Page 1 of 9
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 14:27
				by Forest
				გამარჯობათ,
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია კავკასიური(ქართული, ჩერქეზული და ასე შემდეგ...) ხანჯლების დამღების, ხელოსნების, ხანჯლის ტიპების შესახებ?...
რა მეტალებისგან მზადდებოდა საუკეთესო ხანჯლები... ვის მიერ, რომელ წლებში... 
როგორ არჩევდნენ კარგ ხანჯალს ცუდისგან...
მოკლედ რაც კი რამ იცით ან გაგიგიათ...
ფოტოები, სტატიები, ელექტრონული წიგნები... ან შეიძლება თვითონ იცით და მოყვეთ...
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 15:55
				by QAQUCA
				ფეისბუქში ნახე არნოლდ თეთრუაშვილი ან ზურაბ ბიჩინაგური ვფიქრობ ძალიან კარგ ხანჯლებს აკეთებენ და ლიტერატურაც მოეპოვებათ საშენო 

 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 15:55
				by QAQUCA
				
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 15:58
				by QAQUCA
				
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 19:46
				by Forest
				დიდი მადლობა...
http://www.georgians-weapons.ge ძალიან კარგი საიტია... ბევრი საინტერესო რამ ვნახე, განსაკუთრებით ლინკები აქვთ საინტერესო...
ხომ არ იცით ვინმემ როგორ გაირჩევა ერთმანეთისგან კაყალბებული(ასეთები ბევრია რომელიც ერთი შეხედვით ძველს გავს) და ნამდვილად ძველი ხანჯალი? 
ან რითი ფასდება ხანჯალი, როგორ არჩევენ კარგს ცუდისგან?
გამიგია კარგი ხანჯლის პირი თითის მსუბუქად წაკვრით უნდა წკარუნობდეს... აგრეთვე უნდა წკარუნობდეს ქარქაშიდან სწრაფი ამოღებისას...
 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 21:50
				by qvevri
				ესენი მე ვიცი, მაგრამ ამის დრო არა მაქვს, რომ დავწერო... 
უკაცრავად................
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 18 დეკ 2011, 22:18
				by Forest
				qvevri
ბოდიში რა საჭიროა...
როცა მოიცლი მაშინ დაწერე....
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 19 დეკ 2011, 17:41
				by QAQUCA
				იმედია გამოგადგა და კმაყოფილი ხარ ლინკებით 

 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 19 დეკ 2011, 21:10
				by Forest
				QAQUCA
 კი ძალიან საინტერესო საიტია ... განსაკუთრებით პუბლკაციების და ბმულების ნაწილი... 
 
თუმცა ვერ ვნახე პასუხები კითხვებზე:
როგორ გაირჩევა ერთმანეთისგან კაყალბებული და ნამდვილად ძველი ხანჯალი?
ან რითი ფასდება ხანჯალი, როგორ არჩევენ კარგს ცუდისგან?
იმედია 
qvevri დაამატებს...
 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 19 დეკ 2011, 21:22
				by QAQUCA
				დაუკავშირდი  მაგ ხალხს და ისინი თავად გეტყვიან რა როგორ არის, არაფერს მოგატყუებენ 

 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 21 დეკ 2011, 00:14
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				მეგობრებო, მორიდებით შეგახსენებთ, რომ :ლინკის: ქართული შესატვისია :ბმული:
რაც შეეხება ხანჯალს - ასეა თუ ვცდები, რომ ის იგივე სატევარია?
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 21 დეკ 2011, 09:13
				by qvevri
				ხანჯალი არაა ქართული სიტყვა. თუ არ ვცდები სპარსული უნდა იყოს. სხვათაშორის რუსულ ენაშიც ამგვარადვეა შესული ეს სიტყვა "კინჟალ". ქართულად მას სატევარი ქვია, თუმცა სიტყვა ხანჯალი ქართულ ენაში საკმაოდ ძლიერად ჩაჯდა, რომელმა სიტყვამაც არაერთი სიტყვა შვა თAვისთავად. ასე მაგალითAდ: ხანჯლისშვილა, ხანჯლისძმა, ხანჯარი...
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 21 დეკ 2011, 09:54
				by QAQUCA
				GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, მორიდებით შეგახსენებთ, რომ :ლინკის: ქართული შესატვისია :ბმული:
რაც შეეხება ხანჯალს - ასეა თუ ვცდები, რომ ის იგივე სატევარია?
მიღებულია 

 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 21 დეკ 2011, 13:20
				by Forest
				
როგორ გაირჩევა ერთმანეთისგან კაყალბებული და ნამდვილად ძველი ხანჯალი?
ან რითი ფასდება ხანჯალი, როგორ არჩევენ კარგს ცუდისგან?
საიდუმლოს მაინც არავინ ამბობს... 

 
			 
			
					
				ქართული და კავკასიური ცივი იარაღი
				Posted: 21 დეკ 2011, 14:23
				by qvevri
				ნამდვილი სატევრის გარჩევა გაყალბებულისაგან საკმაოდ რთულია. მე თავიდან ძალიან მიჭირდა და შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი ვარჩევდი. მერე თვალი ისე მიმეჩვია, რომ შორიდან უკვე ვიცი რაც ხდება... 
 
ამის გადმოცემა პრინციპში არ შეიძლება, რადგან ამ ყველაფრის თAვი და თავი არის პრაქტიკა.