კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 22 ნოე 2011, 16:33

z g a r b i wrote:QAQUCA
შენც წახვალ და მეც წავალ კიდევ ერთხელ :wink:


ამის დიდი იმედი მაქვს, მომავალ ზაფხულს ვერცხლის ტბას ვიხილავ...
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 20:12

Archil wrote:ტრულალას მონათხრობი ფიტარეთში მოგზაურობის შესახებ

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან.

ფაქტიურად სურათის გარეშე აღწერილი მონათხრობია, თავის დროზე მოწონება დაიმსახურა.
საინტერესოა... გმადლობ არჩილ!

ისე... რა ბარაქიანი ყოფილა 2008!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 20:33

z g a r b i wrote:QAQUCA
შენც წახვალ და მეც წავალ კიდევ ერთხელ :wink:

Ketevan Guliashvili
ოკი, რახანც ეგრე გადაწყვიტე, მე არ მაქვს პრობლემა :)
წელს კალიაშზე და დიდღალაზე არ გადაგვიყვანა ჯონიმ, ხოდა იმედი მაქვს მეც წავალ... ოხოჯე კი მგონი ყველაზე ლამაზია....

ცირა, რამოდენიმე მიზეზია რის გამოც ასე "საჯაროობა" ვარჩიე.... :)

თან საამაყო გასვლა და თემაა... ;)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by iano » 22 ნოე 2011, 20:58

Ketevan Guliashvili

Maiko-adventurous მა აღწერა ძალიან კარგად ჩვენი გასვლა რაჭაში

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5266

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 21:09

iano wrote:Ketevan Guliashvili

Maiko-adventurous მა აღწერა ძალიან კარგად ჩვენი გასვლა რაჭაში

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5266
გაიხარე, ნინ! :)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by iano » 22 ნოე 2011, 21:11

კიდევ ერთი აღწერა რომ დავდო შეიძლება? ისიც ძალიან მომწონს :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 21:16

კიდევ ერთი დაუგეგმავი კონკურსია მგონი 2008ის და 2011ის ლაშქრობებს შორის:)

ხო, მეგობრებო, თვენს ნაწერებს აქაც ვაქვეყნებ და ვორდშიც გადამაქს, მერე კი ჟიურის საერთო ელექტრონულ მისამართზე გავაგზავნი.

თუ აქ გამოქვეყნებისას რაიმე შენიშვნა გექნებათ, ან შესწორება.... შიდა ფოსტით მომწერეთ და ჩავასწორებ.

ხო, აქვეუნდა ითქვას, რადგან კონკურსი ლიტერატურულია ყველა ფოტოს ვიღებ, რჩება მხოლოდ ტექსტი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 21:17

iano wrote:კიდევ ერთი აღწერა რომ დავდო შეიძლება? ისიც ძალიან მომწონს :)
გამოუშვი:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by iano » 22 ნოე 2011, 21:26

ამ აღწერას რომ ვკითხულობდი მეგონა მეც იქ ვიყავი ისე საინტერესოდ არის აღწერილი

მთაშენკას რეპორტაჟი ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5168

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 21:31

iano wrote:ამ აღწერას რომ ვკითხულობდი მეგონა მეც იქ ვიყავი ისე საინტერესოდ არის აღწერილი

მთაშენკას რეპორტაჟი ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5168
კი, ეს არწერა მეც დამამახსოვრდა... მესამეც გამოუშვი.

:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 22:13

მესამე კონკურსანტი

ტრული - ფიტარეთს ზღაპარი სამი მოგზაურისგან

განთიადი იყო, როდესაც სატახტო ქალაქის თბილისის ორთაჭალის ქარვასთან ცხენიდან ჩამოჯდა დონა ტრულა. იგი შორეული ქვეყნიდან იბერიაში ჩამოსული მოგზაური იყო. მას წინა დღით მისმა მეგობარმა, დონ ნიკოლა დე ვახანმა უთხრა, რომ იბერიის ტყეებში არის საიდუმლო მონასტერი, მის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, და მისი ბერები უკვე ათას წელზე მეტია ინახავენ გრაალის თასის საიდუმლოებას.
დონ ნიკოლა დე ვახანის ეს მონათხრობი კიდევ ერთმა ადამიანმა გაიგო, დონ არჩილ დე დაკოტელმა, და მანაც ისურვა გრაალის საიდულოს გაგება. სწორედ ამან მოიყვანა გამთენიისას დონა ტრულა ქარვასლასთან.
მზე ამოდიოდა, როდესაც მამაკაცებიც გამოჩდნენ და სამივე დაიძრა წალკის მიმართულებით მიმავალ საფოსტო კარეტის საძებნელად. კარეტა უბადრუკი იყო, მითი მხოლოდ მონები და გლეხები გადაჰყავდათ.
მგზავრები ჩასხდნენ, კუჩერმა შესძახა "ჰოე!" და გაემგზავრნენ დამტვერილ გზაზე.
გრძელი გზა გაიარეს, კარეტაში მარნეულელი გლეხები ჩასხდნენ, გაცდნენ თეთრ წყაროს და სოფელ დომანისის გადასახვევს მიუახლოვდნენ.
დონ ნიკოლას წინა მოგზაურობისას მომაკვდავი ბერი გადაეყარა გზაზე, და მან უადერძა შემთხვევით მგზავრს რუქა, რომელზეც მოცემული იყო საიდუმლო ორდენის კოორდინატები. რუქის თანახმად გზაც სწორად დომანისიდან უნდა დაეწყოთ მგზავრებს.

