კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 17 ნოე 2011, 18:15

lama wrote:კრებული რომ გამოიცეს ესეც ძალიან კარგი იქნება !!!!
ეჰ, 1 ნაშრომით კრებულს ვერ გამოვცემთ (ისე თუ კარგი ნამუშევრები იქნება რატომაც არა!) არავინ აქტიურობს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 17 ნოე 2011, 18:58

Gvalva wrote:Ketevan Guliashvili

იმ იშვიათი შემოსვლებითაც შევამჩნიე და ძალიან მომწონს თქვენი (შემდგომში "შენი") იდეები.

მსგავს რამეს ადრეც ვფიქრობდით. Mrs. Robinson-ს აქვს ასეთივე იდეა ცოტა ხნის წინაც ვსაუბრობდით. ზამთრის სეზონზე უფრო უძრაობაა და კარავზე ლიტერატურული "მოძრაობა" ზამთარ-ზაფხულის წყვეტას არ გვაგრძნობინებს.

მს. რობინსონთან ერთად გთავაზობ კოტე ტბელის და გობეს კანდიდადურებს, ეს ის ადამიანებია, რომლებსაც სხვისი კარგად გაკეთებული საქმე ისევე ახარებთ როგორც საკუთარი.

კარგი იქნება ახლად შემოკარვებულებიც რომ ჩაერთონ ამ საქმეში, რომლებსაც სამწუხაროდ ნაკლებად ვიცნობ.

მეც სიამოვნებით მივიღებ საორგანიზაციო ფუსფუსში მონაწილეობას, თუ რამე შემეძლება
Gvalva

ამ კუთხით არ მიფიქრია და მართლაც ბევრად მრავალწახნაგოვან დადებით შედეგებს გამოიღებს ეს იდეა ვიდრე თავიდან ჩანდა.

ასეთი სახის კონკურსში, მონაწილეობა-გამარჯვება და კარგ ლაშქრობაში სიარული თანაბრად სასიამოვნოდ გასახსენებელი მიღწევაა (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში).

იმედია თვის ბოლოს ერთი უკვე მოწოდებული ნაშრომის გარდა კიდევ გვექნება სხვა ლაშქრობების აღწერილობებიც.

თქვენს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები საყოველთაო ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ (ახლად შემოკარვებულებშიც, რომლებიც მათ მხოლოდ ფორუმის წერილებით ვიცნობთ).

თქვენი "პატრონაჟის" ქვეშ ყოფნა კი ძალიან საპასუხისმგებლო და გამახნევებელია.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 20 ნოე 2011, 18:36

მეგობრებო გამოცნობებთ, რომ სპეციალურად ამ კონკურსისათვის შეიქმნა ახალი ელექტრონული მისამართი სადაც შეგიძლიათ ზემოთხსენებული ნაშრომები გამოაგზავნოთ.

karavi_lit.ge@yahoo.com

საგასაღებო სიტყვას დაეგზავნება 5ვე ჟიურის წევრს და შესაბამისად გაადვილდება ამ მისამართზე გამოგზავნილი მონათხრობების ნახვაც, ამასთან კონკურსიც უფრო გამჭვირვალე გახდება.

გისურვებთ წარმატებებს!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Int3lig3nt » 20 ნოე 2011, 20:54

Ketevan Guliashvili
მაინცდამაინც 2011 წლის ლაშქრობა უნდა იყოს?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 20 ნოე 2011, 21:05

Int3lig3nt wrote:Ketevan Guliashvili
მაინცდამაინც 2011 წლის ლაშქრობა უნდა იყოს?
გამოუშვი რაცაა:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია


User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Int3lig3nt » 21 ნოე 2011, 01:02

Ketevan Guliashvili
ერთი ეს, ზღარბის ჩანაწერები ტობავარჩხილზე:
http://lib.ge/mybook/index.php?book=08634

