Page 1 of 1
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 13 ნოე 2006, 09:11
by chuna
მოგიწოდებთ კიდევ ერთი "ეროვნული აქციისაკენ"!
რუსთაველის პროსპექტზე-თეატრალური ინსტიტუტის გვერდით მდებარე "სამხატვრო სალონს" გაუქმება და გაყიდვა ემუქრება, რადგან კარგა ხანია არაფერი ეყიდებათ!
ბევრი მხატვრისთვის ეს ლუკმა-პურის შოვნის ერთადერთი წყაროა!
მოგიწოდებთ იმ ულამაზეს სამყაროს ეწვიოთ და თუნდაც მიზერი თანხის შენაძენი გააკეთოთ!
მერწმუნეთ უამრავი სათქვენო შედევრი დაგხვდებათ:ნამდვილი ქართული, ეროვნული!
ყველას დიდი მადლობა, ვინც გულისხმიერებას გამოიჩენს და ამ ჰუმანურ აქციაში მონაწილეობას მიიგებს!
სამომავლოდ მაქვს იდეაც:შეგვიძლია მერე გამოფენაც მოვაწყოთ იქ შეძენილი ნივთების! ეგიდით-"ქართული რეწვის ნიმუშები"
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 13 ნოე 2006, 12:08
by gobe
chuna,
გაიხარე მაგ სიტყვებისათვის. რაც შეეხება თვით საქმეს, შეძლებისდაგვარად განვახორციელებ. ქუთაისი-ქობულეთიდან დავბრუნდები სავარაუდოდ გიორგობისთვის.
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 13 ნოე 2006, 16:32
by kotetbeli
chuna
მეც მიმიტანია მანდ ფოტოები გასაყიდად, მაგარი მაღაზიაა... გული ამიჩუყდა! მართალია PM-ში არ მპასუხობ(რაც ძალიან მაშფოთებს), მარა მხარს გიჭერ სრულად!!!

საქველმოქმედო ქმედება
Posted: 13 ნოე 2006, 16:35
by chuna
kotetbeli
მოგწერე, არ მიგიღია?
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 13 ნოე 2006, 16:53
by kotetbeli
chuna
არა... ეხ, ყველაფერს ბედი უნდა რა!

საქველმოქმედო ქმედება
Posted: 14 ნოე 2006, 11:44
by Bocho
კარგი იდეა. მემგონი აჯობებს ერთად წავსულიყავით და ისე გვეყიდა. უფრო მეტს ვიყიდდით ასე. ერთი კითხვა მაქვს. ვისია ეს მაღაზია და რამდენად ყიდიან? ან თუ აქვთ თავის გადარჩენის გეგმა . ასე ქველმოქმედებით რუსთვაელზე ობიექტს ვერ გადავარჩენთ.
ბოჭო
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 14 ნოე 2006, 11:52
by kotetbeli
Bocho
გეთანხმები
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 14 ნოე 2006, 12:13
by Bocho
kotetbeli
ძალიან მიხარია.
კარგი იქნება თუ ჭუნა გამოგვეხმაურება და კონკრეტულად გვეტყვის იმ ხალხს რა უჭირს და მერე მოვიფიქრებთ ჩვენ რით შეგვიძლია დავეხმაროთ.
ჭუნა, ჭუნაა, ჭუნააა, ჭუნაააა, ჭუნაააააააააააააააააააააა
ამყევით

საქველმოქმედო ქმედება
Posted: 14 ნოე 2006, 12:32
by Gvalva
Bocho
ერთხელ ასე ყვიროდნენ და ურჩიეს, რას ყვირიხარ ტელეფონი არ გაქვსო?
იხ. PM

საქველმოქმედო ქმედება
Posted: 16 ნოე 2006, 08:41
by chuna
Bocho
დიდი მადლობა რომ გამომეხმაურეთ!
მასეთი დეტალები: ვისია და რა ღირს მე არ ვიცი! მაგრამ ჩემი მეგობრები-მხატვრებისგან შევიტყვე მათი გაჭირვების ამბავი!
მე ჩემს თავსაც ვადანაშაულებ იმაში, რომ საჩუქარი როცა მჭირდება მივრბივარ და ბაზრობაზე ჩინურ ხლამს "ვასაღებ"!
გაცილებით დიდ საქმეს გავაკეთებ ხელით ნაკეთი ნივთი რომ შევიძინო!
საქველმოქმედო ქმედება
Posted: 20 ნოე 2006, 19:32
by Gvalva
lama
იჩქარეთ!!