სამი მგზავრი ფეხით დაიძრა, გადაუხვიეს მთავარი გზიდან და გაიარეს სოფელი.
დიდხანს მიდიოდნენ მოტიტვლებილ მინდვრებზე, რომლებიც მიუხედავად გიორგობისთვისა მწვანე იყო.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს დაინახეს ძველი მიტოვებული საყდარი. კეთილშობილი იდალგოები ისე როგორ ჩაუვლიდნენ საყდარს, მისთვის მცირედი პატივიც რომ არ ეცათ?
რაინდები შევიდნენ საყდარში, ხოლო დაღლილი დონა ტრული, რომელიც ცდილობდა კაცებზე უარესად არ ევლო, იქვე ჩამოჯდა დასასვენებლად.
ამასობაში მათთან ცხენოსანი მივიდა, რომელიც დომენისისკენ მიდიოდა.
იდალგო ნიკოლამ ჰკითხა:
-კეთილშობილო ბატონო, გვსმენია, რომ ამ მხარეში საიდუმლო ორდენს დაუდვია ბინა ერთერთ მონასტერში, ხომ არ გსემია ამის შესახებ რამე?
-კეთილშობილო დონ, გეტყობათ შორი გზიდან მოდიხართ და არ ხართ ჩვენიანი. საიდან შეიტყვეთ ამ ორდენის შესახებ?
- მართალი ბრძანდები ბატონო ჩემო, შორეული ქვეყნიდან მოვდივარ. ამ ორდენმა კი გასაიდუმლოების მიუხედავად ისე გაითქვა სახელი, რომ ჩემს ქვეყანაშიც იმტერესდებიან მითი. ჩვენ 3 კეთილშობილი ბატონები და ქალბატონი გამოგვგზავნეს რათა მათ სიწმინდეებს ვცეთ თაყვანი.
- კეთილი ბატონო ჩემო, გეტყვით როგორ მიხვიდეთ. გაყევით ამ ბილიკს. გრძელი და რთული გზა გელით, უღრან ტყეში შეხვალთ, სადაც ბევრია ნადირი. შემდეგ ძველი დამალული ბილიკი უნდა იპოვოთ და მას მიყვეთ. უეცრად კი ულამაზეს ფიტარეთს იხილავთ! მეც ხვალ მაქეთ წამოვალ და შესაძლოა დაგეწიოთ.
- გმადლობთ კეთილშობილო ბატონო. - თვა დონ ნიკოლამ და მგზავტრებმა განაგრძეს გზა.
მართლაც ბევრი იარეს, გადაიარეს მთა და ტყეში შევიდნენ.

უღრანი ტყე დონა ტრულას სულ არ მოეჩვენა საშიშად. გიორგობის თვემ იგი შემოდგომის წითელ და ოქროს ფრად შეღება. მიწა დამალული იყო დაცვენილი ფოთლების ქვეშ და ერთადერთი ფერი სწორედვ ეს, გიორგობის თვის მოოქროსფრო წითელი იყო. თან მას ორი ისეთი გულადი, გმირული საქციელით განთქმული, კეთილშობილი იდალგო ახლდა თან რომ, არაფრის არ ეშინოდა და საფრთხის შესახებ არც უფიქრია.
კიდევ დიდხანს იარეს მოგზაურებმა ლამაზ ტყეში, როდესაც დონ ნიკოლა დე ვახანს მოშივდა და მგზავრები გზის პირას წასახემსებლად წამოჯდნენ.
გაიყვეს უბრალო საჭმელი, მიირთვეს და ახალი ძალღონით განაგრძეს გზა. დიდხანს იარეს თუ ცოტახანს, ცხრა მთა გადაიარეს და წააწყდნენ იმ დამალულ ძველ ბილიკს.
ბილიკი უღრან ტყედ ქცეულიყო, გზაზე ეკლოვანი და წვრილტოტა მცენარეები იზრდებოდა. დონა ტრულა არ დაუფრთხა არაფერს, ქალისთვის გასაკვირი შემართება გამოიჩინა და პირველი წავიდა წინ. გზას დონ ნიკოლას მიერ ბოძებული ჯოხით იკვლევდა. უღრანი ბილიკი დამთავრდა თუ არა, მგზავრები ისევ კარგ გზაზე აღმოჩნდნენ და მათ წინაშე, უეცრად, თითქოს არსაიდან ამ უღრან ტყეში წარმოსდგა დიდებული ფიტარეთის მონასტერი!
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:44, edited 3 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 22:14

ტრული - ფიტარეთს ზღაპარი სამი მოგზაურისგან (გაგრძელება)

