Page 4 of 6

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 12:38
by Nika
აქციის ძირითადი მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლებამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სატელივიზიო არხებმა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია დავითგარეჯას კომპლექსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით
არა და ხო გამოვიდა მანჯგალაძე გუშინ და თქვა რა და როგორაა. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის საქართველოს. მიდის მოლაპარაკებებიო მარა აზერბაიჯანი უარზეა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 15:35
by iko-iko
ხვალ მივდივართ დავით გარეჯში. თუ ვინმეს აქ სურვილი შეუძლია წამოვიდეს


http://www.facebook.com/mtavari/posts/4 ... ment_reply

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 16:10
by Nika
ფორუმ.გე-დან იყო ხალხი ასული. ყველაფერი ისეა როგორც მოსალოდნელი იყო. აზერბაიჯანლები აღარ უშვებენ ხალხს თავის ტერიტორიაზე.
ამავე დროს იქ შეხვდათ ჟურნალისტები რომლებიზც გონზე არ იყვნენ და საზღვარი უდაბნოდან 40 კილომეტრში ეგონათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
მერე გააკეთებენ რეპორტაჟს რომ 40 კმ მიწა წაგვართვა აზერბაიჯანმა და ატყდება ერთი ამბავი.

მიდის აქტიურად საუბარი რომ აღდგეს საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში. შეგახსენებთ რომ თურქეთთან მაშინ ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველოს არ ეკუთვნოდა აჭარა, ახალციხე, ახალქალაქი და ცხადია ვარძიაც. სახლში მაქ იმ ხელშეკრულების ბმული და საღამოს დავდებ.

ასე რომ სანამ რაიმეს ვიზავთ ჯობია ჯერ საკითხი კარგად შევისწავლოთ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 16:30
by დათო
მიდის აქტიურად საუბარი რომ აღდგეს საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში.
რაიო? :)
ასეთი რამე სერიოზულად ითქვა, თუ უკბილოდ ღადაობს ვიღაცა?

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 16:40
by leo-jafo
ამ რუკაზე კარგად ჩანს საქართველოს საზღვრის ცვლილებები მაგ წლებში
http://iberiana.files.wordpress.com/201 ... =346&h=346

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 16:50
by დათო
leo-jafo
ამ რუკაზე კარგად ჩანს საქართველოს საზღვრის ცვლილებები მაგ წლებში
http://iberiana.files.wordpress.com/201 ... =346&h=346
კი, სამწუხაროდ, უდაბნოს მონასტერი და დავით გარეჯის კომპლექსის ზოგი სხვა ნაწილი 1920-იან წლებში გადასცეს აზერბაიჯანს ბოლშევიკებმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 17:21
by Nika
დათო
უდაბნოს და ჩიჩხიტურის დაბრუნება ზუსტად იგივე თემატიკიდანაა. შენ ვერავის ვერ მოთხოვ რომ დაგიბრუნოს.

აზრი აქვს მხოლოდ მოლაპარაკებას რაიმე ტერიტორიაში გაცვლაზე. თუმცა როგორც ირკვევა აზერბაიჯანი საკმაოდ მტკიცე უარზეა ამ ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 17:24
by leo-jafo
http://gelavasadze.livejournal.com/1091830.html
აქ ასეთი რაღაც წავიკითხე და რამდენად მართალია?

а согласно референдуму 1991 года Грузия восстанавила свою государственность в границах 1918 года.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 18:10
by დათო
leo-jafo
არ ვიცი, თუმცა ზოგადად 1991 წელს ფორმალურად აღდგა 1921 წლის კონსტიტუცია. რაც იყო დროებითი ნაბიჯი, სანამ ახალი კონსტიტუცია დაიწერებოდა (რაც საბოლოოდ 1995 წელს მოხდა).

სინამდვილეში, ამას ტერიტორიულ ამბებთან არავითარი კავშირი არა აქვს, რადგან მეორე რესპუბლიკის არცერთ ხელისუფლებას, მათ შორის არც გამსახურდიას, არ წამოუყენებია ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლების მიმართ.


ნიკა,
მართალი ხარ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 18:29
by Tamari-ch.
ასე თუ დავჯექით და თითი არ გავანძრიეთ - მაგასაც საბოლოოდ დავკარგავთ

რაღაც უნდა დაიგეგმოს გარეჯთან დაკავშირებით და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. რაღაც უნდა მოიფიქრონ.
თუნდაც ბუფერული ტურისტული ზონის შექმნა სადაც ორივე ქვეყნის ტურისტები იმოძრავებენ და შესაბამისი თანხებიც შემოუვათ.

თუ ამაზეც არ დათანხმდა აზერბაიჯანი - მაშინ ვაგრძნობინოთ რომ ძმობა აღარ იქნება.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 18:38
by დათო
Tamari-ch.
აბსოლუტურად მართალი ხარ იმაში, რომ ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში ადვილად შეიძლება კომპრიმისის მოძებნა. თუნდაც ისეთი ვარიანტის სახით, შენ რაც დაწერე. მაგრამ აზერბაიჯანელები ამაზე არ მოდიან. შესაძლოა, რაღაც ბერკეტის სახით უნდათ უდაბნოს კომპლექსი საქართველოსთან ურთიერთობისას.

ძმობა კი სახელმწიფოებს შორის არ არსებობს - ზღაპარია. პიროვნებებს შორის არსებობს ძმობა, სახელმწიფოებს შორის კი - არა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 18:47
by Tamari-ch.
დათო wrote:Tamari-ch.
აბსოლუტურად მართალი ხარ იმაში, რომ ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში ადვილად შეიძლება კომპრიმისის მოძებნა. თუნდაც ისეთი ვარიანტის სახით, შენ რაც დაწერე. მაგრამ აზერბაიჯანელები ამაზე არ მოდიან. შესაძლოა, რაღაც ბერკეტის სახით უნდათ უდაბნოს კომპლექსი საქართველოსთან ურთიერთობისას.

ძმობა კი სახელმწიფოებს შორის არ არსებობს - ზღაპარია. პიროვნებებს შორის არსებობს ძმობა, სახელმწიფოებს შორის კი - არა.
ბერკეტებზე თუ მიდგა საქმე - ჩვენც გამოგვენახება ბერკეტი და კეტი

თუ უნდათ ნორმალური ურთიერთობა - უნდა წამოვიდნენ
მაგრამ ეტყობა კბილებიც უნდა დავანახოთ ჯერ...
თუ არადა 10 ცალ კვერცხს ვყიდულობ, 10 დღე ვალპობ მზეზე და მერე დავუშენ ალიევის სიფათს სანაპიროზე.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 21:37
by Mako-dgm
"გამოდის ისე, რომ ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

"ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება.

ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. პირდაპირ წარმოუდგენელია, მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტებისკენ, კომუნისტური მმართველობის პერიოდისკენ, თითქოს მაშინ გადაეცა აზერბაიჯანს. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ, ქართული მხარე იქ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. ბერთუბანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ ეს მაშინვე აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით. ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე. გამოდის ისე, რომ ხელისუფლება ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა."

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 15 მაი 2012, 22:10
by Hereti
არ ვიცი მართლა რა ბინძურ თამაშებშია ჩაფლული მთავრობა, მაგრამ ჩვენ უკან დახევა არ შეგვიძლია, როგორც და რანაირადაც შეგვიძLია ისე გამოვხატოთ პროტესტი, უნდა დაინახონ რომ ხალხისთვის ლუერტი არ არის და არც იქნება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი წაგვართვეს

Posted: 16 მაი 2012, 09:21
by Tamari-ch.