ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Kakha » 02 მარ 2007, 14:26

caucasica
Varvara
დიდი მადლობა. კარგია.

და კიდევ კაუკასიკა მაგარი გვერდი მიუთითე სერგი მაკალათიაზე. მართლა კარგი პროექტი, "ირმის ნახტომი" წამოიწყო განათლების სამინსტრომ. თანაც სწრაფად ვითარდება და რომ წარმოვიდენ როგორი შეიძლება იყოს რამდენიმე წელში, რაღაცა კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 29 მარ 2007, 00:02

Varvara
გაიხარე!
ძალიან საინტერესო იყო!
თან გამიხარდა, რომ ჩვენ, კარველები ნამყოფი ვართ კარატის მწვერვალზე და ის ნიშაც ვნახეთ, მე და lama-მ კი, "წყაროს წყალს მოგიტან" ვიმღერეთ, დიდებული იყო! :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Archil » 29 მარ 2007, 02:26

ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, ლეგენდად შემონახული.

ყვარლის რაიონში მდებარე კუდიგორის მთა ალბათ ყველას გაგიგონიათ, ილია ჭავჭავაძეს აქვს ნახსენები. მის გვერდით ერთი მთაა, ქალი აყვანის მთას უძახიან ადგილობრივები. მასთან ერთი სევდიანი ამბავია დაკავშირებული.

ერთ მწყემს შეყვარებია ბატონის ქალი, ნამეტნავად შეყვარებია. არადა ჩვეულებრივ მწყემს ვინ მისცემდა ბატონის ქალს. ასეთი პირობა დაუდიათ მისთვის, თუ ქალს მთაზე აიყვან, სალამურის დაკვრის გაუჩერებლად, ქალს გაგატანთო.

ამ ჩვენს მწყემსაც აუკიდებია ქალი, დაუწყია სალამურზე დაკვრა და ასე ასულა მთის წვერზე.

სალამურის დაკვრით დაქანცულს მთაზე ასულს სული განიტევებია. ასეთი სევდიანი ისტორია აქვს ამ მთას. ხალხურმა ლეგენდამ ბატონის ქალი მაინც არ გააყოლა მწყემს, მაგრამ მთის წვერზე მაინც აიყვანა, ქალი მისი გახადა. დედულეთში როდესაც მივდივარ, ამ მთას უნდა გავუაროთ გვერდზე, ყოველთვის რაღაცა სევდას იწვევს ეს მთა, მთა დიდი სიყვარულის, სიყვარულის მიღწევის და ვერმიღწევის სიმბოლოსავითაა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Gvalva » 03 აპრ 2007, 16:48

Archil

ორი კოლოფი ცხვირსახოცი დავასველე ამის კითხვაში... ასე რომ 60 თეთრ ველოდები შენგან.


ისე რა დრო იყო მაინც ა?? ვისაც უნდოდა იტყოდა რამეს და მერე შესამოწმებლად საწყალ ბატონის ქალს ეტყოდნენ, აეკიდე ამ ტურტლიან მწყემსს რაღაც გვაინტერესებს, რაშია საქმე შენ მერე გეტყვითო...

რამდენჯერ შუამდე მიიყვანდნენ ეხლა ისიც წარმოიდგინეთ...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 03 აპრ 2007, 16:59

დაელოდეთ ჩემგან საინტერესო ისტორიებს აი რომ მოვიცლი მერე დავწერ აუცილებლად :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Bocho » 03 აპრ 2007, 17:17

საცოდავი :) ხო მართლა, მაშინ ipod-ი არ არსებობდა?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Archil » 03 აპრ 2007, 21:06

Gvalva wrote:Archil
ისე რა დრო იყო მაინც ა?? ვისაც უნდოდა იტყოდა რამეს და მერე შესამოწმებლად საწყალ ბატონის ქალს ეტყოდნენ, აეკიდე ამ ტურტლიან მწყემსს რაღაც გვაინტერესებს, რაშია საქმე შენ მერე გეტყვითო...