ფიტარეთის სილამაზით გაოგნებული მგზავრები ჩამოსხდნენ გზის პირას და ტკბებოდნენ ამ დიდებული სილამაზით.
მათთან ორი დიდი ძაღლი მივიდა. ლეგენდის თანახმად გრაალის ბერებს ჰყავთ მცველი ძაღლები. თუ ძაღლი იგრძნობს რომ მოსულ მგზავრს გულში ვერაგული და მზაკვრული განძრახვა აქვს, მაშინვე დაგლეჯს მას, ხოლო თუ მიხვდება რომ მოსული გულით სუფთაა, მაშინ ელაქუცება. ამის შესახებ ჩვენმა მოგზაურებმა არ იცოდნენ, და ამიტომ ძალიან ზერელედ მიიღეს ძაღლების ლაქუცი.
გზის გაგრძელება უნდოდათ უკვე, როდესაც მათ ორდენის ბერი წამოეწია და შეაჩერა მოსულები.
- ვინ ბრძანდებით ბატონებო და საიდან მოხვედით აქ?
- დომანისიდან მოვდივართ მამაო. - მიუგო დონ არჩილმა.
- თქვენ არ მიპასუხეთ პირველ კითხვაზე, ვინ ხართ?
- შორეული ქვეყნიოდან ჩამოვედით, გვსმენია რომ ამ დამალულ მონასტერში დიდი სიწმინდეები ინახება და მთელი ჩვენი ერის სახელით გვინდა თაყვანი ვცეთ.
მამაომ გადახედა ძაღლებს, რომლებიც არხეინად ელაქუცებოდნენ მგზავრებს. ამან იგი ცოტა დაამშვიდა.
- კი მაგრამ - თქვა მამაომ და გადახედა დონა ტრულას - ქალი იქ ვერ შევა!
უნდა გამოვტყდეთ და ვთქვათ, რომ დონა ტრულა ამ გზაზე წამოვიდა იმიტომ რომ დაიღალა ქალაქის ფუსფუსით, და არა სიწმინდეების სანახავად. ამიტომ სულაც არ განაწყენებულა. მის მაგივრად მამაოს დონ ნიკოლამ უპასუხა:
- დონა ტრულა მოკრძალებული ქალბატონია, მხოლოდ გარედან დატკბება ეკლესიის სილამაზით და მაშინვე წავა იქეთ, საითან გვიბრძანებთ დაბანაკებას.
ასეთი პასუხი მოეწონა მამაოს და ერთად გაუდგნენ გზას. გადაკვეთეს ღელე და მივიდნენ მდელოსთან.
- აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ კეთილშობილო სტუმრებო. წყალიც აქვეა, ცეცხლსაც დაანთებთ და იმედი მაქვს ჩვენს სტუმართმოყვარე მიწაზე თავს კარგად იგრძნობთ. - უთხრა მამაომ მგზავრებს. მათაც მოეწონათ ეს ადგილი, მაგრამ დაბანაკებამდე ეკლესიის ხილვა მოისურვეს.

ეკლესიის დიდებულმა სილამაზემ ახლოდან უფრო აღაფრთოვანა მგზავრები.
ეს რა ხელმა გამოკვეთა ქვაზე ასეთი რთული ჩუქურთმები? ეს რა ნიჭმა გააცოცხლა მკვდარი ქვა, აამღერა, ააყვავა...
ოთხივე კედელზე და გუმბათზე უხვად იყო ეს ჩუქურთმები...
დიდებული ეკლესია აქაური თავადების - ორბელიანებისა არის თურმე, მაგრამ მას მთლიანად ფლობენ ორდენის ბერები და იცავენ მის სიწმინდეებს. თავადები კი ყოველ წელს დიდძალ შემოსაწირს აძლევენ ბერებს და მონებსაც უგზავნიან.
სანამ კეთილშობილი იდალგოები თაყვანს სცამდნენ სიწმინდეებს, დონა ტრულა გარეთ იცდიდა და ტკბებოდა ულამაზესი ბუნებით და მზის ჩასვლით.
მალე იდალგოები გამოვიდნენ ტაძრიდან, აიკიდეს გუდა-ნაბადი და საბანაკე მდელოსკენ გაეშურნენ.
თვალის დახამხამებაში დონ არჩილმა დაანთო კოცონი, დონ ნიკოლამ კი გაშალა დიდებული კარავი, რომელიც შესშვენოდა კეთილშობილ მგზავრებს.

