Page 7 of 9

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 26 თებ 2012, 18:41
by Forest
ესეც ძალიან საინტერესო ლინკია...

ქართული იარაღის რესტავრაციას ეხება...

http://www.gotscha.nl/ge-Tbilisi-restauraties.htm

პ.ს. შენი ლინკიდან არის...

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 26 თებ 2012, 20:40
by QAQUCA
Forest wrote:ესეც ძალიან საინტერესო ლინკია...

ქართული იარაღის რესტავრაციას ეხება...

http://www.gotscha.nl/ge-Tbilisi-restauraties.htm

პ.ს. შენი ლინკიდან არის...

გაიხარე ასე დაწვრილებით რომ გადმოგიტანია აქ!

მაგრამ "ლინკი" არა "ბმული"! ქართულ საჭურველს რომ ვუფრთხილდებით გავუფრთხილდეთ ქართულ ენასაც!

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 28 თებ 2012, 14:39
by Forest
QAQUCA wrote: "ლინკი" არა "ბმული"! ქართულ საჭურველს რომ ვუფრთხილდებით გავუფრთხილდეთ ქართულ ენასაც!
კარგი მოწოდებაა... :)

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 28 თებ 2012, 18:01
by Forest
ეს დამღა დაახლოებით 160-210 წლისაა... თბილისურია...

Image

Uploaded with ImageShack.us

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 04 მარ 2012, 19:52
by Forest
კიდევ მცირე ინფორმაცია "დავითფერულზე"...

"შუა საუკუნეში საქართველოში ჩამოსახლდა ვენეციელი მჭედელი დევიდ ფერარა, რომელიც მასალებს ვენეციიდან ეზიდებოდნენ. იტალიაში ის და მისი ძმა სახელგანთქმულები იყვნენ. დევიდ ფერარას მიერ ნაჭედი ხანჯალი დავით ფერულის სახელს მიაწერენ."

http://mtavari.ge/agchurviloba/402-bbbb ... bbyob.html

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 06 მარ 2012, 13:33
by Forest
qvevri,
qaquca,

ხომ არ იცით ჭავლზე.. საკიდი ტყავის ყულფი ხანჯლის ზედა მხარეზე იყო თუ ქვედა მხარეზე?

ასე ?...

Image

თუ ასე?...

Image

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 06 მარ 2012, 15:11
by qvevri
Forest
უმეტეს შემთხვევაში კვანძი ჭავლის ქვედა მხარესაა, თუმცა, იმედია რაიმე დარღვევასთან არ გვექნება საქმე თუ ეს ზოგიერთ შემთხვევაში ასე არაა.

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 06 მარ 2012, 17:25
by Forest
მეც ეგრე ვფიქრობ... რომ კვანძი ქვემოთ უნდა იყოს... მაგრამ ზოგი აშკარად პირიქით ატარებდა...

Image

ისე რომ დაუკვირდე თუ კვანძი ჭავლის ზემოთ იქნება დაკიდების კუთხე იცვლება... ხანჯლის ტარი მცირედ მაგრამ უფრო მარჯვნივ იწევს... მაგრამ სამაგიეროდ თვითონ ჭავლი იწყებს ტყავის ხეხვას... ეს კი გაუმართლებელია...

არა და რაღაც მუღამი ჰქონდა პირიქით ტარებას... მაგრამ რა?...

არა მგონია მანდ მხოლოდ "ხოშის" ამბავი იყოს... :)

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 07 მარ 2012, 00:45
by QAQUCA
ფრინველებში შაშვი მიყვარს შაშვი მებულბულებაო... ბულბულს შაშვი მირჩევნია კაცია და ბუნებაო!

ეგეც ეგ ვარიანტია ძმებო!

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 07 მარ 2012, 10:25
by qvevri
გასულ შემოდგომას მეგრული ხანჯლისშვილა ვიგდე ხელთ... საკმაოდ ძველი ჩანს. სატევართან ერთად ვატარებ ხოლმე და ძალიან პრაქტიკულიცაა, რადგან, ხშირად გჭირდება კაცს პატარა ჯაყვა და ამ დროს სატევრის გამოყენება უხერხულია და ხანჯლისშვილა კი ზედგამოჭრილია. ზოგარდად ხანჯლისშვილა სატევრის ქარქაშზე იყო ხოლმე მიმაგრებული შიდა მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე განვაცალკევე და ცალ-გალკე ვატარებ. :wink:
Image

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 07 მარ 2012, 22:50
by Forest
QAQUCA

მეც მაგ დასკვნამდე მივდივარ...

qvevri

საინტერესო და საკმაოდ პრაქტიკული რამ ჩანს... :)

მოგიწია რესტავრირება თუ ყველაფერი ორიგინალი აქვს?

შეგიძლია ახლო ფოტო დადო?...

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 08 მარ 2012, 10:32
by qvevri
ქარქაში არ ქონდა და გავაკეთებინე ხელოსანს. გადავუღებ და დავდებ.

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 19 მარ 2012, 23:05
by Forest
ძალიან საინტერესო ლინკი....

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ძალიან საინტერესო იარაღებია... თითოეული...

პ.ს. მგონი ეს საიტი ერთ-ერთი ფორუმელის არის... კარგი საიტია...

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 22 მარ 2012, 01:11
by QAQUCA
Forest wrote:ძალიან საინტერესო ლინკი....

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ძალიან საინტერესო იარაღებია... თითოეული...

პ.ს. მგონი ეს საიტი ერთ-ერთი ფორუმელის არის... კარგი საიტია...

აუ რა კოლექციაა, გამაჟრჟოლა....

ქართული და კავკასიური ცივი იარაღი

Posted: 23 მარ 2012, 20:39
by Forest
ქუთაისის მუზეუმია...

თბილისში ქონდათ კიდევ ქარვასლაში კარგი კოლექცია...