მეორე კი 2008 წლის ომის დროს რაჭაში რომ ვიყავით, მე, ალექსა, მარიტა, ნათია, შიკოლადა და სერგი, მაგ ლაშქრობის რეპორტაჟია.
მონათხრობი დიდი ვერაფერი, მარა ჩემი აზრით საინტერესო იქნება მოლაშქრის თვალით დანახული თუ განცდილი ომი.
თუ თვლი, რომ შეიძლება საინტერესო იყოს ეს რეპორტაჟი, ვეცდები უახლოეს მომავალში ცოტა სხვა ფორმა მივცე.
(სამწუხაროდ ფოტოები აღარ იხსნება და ვეცდები ეგეც გამოვასწორო)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=14 ... 89e#145500
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by z g a r b i » 21 ნოე 2011, 11:24

Int3lig3nt wrote:Ketevan Guliashvili
ერთი ეს, ზღარბის ჩანაწერები ტობავარჩხილზე:
http://lib.ge/mybook/index.php?book=08634
ეგ იმხელაა დაეზარება ჟიურის წაკითხვა :lol:
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by domciko » 21 ნოე 2011, 16:32

z g a r b i

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა... შეგრძნება დამეუფლა რომ მეც თქვენთან ერთად ვიყავი,მეც ისევე მციოდა როგორც თქვენ და მეც ისევე გამეხარდა ის ნაპოვნი ბილიკები....
მოკლედ მადლობა ამ აღწერისთვის და 5+ :)))
პ.ს. იქნებ ბმული მომცე აღწერების სადაც ფოტოებიც იქნება, კარგი?:**** :roll:

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by z g a r b i » 21 ნოე 2011, 19:28

domciko wrote:z g a r b i

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა... შეგრძნება დამეუფლა რომ მეც თქვენთან ერთად ვიყავი,მეც ისევე მციოდა როგორც თქვენ და მეც ისევე გამეხარდა ის ნაპოვნი ბილიკები....
მოკლედ მადლობა ამ აღწერისთვის და 5+ :)))
პ.ს. იქნებ ბმული მომცე აღწერების სადაც ფოტოებიც იქნება, კარგი?:**** :roll:
:oops:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3614
დატკბი :wink:
Image


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 21 ნოე 2011, 21:03

Int3lig3nt wrote:Ketevan Guliashvili
ერთი ეს, ზღარბის ჩანაწერები ტობავარჩხილზე:
http://lib.ge/mybook/index.php?book=08634

მეორე კი 2008 წლის ომის დროს რაჭაში რომ ვიყავით, მე, ალექსა, მარიტა, ნათია, შიკოლადა და სერგი, მაგ ლაშქრობის რეპორტაჟია.
მონათხრობი დიდი ვერაფერი, მარა ჩემი აზრით საინტერესო იქნება მოლაშქრის თვალით დანახული თუ განცდილი ომი.
თუ თვლი, რომ შეიძლება საინტერესო იყოს ეს რეპორტაჟი, ვეცდები უახლოეს მომავალში ცოტა სხვა ფორმა მივცე.
(სამწუხაროდ ფოტოები აღარ იხსნება და ვეცდები ეგეც გამოვასწორო)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=14 ... 89e#145500
დიდი მადლობა!!! ძალიან მომეწონა: ორივე ინტერესით წავიკითხე, კარგი ქართულითაა დაწერილი, პრაქტიკულია (რაჭის თემაში დრო და მანძილებია მითითებული - გამოადგება იქ წამსვლელს).
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 21 ნოე 2011, 21:10

z g a r b i wrote:
Int3lig3nt wrote:Ketevan Guliashvili
ერთი ეს, ზღარბის ჩანაწერები ტობავარჩხილზე:
http://lib.ge/mybook/index.php?book=08634
ეგ იმხელაა დაეზარება ჟიურის წაკითხვა :lol:
"z g a r b i"

ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!