დაბინდდა, ღამე იკრეფდა ძალას ხეობაში, ხეები იფლობოდნენ ბნელ ბურუსში. ცაზე აინთო უთვალავი ვარლსკვავი. და მათი ციმციმი ცივ და სუსტ ნათებას ანიჭებდა წყვდიადში ჩაფლულ ხეობას, სადაც მხოლოდ ერთი სინათლის წერტილი იყო - დონ არჩილის მიერ დანთებული კოცონი, რომელსაც სამი მგზავრი შემოუსხდა და გემრიელად მიირთმევდნენ სახელდახელოდ დამზადებულ ვახშამს და ცხელ ყავას აყოლებდნენ.
სუსხიანი ღამე იყო. მგზავრები მიიყუჟნენ კოცონთან, სითბოს და სინათლის ერთადერთ წყაროსთან ამ ცივ და მიუსაფარ ბნელ ღამეში.
დონ ნიკოლამ ამოიღო დოქი, რომელშიც არაყი იყო და შესთავაზა თანამეონახეებს.
ჯერ ღვთის სადიდებელი დაილია, შემდეგ სამშობლოსი და ამ სტუმატრთმოყვარე იბერიის მიწისა.
მგზავრებს მონასტრის ძაღლი შეუერთდა. ალბათ სწორეთ ეს მურა ეგონა კეთილშობილ დონ ნიკოლას მელაკუდა, შესაძლოა სიბნელეში მან ვერ განასხვავა...
დონ ნიკოლა გამოესაუბრა მურიას, გაირკვა რომ იგი წმინდა მურაა, ბერები მას ცოდვების მოსანანიებლად ამარხულებენ, ახლა კი ყველაფერი მოვინანიეო და მშიაო, ასე დაასრულა მურამ მონათხრობი.
დაილია მეგობრობის, წასულთა, დიდ წინაპართა და სიყვარულის სადღეგრძელოები.

ღამის წყვდიადს ამასობაში მგზავრთა უსუსური კოცონის გარდა მთის წვერიდამ ამოსული მთვარეც შეებრძოლა და უმალვე დაამარცხა!
დონა ტრულა ისე მოიხიბლა მთვარის მკრთალი ნათებით, რომ აწია თასი და მისი სადღეგრძელოც შესვა! დონ ნიკოლას ეს ძალიან ესიამოვნა, ვინაიდან მთვარეს თავის მფარველად მიიჩნევს.
ამაზე დონა ტრულამ უპასუხა, რომ მისი მფარველი დიდი ღმერთი მარსია, მარსი თავდაპირველად ველური ბუნების ღვთაება იყო. ამიტომ როდესაც დონა ტრულა სამოგზაუროთ მიდის, იგი ყოველთვის სთხოვს მარსს მფარველობას!
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 ნოე 2011, 13:18, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 22:16

ტრული - ფიტარეთს ზღაპარი სამი მოგზაურისგან (გაგრძელება)

ბევრ რამეზე საუბრობდნენ მგზავრები კოცონთან. დონ არჩილი ტრაბახობდა თავისი მამაცობით. დონ ნიკოლა უმეტესად დუმდა, მიუხედავად იმისა რომ მის მამაცობაზე ტრუბადურები სიმღერებს თხზავდნენ და მთელს ქვეყნიერებას მოსდეს უშიშარ და დაუღალავ მოგზაურ დონ ნიკოლა დე ვახანის თავგადასავლები.
დონა ტრულამ კარგად იცოდა კეთილშობილი იდალგოს დონ ნიკოლას მამაცობის და თავგადასავლების შესახებ და სათანადოდ აფასებდა მის მოკრძალებას.
შუა ღამე ახლოვდებოდა, დონ არჩილმა მოისურვა ეკლესიისკენ გაბრუნება, ეგებ ბერების ლოცვაზე დასწრების ღირსი გამხდარიყო. დონა ტრულა და დონ ნიკოლა კი მშვიდად შეჰყურებდნენ უთვალავი ვარლსკვავებით მოჭედილ ცას და საუბრობბდნენ ცხოვრების ამაოებაზე და ბუნების მშვენიერებაზე.
დონ არჩილს არ გაუმართლა ლოცვაზე დასწრებაში და მალევე მობრუნდა ბანაკში.
დაღლილ დაქანცული მგზავრები კარავში დასაძინებლად დაწვნენ და დაიძინეს.

დილა გათენდა, მზე ამოვიდა და უკან დაახევინა ჯერ წყვდიადს, შემდეგ ყინვასაც.
პირველი დონ ნიკოლა დე ვახანი ადგა, გაიხედა გარეთ, დაინახა თეთრი თრთვილით შემოსილი არემარე და უკან თბილ კარავში დაბრუნდა და არხეინად ძილი განაგრძო.
მეორე დონა ტრულა ადგა. მას ბუნება უკვე თეთრი თრთვილის სამოსის გარეშე დახვდა. მზე მაღლა აიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან და სუსტ, მაგრამ თბილ სხივებს უგზავნიდა მარტოსული კარავის ბინადრებს.
ბოლოს დოპნ არჩილმაც დააჭყტა თვალები და დონა ტრულას მიერ შეგულიანებული ადგა და დაანთო კოცონი.
დონა ტრულამ აადუღა ყავა და მამაც რაინდებს დაუსხა. კეთილშობილ ნიკოლას ჯერ კიდევ ეძინა, თან ტრულას ადგომის შემდეგ, ტრულას თბილი, ნაქები საძილეც მას ერგო, და ასეთი სითბოდან გამოსვლა სულაც არ უნდოდა.
ყავა კი ცივდებოდა.
დონა ტრულამ რამდენიმეჯერ შეიხედა კარავში და სცადა მეგობრის გაღვიძება, ხოლო როდესაც ამ საქმის უშედეგობაში დარწმუნდა, მამაცი დონ ნიკოლას კათხა ნაკვერჩხლებზე დადო, რათა არ გაციებულიყო და პირის დასაბანად წყაროსკენ გაეშურა.
ამასობაში დონ ნიკოლაც როგორც იქნა ადგა და მგზავრები საუზმეს შეუდგნენ.

