Page 1 of 1
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 13:46
by Makena
მეგობრებო, ასოციაცია ,,ელკანამ" გამოსცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
ამ გამოცემის ავტორი მე გახლავართ და ჩემი თანამშრომელი ლელა ხარტიშვილი, თუმცა უნდა ითქვას რომ მის მომზადებაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათი დამსახურებაა რომ გზამკვლევი ასეთი ხარისხიანი და საინტერესო გამოვიდა, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო კარველები: გვალვა, კახა, ნეფროსი, გამარჯობა საქართველო, ივანე გოლიაძე, ნინი A, ინტელიგენტი, ლაშარელა, ეს ხალხი რომ არა ასეთ ხარისხიან, ფოტომასალით მდიდარ და საინტერესო გზამკვლევს ვერ შევქმნიდი.
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 13:47
by Makena
გზამკვლევი

გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 13:49
by Makena
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 15:04
by qvevri
ამ წიგნისა და რუკის პრეზენტაციაზე კი არადა წარდგინებაზე ვიყავით არაერთი კარველნი, ძალიან კარგი იყო!
სულ მარჯვენა როა ის ვერ ვიცანი და რომელი კარველია ვინმემ ხომ არ იცით? არადა თითქოს ტანისამოსი ყველას ეცვა და...

გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 18:07
by avtokh
Makena
რუკა წიგნთან ერთადაა თუ ცალკე უნდა შევიძინო?
qvevri
კარვის ფარული წევრია

გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 20:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
მინდოდა წარდგინებაზე მოსვლა, მაგრამ აბა, დედაქალაქში არ გახლდით.
ნამუშევარი ვნახე და ფრიად სასიამოვნო რამეა.
საგანგებოდ მოგვიანებით განვიხილავ.
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 04 მაი 2012, 23:12
by anano
ეჰ,როდის გადაიღეთ ეს ფოტო... ალბათ რომ წამოვედი
საქმე ნამდვილად კარგი გააკეთა ელკანამ, ძალიან საინტერესო და ადვილად აღსაქმელი გზამკვლევია, რუკაც, მადლობა ელკანას და იმ ადამიანებს ვინც იშრომა!
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 06 მაი 2012, 16:06
by გვალდა
ჩემდა სამწუხაროდ გეგმების არევ-დარევის გამო ვერ მოვედი წარდგინებაზე.
სად შეიძლება შევიძინოთ გზამკვლევი?
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 06 მაი 2012, 19:41
by likakoo
ეს რა კარგი წიგნი შეგვმატებია!
მაგრამ, მე პირადად რუკას რო ვუყურებ სწორედ მაშინ მებნევა თავგზააა:)))
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 06 მაი 2012, 23:00
by Forest
სად იყიდება?
სხვა რომელი რაიონებია გამოსული?...
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 11 მაი 2012, 19:28
by Makena
-პროსპერო - გზამკვლევი - 21 ლარი, რუკა - 6 ლარი
-პარნასი (ლესელიძეზე და ჭავჭავაძეზე) - გზამკვლევი+რუკა - 23,80 ლარი
-ლატერნა (ქარვასლაში და რუსთაველზე) - გზამკვლევი - 20 ლარი, რუკა - 7 ლარი
- თეატრონში (ოპერის წინ მიწისქვეშაში) - გზამკვლევი - 25 ლარი, რუკა - 7 ლარი
-ბიოველი (ელკანას ოფისთან)გზამკვლევი - 18, რუკა 5-ლარი
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 21 ივნ 2012, 16:12
by Makena
უკვე ბიბლუსის ქსელშიც იყიდება.
გამოიცა სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი და რუკა.
Posted: 25 მაი 2013, 11:05
by Makena
ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გზამკვლევის ფასი 40% ით შემცირდება მაღაზიებში.