კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
ცაბო
- მაწანწალა
- Posts: 369
- Joined: 10 აგვ 2010, 13:41
Post
by ცაბო » 03 ოქტ 2012, 13:46
კვირა დღეს მჭირდება ბატეთის ტბაზე გამყოლი.
ვის სცალია?

))
ან იქნებ ვინმე მირჩიოთ?
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 03 ოქტ 2012, 15:23
არა მგონია გამყოლი საჭირო იყოს. არაა რთული მისაგნები, ძამას ხეობაში ტბეთის მონასტრის გადასახვევთან უნდა გააჩეროთ ტრანსპორტი და იქიდან ფეხით ახვიდეთ. აი ასეთი - მართი კუთხის ფორმის, მოხრილი აბრა დგას გადასახვევთან, ერთ მხარეს ტბეთი აწერია, მეორე მხარეს - ძამა, მუხილეთი, ქოზიფა.
თქვენ ტბეთის მიმართულებით გააგრძელეთ გზა ფეხით. დაახლოებით 2 კმ-ია ბატეთამდე, მანამდე კი გადასახვევია ტბეთის მონასტრისაკენ. ბატეთის ტბისკენ გზა მგონი მხოლოდ ერთგან იყოფა და მარცხნივ უნდა გააგრძელოთ გზა, აღმართხე ახვიდეთ და პირდაპირ მიგიყვანთ სამხიდიანი მანქანების გზა. გზიდანვე დაინახავთ ტბას, ოღონდ ყურადღებით იყავით არ გაცდეთ. ტბიდან გამოდის პატარა რუ, რომელიც ხევს ქმნის და გზის ნაწილს მიუყვება გვერდით (მარჯვენა მხარეს), მაგ რუ მიგიყვანთ სათავემდე ანუ ტბამდე.
აი ბმულები ძველი გასვლებიდან, ფოტოები და სხვა ინფორმაცია გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4912
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15