გემრიელი და ხანგძლივი საუზმის შემდეგ ბანაკის აშლის დროც დადგა...
სევდით ემშვიდობებოდნენ მოგზაურები ამ ლამაზ მდელოს... გზას გაუდგნენ და უკან მურა მოსდევდათ. მონასტრისკენ ავიდნენ. აქ ბალახზე ჩამომჯდარი ბერები დახვდნენ.
- დილა მშვიდობისა პატივცემულო მამაოებო - მიესალმა მათ დონ ნიკოლა
- ღმერთი გფარავდეთ კეთილშობილო მგზავრებო!
- ტანძიის გზას ხომ ვერ გვასწავლით?
- ამ გზას მიყევით - და მამაომ ეკლესიიდან ქვემოთ მიმავალი გზა აჩვენა - სულ წინ ივლით, ხრამის ციხესთან ჩახვალთ, შემდეგ ხიდით მდინარეს გასდაკვეთავთ და ზემოთ მთას აუყვებით.
- თუ შესაძლოა იქ ცხენები ვიქირავოთ, ან საფოსტო ეტლი ვნახოთ რათა სატახტო ქალაქში ჩავიდეთ
- არა, უკვე გვიანია,... მაგრამ გზა გააგრძელეთ და 1 საათში ქვეშამდეგ ჩახვალთ, იქ დიდებული ციხის წინ გადის დმანისიდან მომავალი საქარავნო გზა და რამეს ეგებ გადაეყაროთ.
ასე დაემშვიდობნენ მგზავრები მამაოს და ტყეში შევიდნენ.
ულამაზესი იყო წითელი ფოთლებით მოფენილი გიორგობის თვის ტყე. ზოგ ხეს სამოსი აღარ ჰქონდა, ზოგი წითლად, ზოგი ოქროსფრად, ზოგიც კი მომწვანო მოყვითალო სამოსით იწონებდა თავს... ფერთა ამ კალეიდოსკოპით მიწაც აჭრელებულა...
ზოგან კი ამ შემოდგომის ფერთა გამოფენისთვის სრულიად შეუფერებლად მწვანედ ხასხასებდნენ მარადმწვანე მცენარეები... მათი სიმწვანე კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობოდა შემოდგომის მიწურულს.
ბევრი იარეს თუ ცოტა, მათ უკნიდან შემოძახილი მოესმათ, მიიხედეს და გუშინდელი ცხენოსანი დაინახეს
-ხომ ვთქვი კიდევ შევხვდებით თქო! - შემოსძახა მან ფეხოსნებს და წინ გააჭენა.
სამ მგზავრს კუდში ერთგული მონასტრის მურა მიყვებოდა, რომელსაც ალბათ მობეზდრა მონაზვნების განაწესი და ქალაქური ცხოვრებით ტკბობა სურდა.
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 ნოე 2011, 13:19, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 22 ნოე 2011, 22:17

ტრული - ფიტარეთს ზღაპარი სამი მოგზაურისგან (გაგრძელება)

კიდევ საკმაო ხანს ტკეპნეს მოგზაურებმა დაცვენილი ფოთლები, როდესაც უეცრად დასრულდა ტყე და ისინი ლამაზ ველზე გავიდნენ. წინ დიდებული ციხის კოშკები დაინახეს, მარჯნივ კი, მდინარის მეორე პირას, კლდეში მღვიმეები იყო გამოკვეთილი. ნეტავ ვისი ციხეა, ვინ არიანმ მისი მცველები...
- მე წინ წავალ - თქვა დონ ნიკოლა დე ვახანმა. - შესაძლოა ვინმე ნაცნობიც იყოს... კარგად დავენახვოთ, მიხვდნენ რომ უბრალო მოგზაურები ვართ.
გადაკვეთეს მდელო, შევიდნენ ისევ ტყეში და კლდეზე ამაყად აღმართული დიდებული ციხის ძირში აღმოჩნდნენ. გარს მდინარიდან გადმოყვანილი წყლის ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომლის გარშემოც ხასხასა მწვანე მცენარეები იზრდებოდა. დონ ნიკოლა გაეშურა კარიპჭისკენ და საყვირში ჩაბერა.
სარკმელიდან ციხის მცველმა გადმოიხედა.
- ვინ ხართ და რისთვის მოხველთ?
- მე დონ ნიკოლა დე ვახანი ვარ, ესენი კი ჩემი თანამგზავრები, დონა ტრულა და დონ არჩილ დე დაკოტელი არიან. ჩვენ ფიტარეთის საიბუმლო ორდენის სიწმინდეებს ვეცით თაყვანი და ახლა ტანძიისკენ მივდივართ, რათა სატახტო ქალაქში დავბრუნდეთ!
- დონ ნიკოლა დე ვახანი? თქვენ ლეგენდარული რომაელი მოგზაურის ნიკოლუს ვახანუსის ჩამომავალი ხომ არ ბრძანდებით?
- ნამდვილად, გახლავართ!
- მაშინ, კეთილშობილო დონ, გთხოვთ მობრძანდეთ თქვენც და თქვენი თანამგზავრებიც. ციხეში ახლა ერისთავი ორბელიანის ვაჟი გახლავთ, და იგი მოხარული იქნება სადილად დაგპატიჟოთ.
მგზავრები ციხეში შევიდნენ. დაისვენეს, თითო ჭიქა თბილი ღვინო დალიეს და მიუხედავად სადილად მოპატიჟებისას გზა განაგრძეს.
ცოტაოდენი გაიარეს და ორბელიანთა მონები დაინახეს, მათ ალბათ ფიტარეთისკენ მიერეკებოდნენ, ბერებისთვის შესაწირად.
ხრამზე საცალფეხო ხიდით გადავიდნენ და მთისკენ მიმავალ გზას აუყვნენ.

