„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: გეგუთის სასახლე – ჯიხეთის დედათა მონასტერი – ერკეთის დედათა მონასტერი
გასვლის ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5571
1. რეგიონი:
გურია
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლანჩხუთი-შუხუთი-ოზურგეთის-რაიონი-საჯავახო-თბილისი
დღე პირველი
გეგუთის სამეფო სასახლე - ჯიხეთის დედათა მოანსტერი -შუხუთის ეკლესია და ლელობურთი - დაბანაკება აჭის შორიახლოს.
დღე მეორე
აჭის დედათა მოანასტერი - ტრაპეზი მეუფე იოსებთან - ვაშნარი - ჯუმათის მამათა მონასტერი - ერკეთის დედათა მონასტერი.
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
45 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
11
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
გამარჯობა საქართველო
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩოხატაური , ოზურგეთი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
800 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
3 კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აუცილებლად ნახეთ გურიაში ყველა ის ეკლესია მონასტერი რაც ზემოთ დავწერე რადგან ულამაზესი ხედები იშლება იქიდან
12. საბანაკე ადგილები:
აჭის ეკლესიასთან ორიოდე კილომეტრში ულამაზესი მინდორია /ქვესადგურს რომ აცდებით/.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნუ შეხვალთ ლელობურთის სათამაშოთ ფიზიკურად სუსტი ხალხი.
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ნებისმიერი თვე
16. რისკები, საფრთხეები:
არ იყო
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს :
უდაბნოს ეკლესია , შემოქმედის ეკლესია
18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
აჭში, საბანაკე ადგილას მხოლოდ მაგთი იჭერდა.
19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
10 ქულა.
20. რუკა.
დღე პირველი:
http://goo.gl/maps/cvnqG
დღე მეორე:
http://goo.gl/maps/dBynq
21. გასვლის დაგეგმვის ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5560
აღწერა:
დავიწყებ იმით, რომ :კარავზე: გეგუთი პირველად დაიგეგმა და ჩვენს დიდ ფოტომატიანეს ამ შესანიშნავი ძეგლის კადრებიც შეემატა.

