Page 1 of 21

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 18:28
by Ketevan Guliashvili
კარავ კარავ!

დიდი ხანია მინდა კარავზე წამახალისებებლი ლიტერატურული კონკურსი მოვაწყო სათაურით: "2011 წლის კარავული ლაშქრობის საუკეთესო მონათხრობი".
გამარჯვებული (ანუ პირველ-მეორე ადგილზე გასული ისტორია) ჩემგან წიგნით დასაჩუქრდება, ასევე გამარჯვებულს გადაეცემა კარავული სიგელი (რომელზეც ყველა ან თითქმის ყველა კარაველი თავის მილოცვა-სურვილს დაწერს).

კონკურსის მიზანია კარავზე ლაშქრობის აღმწერთა წახალისება.


ჟიურის წევრებად ვინ ავირჩიოთ ამაზე მოგვიანებით ვიმსჯელოთ.


კონკურსში მონაწილეობის წესებსაც აქვე ვიტყვი:


1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველ კარავული ლაშქრობის აღწერას რომელიც "კარავზე", ბლოგსა თუ ფეისბუქის გვერდზე დღიდან დაარსებისა 2011 წლის 31 დეკემბრამდეა გამოქვეყნებული.

2. ყველა კარაველს აქვს უფლება საკონკურსოდ წარადგინოს 1-დან 3-მდე მოწონებული "კარავული" მონათხრობი.


3. წარდენილი თემებიდან გამოვლინდება საუკეთესო 2 თემა. ეს მოხდება 14 იანვრისათვის.

4. შეიძლება როგორც საკუთარი ისე სხვისი ნამუშევრის წარდგინება.

5. საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე კარავი, ქვედა ტირე, ლიტ, წერტილი, ჯი. karavi_lit.ge@yahoo.com


დამატებით ინფორმაციას შემდეგ მოგაწვდით.

წარმატებები!

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 18:28
by Ketevan Guliashvili
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 18:34
by CheLo
ხალხმა თუ მიიღო მონაწილეობა ბოლოზე გავალ :lol: :lol: :lol: ისე კი ამჟამად ჩემს გარდა აღწერას არავინ დებს და ესეიგი ყველაზე დიდი შანსი მე მაქვს :)

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 18:34
by Ketevan Guliashvili
მონათხრობის სათაურის დაწკაპუნებით/ყოველ პირველ წერილში/ გადახვალთ ამავე მონათხრობზე ლაშქრობის განყოფილებაში, სადაც შესაძლებთ მარშრუტის სხვა დეტალების გაგებას.

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 18:42
by Ketevan Guliashvili
CheLo wrote:ხალხმა თუ მიიღო მონაწილეობა ბოლოზე გავალ :lol: :lol: :lol: ისე კი ამჟამად ჩემს გარდა აღწერას არავინ დებს და ესეიგი ყველაზე დიდი შანსი მე მაქვს :)
ყველაზე აქტიურად შენ წერ და დიდი შანი გაქვს:)

ყველას მოგიწოდებთ აქტიურად წარადგინოთ მონაწილეები!

ასევე მიიღება შემოთავაზებები!

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 19:00
by Tamari-ch.
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5217&p ... c&start=45

ეს არ წავა?
როგორ გვიპირებდა გიზუკა კუბლაშვილი სასაფლაოზე ჩვენს დაბანაკებას....

:lol:

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 19:15
by ARCHILI
გადმოქექეთ ლაშქრობების რეპორტაჟები ქალბატონო ქეთევან, გააერთიანეთ მონათხრობი და შესანიშნავ მასალებს მიიღებთ. თქვენც კმაყოფილი დარჩებით, კარავისთვისაც საინტერესო იქნება და ამ იდეის განხორციელებაც შესაძლებელი გახდება.

:)

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 20:20
by shoda1121
CheLo wrote:ხალხმა თუ მიიღო მონაწილეობა ბოლოზე გავალ :lol: :lol: :lol: ისე კი ამჟამად ჩემს გარდა აღწერას არავინ დებს და ესეიგი ყველაზე დიდი შანსი მე მაქვს :)
ზურა შენ ყველაზე მაგარი 'ჟამთაღმწერელი' ხარ :)

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 20:24
by Ketevan Guliashvili
shoda1121

და აქტიური!:)

ARCHILI

ჩემია შემოთავაზება - იქნება აქტივობა კარგია. დიახ, მოსაძიებელია, გასახსენებელი... მაგრამ ყველას ემოციას მე ხომ ვერ გადმოვცემ? იქნებ ზურას პერწკლის ზანავი ნუნისის გასვლის აღწერილობა მოწონს მე კი ქსოვრელის თუშეთისა? ამიტომ მზას ვერაფერს გამოვაქვეყნებ! თვენით!


Tamari-ch.

თამარ, გამოდგება კი არა შესანიშნავია! კიდევ გაქვთ უფლება 2 აღწერა შემოგვთავაზოთ!

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 13 ნოე 2011, 20:28
by ARCHILI
ზარმაცობთ ქალბატონო ქეთევან!

:)

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 14 ნოე 2011, 13:12
by Ketevan Guliashvili
არჩილ, თქვენი წერილის მერე ბევრი ვიფიქრე და მართლაც რამოდენიმე წესი შევცვალე.

ყველა ტექსტი რაც მომივა მეილზე, თვის ბოლოს აქაც გამოქვეყნდება, ოღონდ არ მივუთითებ ვინ გამომიგზავნა.

