Page 1 of 2
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 20 დეკ 2011, 13:36
by Makena
ფილმის წარდგინება გუშინ გაიმართა, ფილმი 2007 წელს არის გადაღებული, მაშინ ჯერ კიდევ თავისუფლად შეიძლებოდა ზაქაგორის ნასოფლარამდე მისვლა, დღეს კი ამ ადგილების მონახულება სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელია.
http://www.youtube.com/watch?feature=pl ... WkHoQ#t=5s
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 20 დეკ 2011, 15:25
by QAQUCA
მადლობა ვიდეოს ავტორს,
გულისტკივილის შეგრძნება კი დამრჩა... მთელი საქართველო ასე ნანგრევებიღა დარჩა!
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 20 დეკ 2011, 18:05
by guruli
Makena
ფილმი 2007 წელს არის გადაღებული,
ჩვენი გასვლისას, ხომ? ზაქათგორშიც ავედით მაშინ.
მოგვინებით ვნახავ, ახლა მეჩქარება.
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 21 დეკ 2011, 09:16
by qvevri
დიდებულია!
იმედია ამგვარი ფილმები კიდევ გვექნება.
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 21 დეკ 2011, 10:17
by Tamari-ch.
Makena wrote:ფილმის წარდგინება გუშინ გაიმართა, ფილმი 2007 წელს არის გადაღებული, მაშინ ჯერ კიდევ თავისუფლად შეიძლებოდა ზაქაგორის ნასოფლარამდე მისვლა, დღეს კი ამ ადგილების მონახულება სპეციალური საშვის გარეშე შეუძლებელია.
http://www.youtube.com/watch?feature=pl ... WkHoQ#t=5s
რატომ? საზღვართანაა ახლოს?
მგონი იქ ციხეც უნდა იყოს..
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 21 დეკ 2011, 12:01
by guruli
Tamari-ch.
რატომ? საზღვართანაა ახლოს?
მგონი იქ ციხეც უნდა იყოს..
კი, ზედ საზღვართანაა. იმ მთების გადაღმა უკვე ჩრდილო ოსეთია, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე მთები კი მანდ კარგად არ ჩანს. უკვე მაშინვე პასპორტებს ითხოვდნენ ჩვენი მესაზღვრეები შესვლაზე, აგვისტოს ომის მერე კი, როგორც აქ წერდნენ ერთხელ, მგონი, პირველი სოფლის მერე საერთოდ აღარ უშვებენ.
ციხეები და ნაციხარები ბევრია მაგ ხეობაში.
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 21 დეკ 2011, 15:51
by QAQUCA
მართალია გურული, ახლა შორიდან თუ მოათვალიერებ თრუსოს ხეობას თორემ შიგნით აღარავინ შეგიშვებს...

ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 21 დეკ 2011, 23:51
by arcivi9
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
მნას ხეობა რულამს
იქვეა რა, შეხვალთ თრუსოში და 5 კილომეტრში ჩრდილოეთისკენ გადაუხვევთ და პირდაპირ მყინვარწვერისკენ წახვალთ, რა კარგი იყო მანდ აგვსიტოში

როდესაც ასე საამურად ბიბინებდა მთის კალთებზე ბალახი თითქოს ქარი ზღვის ტალღებს მიერეკებაო და ოცნებებში რომ გადაჰყავხარ

ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 22 დეკ 2011, 10:33
by Tami
კარგი ფილმია,
მაგრამ მოკლე:(
თან სურათებზე უფრო კარგად ჩანს ფერები
პ.ს კარველი ყმაწვილები რა ტანწერწეტები ყოფილან ერთ დროს 
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 22 დეკ 2011, 10:49
by guruli
Tami
პ.ს კარველი ყმაწვილები რა ტანწერწეტები ყოფილან ერთ დროს
ახალგაზრდავ. მე თუ მგულისხმობთ, ახლა უფრო ტანწერწეტა ვარ, ჩემეული დიეტით კი არა, კვების რეჟიმის გაკონტროლებით კარგა 15 კილომდე დავაგდე.

თუმცა მავანნი მაგ დროს მართლაც უფრო ტანწერწეტები იყვნენ.
arcivi9
იქვეა რა, შეხვალთ თრუსოში და 5 კილომეტრში ჩრდილოეთისკენ გადაუხვევთ და პირდაპირ მყინვარწვერისკენ წახვალთ, რა კარგი იყო მანდ აგვსიტოში
გიორგი ბაგრატიონის მოწყობილ ლაშქრობაზე ამბობ?
მე მგონი, მაგ ხეობაში ახლაც შეიძლება ასვლა. მნას კბილი მეც მაინტერესებს.
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 22 დეკ 2011, 14:52
by arcivi9
guruli
გიორგი ბაგრატიონის მოწყობილ ლაშქრობაზე ამბობ?

აი,მაგ თემის ბმული:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3665
მე მგონი, მაგ ხეობაში ახლაც შეიძლება ასვლა. მნას კბილი მეც მაინტერესებს.
მნას კბილი საკმაოდ შორსაა, ჩვენ სამი დღით ვიყავით წასულები მნას ხეობაში და არ გვეყო ეს ვადა, ერთი სრული დღე უნდა ჩემი აზრით მნას კბილამდე ასვლას.....საინტერესოა, მანდ ვინმე თუ არის ნამყოფი?

ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 22 დეკ 2011, 21:43
by QAQUCA
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3665
მართლაც ძალიან მაგარია, ყოჩაღ მეფე გიორგის!
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 03 თებ 2012, 21:11
by datoforesti
ძაან მომეწონა
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 11 მაი 2012, 11:47
by Makena
თრუსოში მალე თოვლი მთლიანად დადნება, გადასასვლელ გზასაც მოაწესრიგებენ, ალბათ ივნისში უკვე შეიძლება გასვლაზე ვიფიქროთ.
ფილმი - კარველების მოგზაურობა თრუსოში
Posted: 11 მაი 2012, 13:04
by keto
Makena
მე 200% მიგულეთ ამ გასვლაში!