჯიბის გასქელების მანიას, რომ გაყიდოს ყველაფერი რატომ უნდა შეეწიროს ბოტანიკურში ეს ტერიტორია?
დაინტერესებულა ვინმე, რამდენად "იყიდეს" გერმანელი ქალბატონი, რომლესაც პატარა კუსკუსა სახლი და ათაის ჯიშის კაქტუსი ქონდა გამრავლებული და სად არის ია ქალბატონი თავისი უნუკალური კაქტუსებით ახლა? დავიჯერო ან ვაკეში, ან საბურთალოზე, ან გლდანში ან სადმე ის მოახერხებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელებას?
ახლა მთამსვლელების ჯერია... მერე ჩამოვლენ დავითაშვილზე - ესაო და ძველი სახლებია და ავარიულებიაო და....
მოკლედ მე პოლემიკა არასდროს არ მიყვარს, მაშინ პარლამენტში ვიჯდებოდი... ფაქტია, რომ ცუდი კეთდება, თორემ მე ბოტანიკურში წელიწადზე მეტია არ ავსულვარ და ალბათ კიდევ კარგა ხანი მოუცლელობის გამო ვერ ავარ. მე კი დავდივარ ტრენაჯორზე- ხელოვნურ კედელზე და ვარჯიშობ როცა მხარია... ბიჭები არიან ცოდო!
ან სამსაური და ოჯახი და ან მთა ასეთი არჩევანი არ უნდა გავაკეთებინოთ
