Page 1 of 2
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 07 ნოე 2006, 17:08
by gobe
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო? მოიგდებ ზურგზე რაღაცა ზურგჩანთას, იღებ ფოტოაპარატს და მიდიხარ ფეხით. დადიხარ, დადიხარ, მიძვრები რაღაც მთაზე. რაა რო მერე... მთაც არის რა დიდი რამე... მერე იღლები ბობღიალით და იწყებ: მე თუ აქ კიდევ მოვიდე, მაგასაც ნახავთ, მე მაგის... გაივაკებ და სიარულს აგრძელებ. მიდიხარ, მიდიხარ... მერე ფეხს წამოკრავ რაღაცას და იწყებ: უჰ, მე შენი.... იძულებული ხდები და ჩადიხარ მდინარესთან სისხლის მოსაბანად, ჯდები ცივ ქვაზე, ყოფ მტკივან ფეხს მდინარის ცივ წყალში... უცბად აგეწვება და გინებას აგრძელებ - უჰ, მე ამის.... თუმცა, წყალი თავისას შვრება, გიამებს ტკივილს... ჰო-ჰო-ჰო, სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის ტანში... გშივდება, ალაგებ ზურგჩანთიდან პურს, ყველს, მწვანე ხახვს... არყით ივსებ ჭიქას, შენს მეგზურს ჭიქაზე უჭახუნებ "ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად ვიყოთ-თქო",... მეორე სადღეგრძელოს მოკლედ ამბობ “ღმერთმა კარგად გვამყოფოს-თქო” და ჭიქას სულმოუთქმელად ცლი. მერე აქეთ-იქეთ იყურები - ცივი, კამკამა მდინარე, გრძელი, ლამაზად დაკლაკნილი ხეობა; აიხედავ ზემოთ და ძველი ციხესიმაგრის თავზე არწივი ირაოს კრავს... ხუჭავ თვალებს და გესმის ზღაპრული, ჯადოსნური მუსიკა - თავს იქნევ, უცებ ახელ თვალებს და... ხვდები, რომ ეს მუსიკა თვით მდინარის ჩუხჩუხი, ჩიტების ჭიკჭიკი, ფერდობზე შეფენილი კრავების კიკინი... და ამ ყველაფერს დამატებული სიმშვიდე და იდუმალება ყოფილა... შემდეგ სადღეგრძელოს, შენ წარმოიდგინე და შენი ქვეყნისას, მისი მთა-ბარისას ამბობ... მერე ჩუმდები და უკვე თვალებგახელილი, ერთ წერტილს მიშტერებული ისევ იმ ღვთაებრივ მუსიკაში იძირები. ღამდება. იძინებ. თენდება. ჩიტები გაღვიძებენ. იშმუშნები, თვალებს ახელ და თვალებში უყურებ მზეს - მზეს, რომელიც თვალებს არ გჭრის...
არა რა, გადადი ასფალტიდან, გადადი!
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია? კი არ ყრია, ძევს და თანაც უამრავი რამ...
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 07 ნოე 2006, 17:11
by Archil
მერე არ გავსინჯოთ რა ძევს? ისე ირაოს შეკვრა კი არა ბალალაიკა უკრავდა, მახსოვს ერთ ადგილას, თანაც ძალ;იან კარგადაც

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 07 ნოე 2006, 17:47
by Kakha
gobe
ნიამორს შესთავაზე შენი ჩანახატი. მე მაგრა მომეწონა და შეიძლება სხვებსაც მოეწონოთ. გახსოვს ალბათ, ნიამორი ორმ ეძებდა მასალებს საკონკურსოდ. ჩვენგან მგონი მხოლოდ კოტეტბელი გამოეხმაურა. ჰოდა შენც სცადე.
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 07 ნოე 2006, 18:01
by ilia
gobe
ბრავო! გიგრძვნია

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 07 ნოე 2006, 23:59
by zura N.
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 08 ნოე 2006, 10:25
by alice
gobe
ქიულლლლ

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 08 ნოე 2006, 23:27
by meko
გობე საღოლ

ფანი ვარ შენი

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 00:16
by chuna
gobe
ჩემს გარდა ფანი კიდევ გამოგიჩნდა!!!! მე ფანკლუბს ვქმნიდი მახსოვს!
ამ ზამთრის პირზე ლაშქრობის ნოსტალგია მოგეძალა? ხალხი ნაწერით აღფრთოვანდა და წარმომიდგენია "ბრძოლის ველზე" რომ გნახავენ რა დაემართებათ!
შენ უდავოდ ნიჭიერი კაცი ხარ!
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 11:41
by gobe
Archil,
Archil wrote:მერე არ გავსინჯოთ რა ძევს?...
შენ რა, კიდევ არ გაგისინჯავს?
Kakha, ilia, zura N., alice, meko, chuna,

...
გმდლბთ! გაიხარეთ!!!
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 11:55
by ilia
gobe wrote:Archil,
Archil wrote:მერე არ გავსინჯოთ რა ძევს?...
შენ რა, კიდევ არ გაგისინჯავს?

quote]
ხეტიალი კი გაუსინჯავს, მარა..................., ბუნებაში.............., კარავში..............., ორ გოგოსთან ერთად..............., ეგ არ გაუსინჯავს

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 12:00
by Archil
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 12:07
by Archil
კიდევ ერთელ გავსინჯოთქო, მაგი ვიგულისხმე, მგონია ტი ზა
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 12:12
by Archil
ilia
შენ კუს ტბაზე ერთ კრუგზე მეტს რომ ვერ ახერხებ, რაღა გინდა? თანაც ადმინმა ეგეთი ტონი კარავზე აკრძალა. ეგ ბუნებაში, თუ გინდა ყირაზე დადექი. ფორუმზე კი ....
ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 14:38
by Gvalva
Archil
ადმინის პრინციპებს კარგად ვიცნობ
ადმინი არაფერს არ კრძალავს, ადმინი ცდილობს ყველა თვითონ მიხვდეს რა შეიძლება და რა არა...
აჰმმმ... მაგარი რამე ვთქვი, ჩაიწერეთ!

ბუნებაში ხეტიალში რა ყრია რო?
Posted: 09 ნოე 2006, 14:55
by Archil
Gvalva wrote:Archil
ადმინის პრინციპებს კარგად ვიცნობ
ადმინი არაფერს არ კრძალავს, ადმინი ცდილობს ყველა თვითონ მიხვდეს რა შეიძლება და რა არა...
აჰმმმ... მაგარი რამე ვთქვი, ჩაიწერეთ!

ეხლა ზადნი ნუ მიეცი

თორემ ხომ იცი, კარავსაც ვიყიდი და სხვა დანარჩენ აღჭურვილობასაც წამოვირებ შემდეგში. კაცი თუ ვერ ჩერდება, არ გავაჩერო? მორჩი ჩემს კომენტირებას, თორემ დაგჭირდება შენ კიდევ კომპის ჩართვა და ვინღა ჩაგირთავს