რამდენჯერ შუამდე მიიყვანდნენ ეხლა ისიც წარმოიდგინეთ...
იმ ქალსაც უყვარდა.... აბა ხომ არ გაუჩერდებოდა...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kotetbeli » 04 აპრ 2007, 02:39

ძალიან სევდიანი ისტორიაა და რაც მთავარია, მე ბოლომდე გეთანხმები რომ სიყვარული რაღაცნაირად მთას წააგავს...
ვინმემ რო მითხრას სიყვარულს როგორ გამოძერწავო, გამოვძერწავ მთას და მთის წვერზე სფეროს. ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, მაგრამ მე ეს სხვანაირად მესმის:
მთის წვერი მთის წვერია-მიღწევის, გადალახვის, გამარჯვების, სულიერების და ზესვლის სიმბოლო;
სფერო-სამყაროა, ერთი სამყარო ან ერთში გაერთიანებული რამდენიმე სამყარო;
სფერო მთის წვერზე ვერ გაჩერდება, თუ არ იქნა ზეიდეალური წონასწორობა... ამის ერთადერთი გარანტი ნამდვილი სიყვარულია;
მთავარი სფეროს მთის წვერზე ატანა კი არა, მისი იქ შენარჩუნებაა...
ისევე როგორც წონასწორობას, სიყვარულსაც მუდმივი გაფრთხილება და ყურადღება უნდა, სხვანაირად არ გამოვა :)

პ.ს. არის ხალხი, რომლებსაც სფეროები ნებისმიერ მთაზე ააქვთ "ამწეთი"... :))
ან ისეთები, რომლებიც ჯერ მთის წვერს აბრტყელებენ და მერე დებენ ზედ თავიანთ სფეროს...
არიან ოთხკუთხედ სფეროიანებიც :))))))
ზოგს სფერო ხშირად უვარდება მთიდან... უბრალოდ, მთაზე მისი ხელახალი ატანის მუღამი აქვს..
ზოგი სფეროზე დებს მთას
მაგრამ ჩვენ ხომ "ზოგები" არ გვაინტერესებს! მთავარია სხვისი სფეროების გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და სწრაფადვე ჩვენ სფეროებს მივხედოთ, არ ჩამოგვივარდეს, ფრთხილად... :))
პ.ს.ს. ფხიზელი ვარ :)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 04 აპრ 2007, 17:36

kotetbeli
რა ლამაზად გესმის. ჩემი აპლოდისმენტები. დავაკოპიპეოსტე ბლოკნოტში და პირობას გაძლევ საავტორო უფლებებს დავიცავ :!: :roll: :D
მე ბოლომდე გეთანხმები რომ სიყვარული რაღაცნაირად მთას წააგავს...
ერთი ისტორია გამახსენდა... გადავხედავ შინ და გიამბობთ მერე... :)
Last edited by გვალდა on 04 აპრ 2007, 17:42, edited 1 time in total.
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 04 აპრ 2007, 17:41

გვალდა
ველი მე და სხვანიც :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 04 აპრ 2007, 17:43

lama wrote:გვალდა
ველი მე და სხვანიც :D
გამარჯობა სვანი :D
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 04 აპრ 2007, 17:48

გვალდა
გაუმარჯოს :D :D :D

ამბავი მოგვიყევი მე და სხვანიც ელიან შენგან საინტერესო სვანურ თუ სხვა კუთხის თქმულებებს :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by kopeina » 06 აპრ 2007, 22:29

Archil
კარგი ლეგენდაა. ხალხი ყოველთვის მართალია.
სიყვარულის მიღწევა ერთია და შემდეგ მისი შენარჩუნება კი სხვა, უფრო რთულია. ის უფრო დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს. და ნამდვილი სიყვარულისთვის ვინც არა არის მზად ის კვდება....

kotetbeli
ეგრეა, ზოგს ააქვს სფერო მთაზე და ისევ ქვევით აგორებს, იმიტომ რომ ვერ ინარჩუნებს..... ზოგჯერ ძალა არ შეგვწევს....

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 23 აპრ 2007, 19:21

ბაბუა ალუდაური მაგარი კაცია მაჩემის მეგობარია სტუდენტობის დროიდან
ზეპირად იცის მთელი ხევსურეთის ზეპირსიტყვიერება
სმაში ნამდვილი ხევსურული ღრეობა
მაგრამ ის დევები ჩემი სოფლიდან იყვნენ რომლებიც იახსარმა აბუდელაურში ჩაკლა
შემდეგ კი ოთხ რქა ორყურა ჭედილის სულმა შეაძლებინა და მტრედის სახით ამოვიდა დევის სისხლით გაწებებულ ტბიდან
რომელსაც ძირი არ გააჩნია

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 23 აპრ 2007, 19:22

ხო რაც სეეხება ლეგენდა ანდრეზებს
:)
ვიცი რამოდენიმე :)
მაგრამ ყველაფერი ხევსურეთზე და ხევსურებზე
ამიტომ ვკითხულობ
ვწერო?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]