გზა გველივით იკლაკნებოდა და სულ ზევით და ზევით, მთის წვერზე ადიოდა, სადაც სოფელი ტანძია მდებარეობდა.
მგზავრებმა რამდენიმეჯერ შეისვენეს. დონა ტრულა მთელი გზა ცდილობდა თანამგზავრ მამაკაცებზე უარესად არ ევლო, მაგრამ აღმართზე შეიმჩნა მისი სისუსტეც, და მოუკლო მან სვლას, იმედით რომ შემდეგ დაღმართზე აანაზღაურებდა. უკვე მოშივდათ კიდევაც მგზავრებს.. მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა იყო დარჩენილი. ბოლოს როგორც იქნა ფოთლოვანი წითელ-ოქროსფერი ტყე მწვანე წიწვნარმა შეცვალა და აი, ერთი აღმართიც და სოფლის კიდევ გამოჩნდა.
კიდევ ცოტაც და სიქაგაცლილი და მშიერი მგზავრები უკვე ტანძიიდან ქვეშისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
ტანძიელები გაკვირვებით უცქეროდნენ შორი გზიდან მომავალთ...
სოფელსაც გაცდნენ... უკვე სანარტელი გაუხდათ, ეგებ ცარიელი ეტლი ან ფაეტონი შეგვხვდეს და საქარავნო გზამდე ჩაგვიყვანოსო... მაგრამ ამაო იყო მათი იმედები..
ბოლოს დონა ტრულამ ვეღარ გაუძლო. მთელი გზა ცდილობდა კაცებისთვის ტვირთად არ ქცეულიყო, და ბოლოს ვეღარ აიტანა და დასვენება მოითხოვა.
დონ ნიკოლას კი ისე შიოდა რომ მოხარულიც იყო, შეისვენეს. სახელდახელოს ამოალაგეს საგზალი და დაიწყეს ჭამა, როდესაც გზაზე ურიკა გამოჩნდა. დონა ტრულის ცალ ხელში საჭმელი ეჭირა, ისე გაიქცა და გააჩერა ურიკა. მგზავრებმა გუდა-ნაბადი სწრაფად ჩადეს ურიკაში და გაემგზავრნენ საქარავნო გზისკენ, თან ჭამაც განაგრძეს.
მათი ხასიათი ბევრად გამოასწორა ამ წარმატებამ. ქვეშის დიდებული ციხეც გამოჩნდა.
- კეთილშობილო იდალგოებო და ძვირფასო დონა - მიმართა მგზავრებს ურიკისპატრონმა - მე ორბელიანის ყმა გახლავართ და ქვეშის ციხეში ვარ დაბარებული. ასე რომ არ იყოს თბილისამდე ჩაგიყვანდით, მაგრამ რას იზამ, უნდა დავშორდეთ, თუმცა ღრმად ვწუხვარ რომ მეტ პატივს ვერ გცემთ.
მოგზაურები მიუხედავად ამისა ძალიან მადლობლები იყვნენ და თბილად დაემშვიდობნენ ყმას.

საქარავნო გზაზე ჩამოსხდნენ ჩვენი მგზავრები იმედით რომ შეგვიანებულ ქარავანს მაინც მიყვებოდნენ. ამ დროს მათ მავრი მიუახლოვდა და მიესალმა
- სალამ ალეიკუმ კეთილშობილო ბატონებო და ქალბატონო. ალახის დიდება იყოს. სხვა რჯულის ვართ, მაგრამ ეგებ დავემგზავროდ ერთმანეთს? მე მარტო ვარ, ალახის წყალობით მუხამედ იბნ მუსტაფა, მარნეულში მივდივარ. ამ დროს ქარავანს ვეღარ იპოვით, ვერც დმანისიდან, ვერც კაზრეთიდან და ეგებ ერთად ავიყვანოთ აქლემი, იაფი დაგვიჯდება, და მარნეულში ჩავიდეთ? იქიდან კი საფოსტო კარეტა გადის სატახტო ქალაქისკენ.
მგზავრებს მოეწონათ მავრის აზრი და უმალვე იქირავეს აქლემი, შემოსხდნენ და მარნეულისკენ გასწიეს.
აქლემმა ძუნძულით ჩაიყვანა მოთენთილი მგზავრები ქალაქში.
აქ მუხამედ იბნ მუსტაფამ სიტყვა შეასრულა, მიიყვანა საფოსტო კარეტასთან მგზავრები და თბილად დაემშვიდობა მათ.
სამი მოგზაური უკვე ნახევარი საათის შემდეგ კი დედაქალაქის მისადგომებთან იყო მოსული.
ჭირი იქა
ლხინი აქა
ქატო იქა
ფქვილი აქა
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 ნოე 2011, 13:20, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ნოე 2011, 14:06

მეოთხე კონკურსანტი
Maiko-adventurous -ზემო რაჭა (2011წ.)

