Page 1 of 1

ქართული სამზარეულოს რეცეპტები

Posted: 01 ოქტ 2012, 19:59
by Ketevan Guliashvili
ამ თემაში ქართული სამზარეულოს რეცეპტები გავუზიაროთ ერთმანეთს, მივიწყებული კერძები გავიხსენოთ და გემრიელად მომზადების საიდუმლოებანი გავანდოთ ერთმენთს.

ქართული სამზარეულოს რეცეპტები

Posted: 01 ოქტ 2012, 20:04
by Ketevan Guliashvili
სუპებით დავიწყებ:

შინდის შეჭამანდი

გარჩეული და გარეცხილი შინდის ჩურჩა მოვათავსოთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშათდ. როდესაც ადუღდება, ჩავამატოთ დაკეპილი ხახვი და შინდის წვენში გახსნილი სიმინდის ფქვილი. ათი წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ და შევაზავოთ წმინდად დანაყილი ნიგოზით, ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, მარილით /გემოვნებით/. სუფრაზე მივიტანოთ ულუფის ღრმა ჭურჭლით, ზემოდან მოყრილი დაკეპილი ახალი კამითა და ოხრახუშით.

მასალა:

შინდის ჩურჩა - 300 გრ
ხახვი - 2-3 თავი
ნიგოზი - 200 გრ
სიმინდის ფქვილი - 2-3 სუფრის კოვზი
მწვანილი, მარილი - გემოვნებით

ქართული სამზარეულოს რეცეპტები

Posted: 01 ოქტ 2012, 20:07
by Ketevan Guliashvili
შინდის შეჭამანდის სხვაგვარ რეცეპტსაც წავაწყდი


შინდის კერკი 1 ღვინის ჭიქა
ნიგოზი 1 ღვინის ჭიქა გატარებული ან დანაყილი
შაქარი 50გრ. (ან შაქარი გემოვნებით)
ნიორი 1 თავი
2 ლიტ. წყალი
6 ლუკმის კოვზი ფქვილი
მარილი გემოვნებით