მოგონებანი გარდასულ დღეთა
Posted: 11 ივლ 2006, 16:52
ჭაუხი-2001
თბილისიდან გასვლის წინა დღეს კომპიუტერში მოვამზადე სპეციალური საშვები ბანაკის წევრებისთვის, სხვადასხვა ტიპის მენიუები (სასადილოსთვის, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი), ფულის ერთეულები, წარწერები: “დაიცავით სისუფთავე”, “პატივი ეცით დამლაგებლის შრომას” და ა.შ.
ჭაუხში ჩასვლის მეორე დღეს ბანაკის წევრებს (სულ ვიყავით დაახლოებით 12-ნი) დაურიგდათ საშვები.

სასადილოდ გამოყენებულ იქნა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ერთი-ერთი დიდი ქვის მიმდებარე ტერიტორია (ჯუთიდან რომ ავდივართ, საბანაკე ადგილას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვა რომ ძევს). ქვაზე გაიკრა მენიუ.

შემდეგ, ბანაკელებს, პიროვნებების ზომა-წონის მიუხედავად, დაურიგდათ ერთნაირი ოდენობის თანხა.

და წავიდა.... და წავიდა.................. მერე თქვენ უნდა გენახათ, ჩემი ეკონომიკური გაუნათლებლობის გამო, დასახურდავებლად რომ დავრბოდით წინ და უკან.
რაც შეეხება მწვერვალებს, დროის სიმცირისა და სასმელის სიჭარბის გამო მხოლოდ 2 მწვერვალზე (თიკანაძე, რჩეულიშვილი) მოვახერხეთ ასვლა.
დანარჩენი დღეები კი დაეთმო გართობას, ბანაობას (ქვემოთ რომ არის ტაფობები, იქ) - სუფთა ქამელეონები ვიყავით, ჩავდიოდით ხორცისფერები, ამოვდიოდით ლურჯები, ..... პირადად ჩემი ჩახტომა და ამოხტომა ერთი იყო.
წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე მე და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სახელდახელოდ ავაშენეთ ტელევიზიის შენობა დიდი ქვის ძირში. რაც ჩვენ იქ ქვები ვაგროვეთ, მოკლედ... ბანაკელებს სურდათ თავიანთი წვლილის შემოტანა მშენებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არც კი იცოდნენ რას ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენგან ცივი უარი მიიღეს (ხომ იცით ქართველების ამბავი, მერე ტელევიზიის წილში ჩაჯდომას მოისურვებდნენ). მოკლედ, როგორც იქნა, ისევ ჩვენ ორმა, ქვებით ავაშენეთ ტელევიზიის წინა ფასადი, რა თქმა უნდა ნაწილობრივ, სანამ ძალა გვეყო (ხომ იცით ქართველების ამბავი, უანგაროდ დასახმარებლად მოსულ ხალხს უარით ისტუმრებენ - არა, არა, ჩვენთითონაო - და თვითონ კი სიქა ძვრებათ და ოხრავენ - ვაი დედა, ვაი დედაო).
საღამოს ტელევიზიის გახსნა აღვნიშნეთ გადაცემა "სატელევიზიო ლოტოთი".
ყველა ბანაკელს უკვე ჰქონდა პირადი ნომერი (საშვის â„–) და საშვების რაოდენობიდან გამომდინარე დამზადდა პატარა ფურცლები პრიზების დასახელებებით. ლოტოს დოლურად გამოვიყენეთ 2 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომლის მუცელზეც ოდნავ ამოვჭერით პატარა კარი, ჩავყარეთ ეს ფურცლები და წავიდა თამაში.
შუა თამაშში რომ ვიყავით, შემოგვიერთდნენ იტალიელი სტუმრები - ცოლ-ქმარი და მათი ქართველი ინსტრუქტორი, რომლებიც ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ იქ - ჯავახიშვილზე გეგმავდნენ ასვლას. რომ დაგვინახეს, ეს ორი “ტელეწამყვანი” ჰალსტუხებში გამოწყობილები, კინაღამ გარეკეს. რაღა თქმა უნდა, ისინიც ჩავსვით მოთამაშეთა სიაში. ერთ-ერთმა, ზუსტად არ მახსოვს რომელმა, ცოლმა თუ ქმარმა, მოიგო ჭაუხის მიწა (დაფასოებული, 100 გრ.). ყველამ მაგრად ვიხალისეთ. მოკლედ, ზოგმა რა მოიგო და ზოგმა რა - დეკის სამი ფოთოლი, ჯუთის წყალი (ტარით, 130 მლ), “კილკის” კონსერვი (ექსტრა-Food ), ქართული ხალხური სიმღერა სამ ხმაში და ა.შ.
პირადად მე მესამედ ვიყავი ჭაუხში, მაგრამ მასეთი დრო მანდ არასდროს გვიტარებია. სამწუხაროა, რომ ფოტოებს ვერ ვათავსებ, სულ გაფანტულია მეგობრებში.