ადვილად იკითხება, თვალწინ გაცოცხლდა ადგილები და ნისლი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 21 ნოე 2011, 22:23

ზღარბის ჩანაწერები ჯადოსნურ, მოვერცხლილ ტბებზე

თავი I

დიდხანს ვფიქრობდი რა წამეღო ტობავარჩხილზე. ერთი კვირით ჯერ არსად არ ვყოფილვარ და ნიკა რომ არ მოდიოდეს, ალბათ უარს ვიტყოდი ამ ლაშქრობაზე.

დილით ახლომახლო მაღაზიები დავიარე, ნელა ჩაიარა საღამოს მომლოდინე დღემ.

ნიკას სახლში მოსვლა დააგვიანდა, ჩანთა ფაცხაფუცხით ჩაალაგა და სწრაფად ჩავყარეთ მანქანაში ყველაფერი.

რატომღაც ყველა ჩვენსავით დაგვიანებით გამოჩნდა ბაქანზე. ერთადერთი ვანო მისულა თავის დროზე - ჩვენს გასაცილებლად.

გამოსამშვიდობებელი ფოტო გადავიღეთ და ვაგონში შევლაგდით. ნახევარს არ ვიცნობ...

ღამე ძილის იმედით წყნარი ვაგონი ვარჩიე და მართლაც მეძინა შიგადაშიგ. გვერდზე ვაგონში დილამდე რაღაცეებს თამაშობდნენ დანარჩენები, თუ დილას ვუწოდებთ 5 საათს, რადგან სწორედ ამ დროს ჩავიდა მატარებელი ზუგდიდში.

სირბილით შევცვივდით მოშორებით მდგარ მარშუტკაში.

წვიმა დაგვხვდა...

გრძელი და დამღლელი გზა იყო მუხურამდე. თითქმის ყველა ვთვლემდით, შიგადაშიგ იმაზე ჩავფიქრდებოდი, საიდან უნდა მოდიოდნენ, ან სად მიდიან ეს ღამეული მგზავრები...

მივადექით მუხურს როგორც იქნა.

იქვე, ხობისწყლის ნაპირას დავყარეთ ბარგი და დანარჩენებს დავუკავშირდით. მოლაშქრეთა მეორე ნაწილი, წინა დღეს ჩამოვიდა აქ და ახლა მათ უნდა დაველოდოთ ამ ლამაზ მდელოზე.

დრო საკმაოდ გვაქ გამოძინებისთვის. აქ არ წვიმს.

ლამაზი ადგილია. ნაპირს გრძელი და ფართე მინდორი მიუყვება. ნაძვის ხეები ხეივანივით ჩარიგებულა მინდვრის ორივე მხარეს. მოშორებით მაგიდა და სკამებიც მოჩანს. თან სისუფთავეა, და სადა სიმწვანე. წყნარი დილაა...

ჯერჯერობით კარგ საბანაკე ადგილად მეჩვენება აქაურობა.

ცივმა მდინარემ გამომაფხიზლა, მაგრამ ძილზე უარს მაინც არ ვამბობ. თამუსიას გვერდით წამოვკოტრიალდი და მალევე ჩამეძინა. კარგა ხანს რეკავდა ტელეფონი და ბოლოს მაინც შეძლო და გამომაფხილზლა. ვანო იყო, ჯერჯერობით გვაქვს იმის ფუფუნება ხმა მივაწვდინო და ამბები მოვუყვე, თუმცა იქ, სადაც ლაშქრობა დაიწყება, ვეღარავის ვერაფერს გავუზიარებთ ერთმანეთის გარდა.

თითქმის ყველას ძინავს. მარადფხიზელი თეო ჯოკრით იქცევს თავს...
მაღლა ავიხედე - განიერი ხიდია მდინარის თავზე. იქაური ჯეელები ჩვენს საცქერად ჩამწკრივებულან. ერთი გრძელი სკამი, მადლი იქნებოდა ახლა მაგათთვის.