მეორე დღეს დილა მზიანი გათენდა, რაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩვენთვის -სინოპტიკოსები წვიამას ვარაუდობდნენ. ბ-ნ ალექსანდრემ დილაადრიან წამოგვყარა და გაგვრეკა კატიწვერასკენ. გზა მთლად მარტივი არ იყო, ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია და ქოშინით მივყვებოდი დანარჩენებს.
შებინდებისას უკვე ალპურ ზონაში გავედით. ღამდებოდა და საკარვე ადგილი სწრაფად უნდა შეგვერჩია. ბოლოს ერთი შედარებით სწორი ადგილი მოვნახეთ, ხეებივით მაღალი ბალახი დავტკეპნეთ და კარავიც გავშალეთ. ძალიან ციოდა. ცეცხლს ვერ ვანთებდით - შეშას იქ ვერსად ვიპოვიდით. ალექსის გაზის ბალონებმა გადაგვარჩინა ცხელი ყავა/ჩაი მივირთვით და ხუთივე ერთ კარავში შევიჭუჭყეთ.

მესამე დღე საკმაოდ რთული იყო. გამთენიისას ავიშალეთ და კატიწვერას დასალაშქრად გავეშურეთ (ალექსიმ ყავაც კი არ დაგვალევინა...... ). გვინდოდა კატიწვერაზე 12 საათამდე ავსულიყავით, რომ იქედან უმშვენიერესი ხედები დაგვენახა. როგორც ბ-ნ ალექსანდრე ამტკიცებდა, 12-ის შემდეგ ამინდი აირეოდა, ნისლით დაიფარებოდა იქაურობა და ვერაფრის ნახვას ვეღარ შევძლებდით. ამიტომ ვჩქარობდით და ვცდილობდით ნაშუადღევს უკვე ადგილზე ვყოფილიყავით. თუმცა, 12-დე ასვლა მაინც ვერ მოვახერხეთ აღმართი საკმაოდ რთული გადასალახი აღმოჩნდა. ალექსიმ, იანომ და მარიამომ მარტივად გაართვეს თავი კლდეზე ცოცვას, აი მე კი, ლამის პარაკლისი გადავიხადე ნაშალი ქვა ფეხქვეშ გვეცლებოდა და სხვა ყველა სიკეთესთან ერთად იმაზეც უნდა გვეზრუნა, რომ ჩამოვარდნილი ქვები მოგვეგერიებინა
დაახლოვებით პირველის ნახევარზე როგორც იქნა ავბობღდით და დავეშვით უძირო ტბისკენ (რომელსაც ადგილობრივები რატომღაც ”უპირო ტბას” ეძახიან).
ალექსანდრე მართალი გამოდგა - მზიანი ამინდი მომენტალურად ღრუბელმა შეცვალა. 3-4 წუთის ინტერვალით ხან წვიმას იწყებდა, ხან მზე გამოანათებდა, ხან სეტყვა წამოვიდა და მოკლედ - ნისლში გაეხვია იქაურობა. სვანეთის მთების დანახვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ის სილამაზეც საკმარისი იყო, რაც იქ დაგვხვდა. არაფერია, სვანეთს მომავალ წელს გადავხედავთ

