Page 1 of 1

დავეხმაროთ ცნობილ ნიჭიერ მომღერალს არჩილ ჩიხლაძეს

Posted: 31 ოქტ 2012, 21:42
by chuna
უცნობილესი ქართველი მომღერალი, კოლორიტი, ქართული სიმღერის ჭეშმარიტი დიდოსტატი და გენია - არჩილ (აჩიკო ჩიხლაძე, დუეტი - „მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები“) უმძიმეს და ენით აუწერელ სოციალურ პირობებში ასრულებს თავისი ცხოვრების ბოლო წლებს!!! გთხვთ და მოგმართავთ ყველას: ვისაც რით შეგიძლიათ დავეხმაროთ ამ დიდებულ ადამიანს, რომელიც ასე გასწირა ამ უსამართლო ყოფამ დაქვეყანამ!!! თუ ვინმეს რამით დახმარება შიგიძლიათ, დამიკავშირდით მე, ფეისბუკზე, ასე: Гоша Туманный , ასევე, თუ შეგიძლიათ მიაწოდოთ ეს ინფო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ან მის ფონდს, რომელიც ქართული ჭეშმარიტი კულტურის დიდი ქომაგია! იმედს ვამყარებ თქვენს დიდ გულისხმიერებაზე!
ბატონი არჩილი, ცხონებული მამაჩემის, პოეტ - რევაზ კახიძის უძველესი მეგობარია! ბავშვობიდან ვიცნობ მას, ძალიან კარგად! ასეთი უნიკალური და სპეციფიური ხმის პატრონი საქართველოში მეორე არაა! რამდენიმე თვის წინ მამაჩემის სრული პოეტური კრებულის "ღვთიური პარადოქსი"-ს დიდი პრეზენტაცია გავმართე "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში", სადაც არჩილი მოვიდა და იმღერა! რომ განახათ, რა უსაშინლეს, აუტანელ პირობებში ასრულებს თავის წლებს ეს გენიალური მომღერალი და პიროვნება! ენით ვერ გადმოვცემ იმ საშინელებას!!! ვერც კი წარმოიდგენთ!.. და რატომ უნდა ხდებოდეს ასე?! რატომ არ უნდა შეეძლოს ამ ქვეყანას თავისი ღირსეული და უნიჭიერესი შვილების სათანადოდ დაფასება?! რომ მათ, თავის სიბერეში, მარტოობასა და შიმშილში არ ხდებოდეთ სული! ვეღარც კი იცნობთ, რას დაამსგავსა ცხოვრებამ!!.. სირცხვილი ჩვენ, რომ ასეთ უნიკალურ ადამიანებს ვერ ვუვლით! ეს კი ვიდეო-ამონარიდი იმ საღამოდან, სადაც ბატონმა არჩილმა იმღერა მამაჩემის ხსოვნის წინაშე... ”



https://www.youtube.com/watch?feature=p ... CGTjIFXXy0

დავეხმაროთ ცნობილ ნიჭიერ მომღერალს არჩილ ჩიხლაძეს

Posted: 31 ოქტ 2012, 22:10
by chuna
ძვირფასო კარაველებო!

ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ადამიანს....

დავეხმაროთ ცნობილ ნიჭიერ მომღერალს არჩილ ჩიხლაძეს

Posted: 01 ნოე 2012, 17:01
by chuna

თუ სურვილი იქნება, იქნებ შევიკრიბოთ კიდეც:

წინა თემაშიც დავწერე ეს აზრი და აქაც გადმოვიტანე:


ჯობიახოლმე რა, ასე: ....შევიკრიბებით, თუნდაც რესპუბლიკის მოედანზე...თან ერთმანეთს ვნახავთ და ჩავეხუტებითხოლმე და თან საქველმოქმედო აქციაც გამოდის))

ძალიან კარგია კიდევ, ჩვენი გამოცდილებით, გიო-გიორგის დასახმარებლად რომ გავმართეთ აქცია-საკუთარი ნამუშევრები, ნახატები, ღვინოები, ნამცხვრები და ფოტოები რომ გავყიდეთ...

ერთმანეთს მივაყიდეთ, ასე გამოვიდა მაგრამ კარგად შეგროვდა თანხა...
ხომ არ გაგვემეორებინა?!



აი, რა კარგი იყო....

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

დავეხმაროთ ცნობილ ნიჭიერ მომღერალს არჩილ ჩიხლაძეს

Posted: 14 ნოე 2012, 22:27
by chuna

საქველმოქმედო მუსიკალური საღამო „დიოგენეში“



ღია ღონისძიება · ორგანიზატორი: წიგნის მაღაზია "დიოგენე"


პარასკევი

19:00-დან 21:00-მდე
წიგნის მაღაზია „დიოგენე“ (ა. აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით)
პარასკევს, 16 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გეპატიჟებით არჩილ ჩიხლაძის საქველმოქმედო მუსიკალურ საღამოზე.

კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა არჩილ ჩიხლაძეს.

ბილეთის ფასი 10 ლარი.

ამ საღამოს მართავს Гоша Туманный.
თუ ვერ მოახერხებთ წასვლას, ერთმანეთს გავატანოთ რა თანხა....
დავეხმაროთ ამ გენიალურ ადამიანს.....
თუ არადა, მერეც შეიძლება Гоша Туманный-ს დაუკავშირდეთ ფეისბუკის საშუალებით და მას მიაწოდოთ თანხა, თუნდაც მცირედი და მიზერული..


გმადლობ, თუ ვინმე გულთან მიიტანს..