ერთი, როგორც ჩანს ყველაზე თამამი, პიდაპირ ჩვენ მოგვადგა.
ისედაც გაბრუებულები, უარესად გაგვაბრუა დაუსრულებელი ბაასით. ქონგური ცდილობდა დიპლომატია გამოეჩინა, (როგორც მერე თვითონ აგვიხსნა - ასეთ "საშიშ" ტიპთან ურთიერთობაში) და ქათინაურებს არ იშურებდა.

თუმცა კარგად გაგვამხიარულა. როგორც კი მოსმენას ვეცდებოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი და ვცდილობდი არ მომესმინა, თუ როგორც არ გავს ეს ბიჭი აქაურებს, რომ მას ზანგიც ყავს ნანახი და ჩინელიც, ტობავარჩხილის ფოტოების ნახვაც შეძლებია ჩვენთვის ნაცნობობაში...

შიგადაშიგ უკან დაიხედავდა, რატომ იცინიან, რამე ხომ არ მჭირსო?!
ალბათ კიდევ კარგა ხანი გვეჯდებოდა ხესთან ჩაცუცქული, მეორე ნაპირიდან რომ არ შეეძახათ, `მოდი, მოიტანესო!~ ალბათ მნიშვნელოვანი რაღაც მოიტანეს, ასე უყოყმანოდ და ბოდიშებით რომ გასწია.

დანარჩენები მალევე შემოგვიერთდნენ და ყველანი ზურას დეიდის სახლში წავედით. იქ კიდევ რამდენიმე დაგვხვდა, ბევრს პირველად ვხედავ.
სახლში დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, დიდი ხის ქვეშ კოხტად იდგა მაგიდა, იქ ვიჯექით ცოტა ხანი. ყავა დავლიეთ გამოსაფხიზლებლად და კოჭაობით ვიქცევდით თავს.

მერე ბარგი გადავინაწილეთ. ნიკამ `ბათინკებით~ და ქონგურმა კარვით, ჩანთა შემომისუბუქეს. ამ ყველაფრიანად, 13 კილო იქნებოდა და პირველივე ნაბიჯების გადადგმისას ვიგრძენი რომ ასე ბევრს ვერ გავივლიდი...
ბეწვის ხიდს მალევე მივადექით. მდინარის იქითა ნაპირას, შურუბუმუს მღვიმე გველოდება.

ჩანთები იქვე დავყარეთ და რიგრიგობით გადავედით ხიდზე.
უცნაურ და ლამაზ სიმწვანეში ამოვყავით ერთბაშად თავი. ხავსი ედო ყველაფერს: დიდ და პატარა ქვებს, ხის ტოტებს... მსხვილი ბალახები და სუროები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ. უდაბურ, ტროპიკულ ტყეს მიაგავდა გარემო, მწვანის სხვადასხვა ტონალობებით აჭრელებული.

მღვიმეს ფართე შესასვლელი ქონდა, მაგრამ მალევე ვიწროვდებოდა, მეც კი მიჭირდა გაძრომა. ვიწრო გასასვლელის მერე, პატარა კელიასასვით იყო _ საკმაო ფართობი იმისათვის, რომ ყველა დავტეულიყავით და ფეხზეც დავმდგარიყავით. მღვიმე კიდევ გრძელდებოდა, თუმცა ვიწრო გასაძრომში წყალი ჩამდგარიყო და ჩვენი ცნობასმოყვარეობა ამით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

კედლები ჟანგისფერი იყო და სველი, ჩვენც დაახლოებით ამ ფერისები გამოვედით მღვიმიდან.

ლუგელასაც მალე მივადექით. აქ მჟავე წყლები მოდის, ნამეტანი მჟავე... ვცადე ერთი ყლუპი დამელია, მაგრამ არ გამომივიდა. თურმე კანისთვის და ჭრილობებისთვის კარგი ყოფილა, მაგრამ 5წთ-ზე მეტი თუ გაიჩერე, წვისა და ქავილის შეგრძნება გიჩნდება.