მოკლედ, დავტკბით რა კატიწვერას ეშხითა და სილამაზით, შოვისკენ ავიღეთ გეზი. ჩამოსვლა გაგვიჭირდა ეს იყო ალბათ ყველაზე რთული საღამო/ღამე მთელი გასვლის განმავლობაში
წამოვიდა წვიმა, ხუთივე დავსველდით და ძალიან გვციოდა. გზა საკმაოდ გრძელი იყო. ამასობაში მე წაქცევა მოვასწარი და ფეხი ვიტკინე. დედასთან მინდათქო ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ცოტაღა მაკლდა...
იყო ტალახი და ჭყაპი, ფეხი სრიალებდა. სხვა რა გზა ჰქონდა ალექსანდრეს, დაკოჭლებულს ხომ არ დამტოვებდა?! მომკიდა ხელი და მისი დახმარებით მივუყვებოდი ატალახებულ დაღმართებს. დანარჩენი გოგოები მხნედ იყვნენ, თუმცა აღტაცების შეძახილები მალე აღარ ისმოდა, ყველა დადუმდა და ერთი სული გვქონდა ჩაგვეღწია სოფლამდე.
გზაში დაგვიღამდა. ტყეში სიბნელეში მოგვიწია გზის გაკვლევა. თან წვიმდა და დაღმართი უსასრულო ჩანდა. აბსოლუტურად სველი გვქონდა ყველაფერი. გზაში მოვილაპარაკეთ, ის საღამო კოტეჯში გაგვეტარებინა და როგორც ალექსანდრე იძახდა ”რეაბილიტაციის” დღე მოგვეწყო შემდეგი დღისთვის.
ღამის პირველი საათისთვის (თუ უფრო გვიან არა) სოფლამდე ჩავაღწიეთ. გადავურეკეთ ნაცნობ დარაჯს, კოტეჯის ამბავი რომ გვეკითხა. გვითხრეს, კოტეჯი ხელმისაწვდომი იყო და ჩვენც გახარებულები დავადექით გზას იმ იმედით, რომ მალე ბოლო მოეღებოდა ამ ტანჯვას და მოვისვენებდით.
დანიშნულების ადგილამდე დაახლოვებით 2 კილომეტრი გვქონდა დარჩენილი, როცა ჩვენს ”ასაყვანად” ე.წ. ”მარშუტკა” წამოგვეწია, რომელიც ჩვენს ნაცნობ დარაჯს გამოეგზავნა.
მალე ჩვენს პანსიონატში (თუ ტურბაზაში)მივედით. სამწუხაროდ იქ მოულოდნელი უსიამოვნება შეგვემთხვა. დაგვხვდნენ ნასვამი ადგილობრივი ხეპრეები, შეგვიპატიჟეს ერთ-ერთ კოტეჯში და ჩვენთან ერთად ქეიფს აპირებდნენ ალექსის სასტიკი წინააღმდეგობის, ჩვენი ერთობლივი ძალიანობის, ათასი ახსნა-განმარტების და ხვეწნის შემდეგ და იმის მერე რაც ჩაი ფაქტიურად ძალით გვასვეს, გამოვედით კოტეჯიდან და ჩვენი შეკვეთილი ოთახი მოვიკითხეთ. ჩვენს იმედგაცრუებას და გაბრაზებას ზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ-ერთმა მთვრალმა მასპინძელმა ერთ-ერთ კოტეჯში შეგვიყვანა და გვითხრა - ეს ჩემი ოთახია, მე აქ ვცხოვრობ და მძინავსო, თქვენც შეგიძლიათ აქ დაიძინოთ და მე გვერდით ოთახში ვიქნებიო. შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ჩვენ ქირაობა გვინდოდა კოტეჯის და არა ვიღაცის ოთახში შესახლება, რაზეც გვიპასუხეს, რომ სხა კოტეჯების გასაღებები არ ჰქონდათ და ვერსად შეგვიშვებდნენ ამის გარდა, ოთახი, რომელშიც გვიშვებდნენ არ იკეტებოდა (ნუ ასე გვეუბნებოდნენ ყოველშემთხვევაში) და იქ გარდა იმ ერთი ადამიანისა სხვებიც ათენებდნენ ღამეებს
მოკლედ, შოკირებულნი და გაბრაზებულები წამოვედით უკან... ამ დროისთვის უკვე 3 საათი შესრულდა. გარეთ არავინ იყო, ვისაც ღამის გასათევს ვთხოვდით. კარვის გასაშლელ ადგილსაც ვერ ვიპოვიდით. თან ყველაფერი სველი გვქონდა. გადავწყვიტეთ მეორე ტურბაზაში წასვლა და ოთახის ქირაობა. როგორც იქნა მივაღწიეთ ტურბაზას, მაგრამ რად გინდა? ყველაფერი დაკეტილ-ჩარაზული დაგვხვდა. ვეცადეთ პატრონისთვის ხმა მიგვეწვდინა: ვიძახეთ, ვიყვირეთ, მაგრამ არავინ გამოჩნდა. სხვა გზა არ გვქონდა, ის ღამე გარეთ უნდა გაგვეტარებინა მოვნახეთ ერთი შედარებით მშრალი ადგილი, გავშალეთ ჩვენი საგებელი, გავეხვიეთ საძილეებში და დავიწყეთ ლოდინი, იმედი გვქონდა გამთენიისას ვინმე ცოცხალი ჩაივლიდა და რამე სასარგებლოს გვეტყოდა
ერთმანეთს ვაღვიძებდით, ვცდილობდით არ ჩაგვძინებოდა, რადგან ჩაძინებულებს უფრო შეგვცივდებოდა, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით (შეძლებისდაგვარად), მაგრამ ბოლოს ყველა გავითიშეთ და მიგვეძინა
დაახლოვებით დილის 7 საათზე გამოგვეღვიძა. ალექსიმ როგორც იქნა მიაწვდინა ხმა ტურბაზის ”დირექტორს”, რომელსაც თურმე ღრმად ეძინა და ხმამაღალი მუსიკა ჰქონდა მთელი ღამე ჩართული, ამიტომ ვერ გაუგია ჩვენი ძახილი ღამით. მივიღეთ კოტეჯის გასაღები და გავეშურეთ დასაბინავებლად. ოთახი საბჭოთა დროს ნაყიდი დამტვრეული ავეჯით იყო გაწყობილი. გარშემო იმდენი მტვერი იყო, სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდის შემდეგ იქ არც არავინ შესულა მაგრამ ვინ ჩიოდა ამ ამბავს, ჩვენს საძილეებში გავეხვიეთ და დავიძინეთ.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:48, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]