ფოტოების ავტორი: კახა

By
guliashvili at 2012-04-17
გეგუთი სიურპრიზად შევთავაზე თანამგზავრებს და მგონი, ყველა ნასიამოვნები დარჩა.
„კვიპაროსებიან ალეაზე შეთუხვიეთ და მინდორზე გავედით, შორს დათოვლილი კავკასიონი ჩანდა. სასახლე შთამბეჭდავი იყო დარბაზის სიდიდით, კედლების სისქით, ბუხრითა და აბანოთი. 14 მ. სიმაღლის დარბაზის ირგვლივ სხვადასხვა ოთახი თუ სათავსო იყო. სასახლის ადრინდელი ნაწილი VIII-IX სს–სა ყოფილა. ადრეული ცნობები მის შესახებ XII საუკუნეს მიეკთვნება. მასიური ბურჯები კი XIII-XIV საუკუნეებისაა. ეს სასახლე ე. წ. „სანადირო სახლს“ წარმოადგენდა. /ქ.გ./“
მახსოვს, მოდერმა კახამ თქვა, რადგან ჩვენ გარემოს არ ვანაგვიანებთ, მოდი, ბარემ სასახლის დარბაზში წავიხემსოთო.
მართლაც, კგ სადილობა გამოგვივიდა.
ამის შემდეგ კი გურიისკენ ავიღეთ გეზი
გურიის პირველი ძეგლი ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსი იყო, რომელიც ნიგოითის მთაზე მდებარეობს.
ლაშქრობის საძიებელს თუ დავუჯერებთ, :კარავზე: ესეც პირველი გასვლა იყო.
ჯიხეთის მონასტერი 1896 ოზურგეთელმა ილარიონ მენაბდემ დაარსა.
მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა და ტაძრის დღედ ქრისტეშობისთვის 4 ითველბა, ისევე როგორც ფიტარეთი.
სამონასტრო კომპლექსი სამების სახელობისაა.
ამ ბოლო წლებში აქ რამდენიმე ახალი და პატარა ტაძარი აგებულა.
მიდამო ისე იყო მოვლილი, ჩანდა, რომ მონასტერს მარჯვე დედები ჰყავთ.
გურიაში ეს ერთადერთი მონასტერი იყო, რომელსაც საბჭოთა დროსაც არ შეუწყვეტია ცხოვრება.
თურმე, მოხუც გურულს ვალში მყოფი 1-1 ადგილობრივი მოხელესთვის უთხოვია, რაც უნდა მოხდეს, ტაძარს არ შეეხოთო.
ლელობურთი მალე, საათნახევარში დასრულდა.
რადგან შუხუთი-ოზურგეთის გზა ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული, ლანჩხუთი-ლესას გავლით დავადექით ოზურგეთის გზას, რომელიც ბეტონის საფარის არის და კგ მდგომარეობაშია.
ოზურგეთი-ლიხაურის გავლით სოფელ აჭიში ჩავედით. ბნელოდა უკვე. იქ კგ საბანაკე ადგილი მიგვასწავლეს და ზვიადის მინიბუსის სინათლეზე პატარა და ძნ კოხტა ბანაკი მოვაწყეთ. მდინარე აჭისწყალი
ისე საამო ხმაურით მოგორავდა, რომ ყველაზე ნერვულ ადამიანსაც დააწყნარებდა.
იმ ღამეს ვივახშმეთ და დავიძინეთ
ცხადია, დილა გათენდა წამღერებით: ადექიიიიიიიით, ადექიიიიიიიიიიიით.
ჰოდა, დილის 07. 27ზე კარვიდან ყველა გამოსული იყო.
წავიხემსეთ და 2 კმში მდებარე აჭის წმინდა გიორგის ტაძარში მივედით.
მე13 საუკუნის დარბაზული ტაძარია. შემონახულია შესანიშნავი და იშვიათი ფრესკები.
აჭიმდე სოფელი ლიხაურია, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. სწორედ ექვთიმე ღვთისკაცმა აღმოაჩინა
თამარის დროინდელი ის მოოქორვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა აჭიში ინახება.
აჭის შემდეგ ლიხაურის გავლით ოზურგეთში დავბრუნდით, სადაც დილის 11 სთზე შემოქმედელმა მეუფე იოსებმა
თავის რეზიდენციაში ტრაპაზზე მიგვიწვია.
მანამდე ლიხაურის ეკლესია ქვევიდან ვნახეთ. გორაკზე, სადაც ტაძართან 1ად სასაფლაოც არის, მეუფესთან მისვლის გამო,
ასვლას ვეღარ ვასწრებდით.
აქედან ჯუმათში წავედით, ვიწრო სამანქანო გზით ასულებს ხელის გულზე გადაშლილი გურიის ხედები გველოდა.
ჯუმათიდან მომავალ გზას გოგონები ფეხით გამოვუყევით გზაში ზვიადი მალევე წამოგვეწია. ვიწრო გზით დაღმართს შევუდექით, ზოგან ტოტების მოკაფვა მოგვიწია.
ავედით ერკეთში.
აქედან მოჩანს ერთ მხარეზე აჭარა-ახალციხის ქედი, მეორე მხარეზე კავკასიონის მთები. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე აგებული 10–11 საუკუნეების ეკლესია მრავალ სიწმინდეს ინახავს

By
guliashvili at 2012-04-18
ესაა X ს-ის კარი, ფრესკები,ასევე უძველესი სახარება და მთავარანგელოზის ხატი, ასევე სასწაულთმოქმედი წყარო. ვნახეთ ასევე დაყუდებული ბერების სამლოცველო.
წყარო

By
guliashvili at 2012-04-18
ერკეთში სატრაპეზოდ შეგვიპატიჟეს. აქედან გვიან გამოვედით და პირდაპირ თბილისს მივაშურეთ. გზაში ლაილამ სხვადასხვა თამაში შემოგვთავაზა. მხიარულებაში ვერც შევამჩნიეთ ისე გაილია დრო. ღამის 2 საათისაკენ უკვე თბილისში ვიყავით.
უმჯობესი ხარისხის ფოტოების ნახვა შესაძლებელია აქ: პაატას ფოტოები – გეგუთი
http://www.flickr.com/photos/paata/6943 ... otostream/
კახას ფოტოები – გეგუთი –
https://picasaweb.google.com/1078017370 ... earKutaisi
ჯიხეთი –
https://picasaweb.google.com/1078017370 ... nneryGuria
ერკეთი –
https://picasaweb.google.com/1078017370 ... nneryGuria
ქეთის ფოტოები – გეგუთი და სხვ.
https://picasaweb.google.com/1017486469 ... 0964331474