ბიჭებს დრო უხელთიათ და ხობისწყალში ჩამხტარან. ერთმანეთს გადავეხედეთ მე და თეომ ბიჭებს მივბაძეთ. ერთბაშად შეგვეკრა სუნთქვა ისეთი ცივი იყო. ერთი-ორი გამოვუსვი ხელი და სწრაფად ამოვხტი ნაპირზე.
გზა განვაგრძეთ გაგრილებულებმა. ტელეფონი აღარ იჭერს...

ბიჭები ყველგან ხტებოდნენ, სადაც კი მცირე ხნით გავჩერდებოდით და ლამაზ ჩანჩქერს დაიგულებდნენ. მაგრამ, გზა მალევე გასცდა ხეობას და სამანქანე გზას ავუყევით აღმართ-აღმართ. როგორც ნიკა უწოდებდა, `სახის ახევა აღმართებს.~

ავდიოდით და თანდათან უფრო მაღლიდან გადავყურებდით ხობისწყლის ხეობას.

უწყლობას არ ვუჩიოდით, ხშირად იყო მთიდან ჩამოწანწკარებული ნაკადულები. და კიდევ მაყვალი, რომელიც მთელი გზა გვერდში მოგვყვებოდა დაუზარებლად.

ხანდახან ცხენოსნები შემოგვხვდებოდნენ გზად მიმავალნი. მეტიც, ტრაქტორისტმა ჩინელემბაც კი ჩაგვიარეს გაღიმებულებმა _ თურმე ეს ტყე შეუსყიდიათ და მდინარის ჩამონგრეულ ხიდს აკეთებენ, დიდ, ბოროტ მანქანებს, მოძრაობა რომ გაუადვილდეთ ტყეში.

არჩილის არსებობა იგრძნო ბუნებამ და წვიმამაც მალე მოვაკითხა.
მოულოდნელად, ტრაქტორის ხმა მომესმა შორიდან. ალბათ უკანა გზაზე ბრუნდებოდნენ... ხმა ახლოვდებოდა: `ნეტა კამაზი მაინც ყოფოლიყო ან რამე მსგავსი, ხომ აგვიყვანდა ყველას ამ დაუსრულებელ აღმართზე...~ მაგრამ, რათ გინდა კამაზი? უკან გავიხედე და მთელი ჯგუფი ამ ტრაქტორზე შემომხტარიყო. ვინ სად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა სადღაც...

გულმა პირდაპირ ჩანგლისკენ გამიწია. მისი ერთი აწევაც საკმაირი იყო, ყველა ზედ მჯდარი ხევში გადავეყარეთ ჩინელებს.

თითქმის ჩვენი ტემპით მიდიოდა ტრაქტორი, მაგრამ მაინც კარგად შეგვიმსუბუქა და გაგვიხალისა გასავლელი გზა.

ასე ვიარეთ ჩანგრეულ ხიდამდე. სწორედ იქ გაეშალათ ბანაკი ჩინელებს. ჩვენც ახლომახლო ვვარაუდბდით დაბანაკებას.

ბანაკიდან ქოლგიანი ჩინელი გამოცუნცულდა და მდინარის მეორე ნაპირას გადაგვიყვანა დროებით შეკოწიწებული გზით. გივყურებდა და - `ეს ქართველები, რა ყველა ერთმანეთს გავხართო?~ მოჩხლართა დამხრჩვალი რუსულით...

გზა გავაგრძელეთ და თან საბანაკე ადგილს ვეძებთ. მაგრამ ის ყველაგნ ერთნაირად ვიწრო იყო _ მარჯვენა მხარეს ციცაბო ხეობით, მარცხნივ _ მაღლა აზიდული მთის ფერდობით.

მალე დაბინდდება.

