ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......
Posted: 01 ნოე 2006, 01:40
მართალია გულზე მართლაც მომეშვა ანდაკელ ოჯახს თუნდაც მცირე დახმარება რომ გავუწიეთ, მაგრამ მაინც ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც მათ სჭირდებათ. შეიძლება ჩემი მხრიდან ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, რომ გავიგე ალუდას ოჯახს ბინა შერჩეული აქვთ უკვე დმანისში და მომავალ წელს გადავლენო. მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ როცა გაიგებენ რომ მათ მიმართ თუნდაც მცირე მაგრამ ყურადღება გამოვიჩინეთ, წასვლას გადაიფიქრებენ(ისინი მარტო არ არიან!).
ნიკოსთან რომ ვიყავით სახლში, იქ რომ შევედით ნიკომ სკამიდან ბავშვის კურტკა აიღო და იქვე მემგონი "ვეშოლკაზე" თუ ლურსმანზე ჩამოკიდა, რომ შევხედე კურტკას მაშინვე ვიცანი, ეს ის კურტკა იყო რომელიც სექტემბერში ავუტანეთ სხვა ტანსაცმელებთან ერთად ნიკოს ოჯახს ერთი პარკით იმ საღამოსვე, მე, გვალვამ და კაუკასიკამ. ეს კურტკა ჩემი ძმის ნაქონი იყო, ვერ წარმოიდგენთ იმ წუთას რა შეგრძნება დამეუფლა. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ უდიდეს საქმეს ვაკეთებთ. ეხლა როცა ამას ვწერ და თან ის კურტკა მახსენდება და წარმოვიდგენ როგორ აცვია ნიკოს ერთ-ერთ შვილს თვალზე ცრემლი მადგება და ლამის არის ავტირდე.
ვერც წარმოიდგენთ ამ ყველაფრის შემდეგ, როგორი ჟინით ვარ შეპყრობილი მომავალში კიდევ მრავალჯერ მათი დახმარებისა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება იმის შეჩერება რაც იქ ხდება, სოფლები რომ ცარიელდება. არა მე იმას კი არ ვამბობ რომ მათ ვუთხრათ გინდა თუ არა დარჩით თქო, არამედ იმას რომ ჩვენ გაგვიჭირდება მათ შევუქმნათ იქ საცხოვრებელი პირობები. თუკი ჩვენ ამას შევძლებთ და მათ საცხოვრებელ პირობებს შევუქმნით მაშინ მათ ჩვენი თქმა ნამდვილად აღარ დაჭირდებათ "დარჩითო" და ამ შემთხვევაში ალბათ ის ხევსურებიც დაბრუნდებიან რომლებმაც უკვე დატოვეს იქაურობა.
ზემოთ რომ დავწერე გული დამწყდა მეთქი ალუდას ოჯახი რომ მოდის თქო, გული იმაზე კი არ დამწყდა რომ მოდიან და კარგად იქნებიან, არამედ იმაზე რომ მოდიან და იქაურობა ცარიელდება.
ხევისბერმაც თქვა მალე მეც წამოვალო.
P.S. იქნებ რაიმე მოგვეფიქრებინა მათი დახმარებისთვის, რაიმე უფრო ფართო მასშტაბური. იქნებ წერილით მიგვემართა სახელმწიფოსთვის, თუნდაც პრეზიდენტისათვის უფრო ნათლად დაგვენახვებინა მისთვის იქაური პრობლემები და იქნებ გამოიჩინონ სურვილი და ყურადღება და მიხედონ მათ გაუყვანონ დენი გზა და რავიცი შეუქმნან მათ კიდევ სხვა საცხოვრებელი პირობები, დავანახოთ მათ ის რაც იქ ხდება ის რომ იქაურობა ცარიელდება და ის საფრთხე რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს ემუქრება, თორემ შეიძლება ეს მხარე და სოფლებიც იმ სოფლებივით მიითვისონ რუსებმა როგორც ის ხუთი სოფელი, როცა საზღვარი გადმოწიეს. მარტო ჩვენი საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდებით. იქნებ ჩვენი დაწერილი წერილით თუნდაც სპონსორი გვეშოვა ვინმე, რომელიც მათ სისტემატიურად დაეხმარებოდა. სპონსორის შოვნას რომ ვიძახი იმას ვგულისხმობ, იქნებ შეგვექმნა რაიმე ისეთი ორგანიზაცია ოფიციალურად, რომელიც უშუალოდ იზრუნებდა მათზე, თუკი შევქმნით ამ ორგანიზაციას სპონსორი ამ ორგანიზაციისთვის აუცილებლად დაგვჭირდება .
მართალია, რომ ამბობენ "ზოგი ჭირი მარგებელია"-ო. კოდორის ხეობაში რომ კვიციანს ის დაუმორჩილებლობა არ მოეწყო ეხლა ხომ კოდორს ასე არ მიხედავდნენ. თუკი კოდორის ხეობას ამხელა ყურადღებას აქცევს პრეზიდენტი იქნებ ხევსურეთსაც მიხედოს. მართალია ეხლა კოდორი კონფლიქტური ზონაა, მაგრამ თუკი ხევსურეთს არ მიხედეს მალე ესეც კონფლიქტური გახდება.