მაგრამ რა კარგი იქნებოდა რომ შეგვეძლოს ზოგიერთი რამის ჩვენი გემოვნებით გადაკეთება, მე მაგალითად რომ შემეძლოს ავდგებოდი და იალბუზის მთას მისი ახლანდელი ადგილმდებარეობიდან გადმოვიტანდი დვალეთის ტერიტორიაზე, ზუსტად იქ სადაც „კასრისკარი“ მდებარეობა-ეს იყო საქართველოს საზღვარი შუა საუკუნეებში.
თქვენ იკითხავთ-რისთვის? იმის გამო რომ შიდა ქართლის კავკასიონი შედარებით დაბალია და არც კასრისკარია (მდინარე არდონის ხეობაა მანდ) გაუვალი, მტერი სწორედ აქედან (თუმცა ხანდახან დარიალიდანაც) მოდიოდა საქართველოში ჩრდილოეთიდან. სწორედ ამ მიზეზის გამოა რომ დვალეთში და შიდა ქართლში ოსური მოსახლეობაა და რომ საქართველოს მთიანეთის სხვა ნაწილები ქართული დარჩა (სხვაგან კავკასიონი უფრო მაღალი და შესაბამისად-გაუვალიც).
ჰოდა რა მოხდებოდა რომ იალბუზი რაჭის და ხევის კავკასიონის შემაერთებელ ხაზზე იყოს? საქართველოს რუკას როცა ვუყურებდი ხშირად მიფიქრია ამაზე

აი, სად მინდა და სად ჯობია რომ იალბუზი ყოფილიყო:

შემდეგი იდეა:
ბამბაკის ქედი, რომელიც ახლა სომხეთშია და რომელიც საერთოდ საქართველო-სომხეთის საზღვარს წარმოადგენდა ცოტა დაბალია აშკარად. ამის გამო(ც) არის რომ მტერი ამ გზითა(ც) შემოდიოდა საქართველოში და რომ მერე იგი სომხებით იქნა დასახლებული. აშკარად არ ვიტყოდი უარს რომ ეს ქედი და აგრეთვე ჯავახეთის ქედი (რომელიც ჯავახეთს და ქვემო ქართლს ჰყოფს) 1 კილომეტრით მაღალი იყოს, მაღალი მთა-მაღალი და ლამაზი მწვერვალებია

ზოგადად კი მე კავკასიონის სიმაღლეც არ მაკმაყოფილებს, 5642 მეტრი-ეს არც ისე ბევრია კაცმა რომ თქვას. რათქმაუნდა ახლა რვაათასიანებს ვერ მოვითხოვთ შავ და კასპიის ზღვებს შორის, მაგრამ ასე 6500-მეტრიანი მწვერვალები აშკარად არ გვაწყენდა


ან ჩანჩქერები? რა კარგი იქნებოდა რომ მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქრები-ანხელი (მდებარეობს ვენესუელაში და მისი სიმაღლეა 979 მეტრი) მდებარეობდეს საქართველოში, მაგალითად ცივის მთაზე (საამისოდ მისი სიმაღლის რომელიც ამჟამად 1991 მეტრს შეადგენს აწევა მოგვიხდებოდა 1-2 კილომეტრით), მისი გუგუნი ისმოდეს რამდენიმე კილომეტრზე მაინც, მისი დანახვისას ადამიანი მოკრძალებულად ჩუმდებოდეს და მას შეჰყურებდეს აღტაცებით......ხოლო კარაველები კი ყოველთვის იოლად შევძლებდით მის მონახულებას, იქნებ რომელიმე თავზეხელაღებულს ამ ვეება კლდეზე, ანუ ჩანჩქერის გვერდით აცოცება მოეწადინებინა კიდეც

ან კანიონები? რატომ უნდა მდებარეობდეს მსოფლიოში უღრმესი და უდიდესი კანიონი არიზონაში (აშშ) და არა საქართველოში? წარმოიდგინეთ რომ სადმე ვაშლოვანის ნაკრძალში არის ასე 20-30 კილომეტრი სიგრძის და 2 კმ სიღრმის ვიწრო და გაუვალი კანიონი......მის ფსკერზე სიარულისას თქვენ მზეს კი არა ცასაც კი ვერ ნახავთ იმდენად ვიწროა იგი.........თავი წარმოგიდგენიათ სხვა, ზღაპრულ სამყაროში, მიაბიჯებთ კლდოვან ზედაპირზე სადაც სამარისებული სიჩუმეა, სადაც გარე უდაბნოს ხვატი და პაპანაქება ვერ აღწევს თქვენამდე და სადაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს დედამიწას თქვენი ჩაყლაპვა უნდაო..........
ან კუნძულები? რატომ უნდა იყოს მაგალითად ეგეოსის ზღვა ასე მოფენილი პატარ-პატარა კუნძულებით და შავ ზღვაში კი ისინი (ყოველ შემთხვევაში საქართველოს ნაპირთან) თითქმის არ უნდა იყოს? დაე იყონ ისინი სრულიად დაუსახლებელნი და მდიდარნი ხშირი მცენარებით და ცხოველებით, მაშინ ხომ ჩვენ, კარაველები რობინზონიადასაც მოვაწყობდით, ხის მორებისგან ტივს ავაგებდით და უკანა გზაზე მისით დავბრუნდებოდით, ან ჩავძვრებოდით ამ კუნძულზე არსებულ მღვიმეებში და გამოქვაბულებში.........ხოლო ღამე კოცონს ავანთებდით ზღვის პირას და ტალღების ხმაურში ტკბილ ძილს მივცემდით თავს

თქვენც დაამატეთ თქვენი გეოგრაფიული ოცნებები