ბალახებს და მინდორს აღარ დავეძებთ უკვე, უბრალოდ გვინდა გზის შედარებით ფართე მონაკვეთი, რომ კარვების გასაშლელად გვეყოს. კიდეც ცოტა ვიარეთ და მივადექით ასეთ ადგილს. მთიდან წყალი მოწანწკარებდა. ამ წყალს ოდესღაც ხეებისგან ჩაეხერგა გზის დანაჩენი ნაწილი და პატარა ჩიხივით გაკეთებულიყო.

შეძლებისდაგვარად გავასუფთავეთ საკარვე ადგილები და ქვეშ ბლომად ფოთლები დავუფინეთ სირბილისთვის. გავღუნეთ პალოები ქვა-ღორიან ნიადაგში ჩასობით, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ქვებით თუ გაღუნული პალოებით, როგორღაც მაინც გავჭიმეთ კარვები.

შეგნით შევძვერი და წვიმაც წამოვიდა. გადაღაბას არ აპირებდა და ყველას კარვებში მოგვიწია ჭამა. გვერდზე კარავში, ზეიკიძეს მიირთმევდნენ და სტინგერს ხუხავდნენ. ვინანეთ მე და თამუსიამ კარებით რომ არ შევატყუპეთ კარვები. გადახუხავდა კაცი ამ ნამგზავრზე.

მარჯვნიდან ტკბილი სიმღერებით ატკბობდნენ ყურს ზურა და ნინო. მზეს თხოვდნენ ლაზარეს...

მალე ყველაფერი გაჩუმდა...


Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:49, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 21 ნოე 2011, 22:24

ზღარბის ჩანაწერები ჯადოსნურ, მოვერცხლილ ტბებზე

თავი II

დილით, კარვიდან რომ გამოვძვერი და ცას ავხედე, მოწმენდილი და მზიანი იყო. ძალიან გამიხარდა.

ღამე ცოტა შემოსველებულა კარავში. გასაშრობად გამოვფინეთ სველები, თან ვწუწუნებდით შიგადაშიგ - ამ სიცხეში როგორ უნდა ვიაროთო?
ვისაუზმეთ და ავლაგდით.

ეტყობა ჩვენი წუწუნი გაიგო ლაზარემ, მალევე მოიღრუბლა.
ნიკამ გაგვაფრთხილა რომ დღეს საკმაოდ რთული დღეა. უწყლობაში და აღმართებზე მოგვიწევს სიარული. თუმცა, დიდად არ გვიგვძვნია უწყლობა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო გზის, სადაც მართლაც წყლის ნაკლებოდა იყო და ჩვენც შეძლებისადაგვარად ვიზოგავდით.

ნელა თუ ჩქარა, შესვენებით თუ შეუსვენებლად, ლაპარაკით თუ მდუმარეთ, მივუყვებოდით მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს და ასე მივადექით პირველ ქოხს.

ეს ქოხები ჩვენ რუკაზე "ლეტნიკის" სახელითაა აღნიშნული. მწყემსები იყენებენ ხოლმე, როცა ნახირი ზაფხულის საძოვრებზე გამოყავთ.
ქოხი ცარიელი დაგვხვდა. აქ იყო ჩვენი დიდი შესვენება, და აქ დაილია მონადირის ბაბუის არაყი ცარიელი ვაზნებით. აქ გაიჭრა ზეიკიძის მეორე პარტია...

გზა ყველამ ხალისით და ენეგიულად გავაგრძელეთ. განსაკუთრებით თეომ, რომელიც რამდენიმე ჭიქა არაყმა სულ ფრენა-ფრენით ატარა.
გზად ცხენოსნები შეგვხვდნენ. გზა მიგვასწავლეს მეორე ქოხამდე.
და მალე, მზე დაიმალა და მივადექით იმ ადგილს, სადაც პირველად მოგვნათლა ნისლმა და მას მერე, მთელი გზა აღარ მივუტოვებივართ. მოგვყვებოდა დაუზარებლად. თითონ ათვალიერებდა ყველაფერს, ჩვენ აღარ გვაყურებინებდა... ხანდახან შეგვავლებინებდა ხოლმე თვალს და მერე ისევ დაეფარებოდა. გვეთამაშებოდა, ხალისობდა... მაგრამ მაინც ლამაზი იყო. გრძელ და ვიწრო ხეებს შემოტმასნოდა. უფარავდა ფესვებსაც და კენწეროებსაც, მხოლოდ სწორი, ვიწრო ტანები თუ მოუჩანდათ ფიჭვებს...
მოულოდნელად ტელეფონმა დაიჭირა! და მას მერე ყველგან იჭერდა _ საბანაკე ადგილასაც.