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 14 ნოე 2011, 13:12
by Ketevan Guliashvili
კიდევ თუ გაქვთ რამე მოსაზრება მომწერეთ.:)

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 14 ნოე 2011, 13:28
by Ketevan Guliashvili
თამარ, თქვენს თემას უკვე დავდებ.



რაჭა მყვარებია



პირველი დღე იწურებოდა...

ლაბეჭინამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო..

ამიტომ გადაწყდა დღის ბოლოს ბუგეული გვენახა .

დაღამდა – ჩავედით ამბროლაურში...

ვიყიდეთ რაღაც რუღაცეები და დავიწყეთ ფიქრი შემდეგ გეგმებზე..
ლაბეჭინას გამო პირველი დღიდან ამოვარდა ზემო კრიხი და ბარაკონი..
არჩილამ მინდაციხესთან არისო საბანაკე ადგილიო
მაგრამ –
ბარაკონი, მინდაციხე და მრავალძალი ერთ მხარეს იყო, ზემო კრიხი კი მეორეს
წინ და უკან რომ არ გვერბინა გადაწყდა დაბანაკება კრიხთან (ქვემო კრიხში) და დილიდან ჯერ ზემო კრიხის ნახვა და მერე ბარაკონი–მრავალძალის...

შევედით კრიხში, მივედით სოფლის ბირჟასთან – იქ ბიჭები იდგნენ ლუდით... ვეკითხებით ეკლესიასთან ხომ არ არისო საბანაკე ადგილიო..


გამოგვყვა იქაური გიზუკა კუბლაშვილი – ჩაჯდა მანქანაში ჩვენთან, გაგვესაუბრა.. დღეს კრიხობააო - გაგვახარა..

განახებთ ეკლესიას (ჩვენი აღდგენილიაო) და იქ საბანაკე ადგილიცაოო.

მიგვიყვანა ძლივს ორი სამარშრუტო ეკლესიასთან, მივბობღდით... ჰოდა....



რას ვხედავთ – სასაფლაოა გარშემო..


– აქ უნდა დავბანაკდეთ მეთქი?????
– აგერ ეკლესია – იგერ ჩემი ეზო – ღობეს იქეთო – კაი ადგილიაო...



– სასაფლაოზე დავბანაკდეთ თქო??

გიზუკა გვეუბნება:
– ეგ არაფერი – მაგენიო (სასაფლაოსკენ გაიქნია ხელი) არ შეგაწუხებენო – არ იხმაურებენო...



მეორე მანქანის მძღოლი აპიპინებს გადარეული
სასაფლაოს დანახვაზე თურმე ციცო დეიდას კინაღამ გული წაუვიდა...

გიზუკამ რომ შეგვამჩნია – ხალხს ფერი ეცვალა – კაი მაშინ წავიდეთი უკეთეს ადგილს განახებთო – ფრანგების ბანაკი იყოო – კარვები ედგათო...

წამოვბობღდით უკან...
მიგვიყვანა რაცხა მოთხრილ ადგილას.. – საბანაკე ადგილი კი არა – ორი მანქანა ვერ გაივლის ისეთი ვიწრო – გვერდით რაცხა ხრამია..



ვუყურებთ გიზუკას – ეს კაცი ხომ არ გვაშაყირებსო – ყველა ფიქრობს უკვე -
ლოყები აღაჟღაჟებული - კაი გვარიანად გრადუსშიც კი იყო...



მოკიდა ხელი იკო იკოს გიზუკამ – აძვერი ახლა ჭიშკრის ღობეზეო..


ვუყურებთ გადარეულები – ეს კაცი რას გვიპირებსო..
გადაძვრა იკო –იკო რკინის ღობეზე..
ახლა რაცხა გამოსწიეო...
გამოსწია იკომ რაცხა ..

ჰოდა გაიღო კარი და ვიღაცის დაკეტილი ეზო გამოჩნდა....



მშვენიერი ეზო.. – ეს ჩემი ნათლიისაა..
ჰოდა აქ დაისვენეთო – არავინ შეგაწუხებთო!

დედა... ამოვისუნთქეთ შვებით – თვარა კინაღამ დევიბენგადავირიენით...



კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 17 ნოე 2011, 10:26
by lama
კრებული რომ გამოიცეს ესეც ძალიან კარგი იქნება !!!!

კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Posted: 17 ნოე 2011, 13:13
by Gvalva
Ketevan Guliashvili

იმ იშვიათი შემოსვლებითაც შევამჩნიე და ძალიან მომწონს თქვენი (შემდგომში "შენი") იდეები.

მსგავს რამეს ადრეც ვფიქრობდით. Mrs. Robinson-ს აქვს ასეთივე იდეა ცოტა ხნის წინაც ვსაუბრობდით. ზამთრის სეზონზე უფრო უძრაობაა და კარავზე ლიტერატურული "მოძრაობა" ზამთარ-ზაფხულის წყვეტას არ გვაგრძნობინებს.

მს. რობინსონთან ერთად გთავაზობ კოტე ტბელის და გობეს კანდიდადურებს, ეს ის ადამიანებია, რომლებსაც სხვისი კარგად გაკეთებული საქმე ისევე ახარებთ როგორც საკუთარი.

კარგი იქნება ახლად შემოკარვებულებიც რომ ჩაერთონ ამ საქმეში, რომლებსაც სამწუხაროდ ნაკლებად ვიცნობ.

მეც სიამოვნებით მივიღებ საორგანიზაციო ფუსფუსში მონაწილეობას, თუ რამე შემეძლება