და კიდევ მოულოდნელად, კიდევ დიდ ხნის სასიარულოდ განწყობილებს, პირდაპირ გზაზე წარწერა დაგვხვდა მიწაზე ამოკაწრული - "კარავი არის აქ" - ისარი შემაღლებულ ადგილას ამავალი ბილიკისკენ მიუთითებდა. (იქაურები ქოხებს, ჩვენ მიერ "ლეტნიკებად" წოდებულს, კარავს ეძახიან).
უბედნიერესი ხალხი ვიყავით, როცა ხის ქოხს, თანაც ცარიელს, მივადექით. ნიკა მაშინათვე სახურავზე მოექცა და ამაყად გადახედა არემარეს. ნისლში იყო გახვეული ყველაფერი: ქოხი, ჩვენ, ხეები, რომლებიც უკვე აქა-იქ თუღა მოჩანდა - ალპურ ზონაში გვქონდა უკვე ფეხი შედგმული.

ნიკას მიბაძეს დანარჩენებმაც და იქ შეუდგნენ მონადირის ბაბუის არყის გამოცლას.

ქოხში ცეცხლი დავანთეთ. თბილი, ჩვენებური. სუფრაც გავშალეთ. ყველა დაგვიტია პატარა ხის ქოხმა. ჩვენ შიგნით ვართ, გარშემო ჩამობნელდა...
ვგრძნობთ რომ დღეს დაგვაკლდა ენერგიების ხარჯვა. გუშინდელთან შედარებით მარტივი დღე გვქონდა. 6 საათი იყო ქოხს რომ მივადექით და სად წაგვეყო ამდენი დრო არავინ ვიცოდით.

თუმცა დროს მალე გამოეძებნა საქმე... ჯერ იყო ანეგდოტების დიდი ტალღა შემოგვაწვა, სიცილით რომ დავიღალეთ, ფრიად სერიოზულ და საინტერესო თემებზე გადავერთეთ. ჯერ მხოლოდ ვიწრო სფეროს ვეხებოდით, მერე თემები განვავრცეთ და რაზე აღარ ვილაპარაკეთ...

დრო მალე გაიპარა. ეს ყველაფერი ძალინ კარგი იყო და სიმაოვნებით ვჯდებოდი ამ ქოხში, ძილი რომ არ მომრეოდა.

გოგოებს კარავი გარეთ გვქონდა გაშლილი. როგორც ჩანს სუფთა ჰაერზე დაძინება ვარჩიეთ, კვალმში (თუმცა, როგორ დილით აღმოჩნდა _ სიმშრალეში) ძილს. წინა ღამის გამოცდილება გავითვალიწინეთ ეტყობა გაშლისას და ჯონის კარავს კარებით შევატყუპეთ.

საძილეში შევძვერი და ტელეფონშიც ჩავძვერი. ვანოს ვუყვებოდი ყველაფერს, სანამ კიდე აღწევა ჩვენამდე ცივილიზებული ქსელები...
ქოხიდან ისეთი საინტერესო ლაპარაკი მესმოდა, ცოტაღა მაკლდა ჩამეცვა და ისევ იქ დავმჯდარიყავი.

მაგრამ მალევე მომერია ძილი. თეო და თამუსიაც შემოძვრნენ და ცოტა ხანში, ისევ მიწყნარდა ყველაფერი...


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]