Page 1 of 11

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 თებ 2006, 00:27
by Gvalva
დღეს გარემოსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საერთაშორისო ბიულეტენს ვათვალიერებდი. მასში ხალხური თქმულება ეწერა, დამაინტერესა, სანამ წავიკითხავდივფიქრობდი, კაი გორილა ტურიზმზე თუ ვერაფერს დავწერთ, თქმულება მაინც ხომ შეგვიძLია გავაგზავნოთ მეთქი.

ეხლა მოგიყვებით რა წავიკითხე და მერე ვინც რამე იცით ქართველი ხალხის თქმულება, თქვენც თქვით.

ოჰნამის ტბის ლეგენდა

დიდი ხნის წინ სოფლის თავკაცი მთის ძირას ცხოვრობდა. ის ყველაზე მდიდარი კაცი იყო, მარა სადარდელი მაინც ქონდა რადგან მის ასაკში ბავშვი არ ყავდა. ერთ დღეს ის და მისი ცოლი ავიდნენ მთაზე და მთის ღმერთს შვილი შესთხოვეს.

მალე მათ მართლაც მშვენიერი ქალიშვილი შეეძინათ რომელიც ზრუნვასა და სითბოში გაზარდეს. დაარქვეს სახელად ოჰნამი, რაც სინაზეს და სიკეთეს ნიშნავს. რადგან გოგონა ძალიან ლამაზი და კეთილი იყო, ისოფელში ფიქრობდნენ რომ ის ღვთაების განსახიერება იყო. (ამბავი იაპონურია და რეინკარნაცია იხმარება)

როცა გოგონა 18 წლის შესრულდა ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა. მარა ის ყოველთვის ღრმა დუმილით პასუხობდა როცა მშობლები გათხოვებაზე ესაუბრებოდნენ.ხედავდა რა მშობლების წუხილს მისი დუმილის თაობაზე, ოჰნამი მხოლოდ ტიროდა. მალე ის სრულიად დადუმდა.

ოჰნამი ცუდად იყო, მამას საუკეთესო ექიმები მოყავდა, მარა გოგონას მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ერთ საღამოს როცა მთვარე ხიროსიმას ტყეს ანათებდა, ოჰნამიმ მამას უთხრა რომ მთაზე ასვლა უნდოდა.

მამა ცდილობდა გადაეფიქრებინა შვილისთვის, მარა ის არ უსმენდა. მალე ორი აჩრდილი მიაბიჯებდა მთაზე. მდუმარე ტყეში მხოლოდ მათი ფეხის ხმა ისმოდა, ისინი უფროდაუფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში და საბოლოოდ ტბის პირას მივიდნენ.

მოულოდნელად ოჰნამის თვალები გაუბრწყინდა. მან მამას ხელი გაუშვა და ტბაში ისკუპა. როცა ტბაზე პატარა რგოლებიც გაქრა, მამა მიხვდა რომ შვილი დაკარგა.

ის დიდხანს ეძახდა ქალიშვილს, მარა ტყიდან ექოს მეტს არაფერს უპასუხია. საბრალო მამა გათენებამდე უვლიდა ტბას და ეძახდა ქალიშვილს, მაგრამ უშედეგოდ, ოჰნამის სილამზე მას შემდეგ აღარავის უნახავს.

როგორც გაირკვა, ოჰნამი იყო იმ ტბაში მცხოვრები დრაკონის გარდასახვა, რომელმაც სოფლის თავკაცის დიდი თხოვნა იგრძნო და ცოტა ხნით მის შვილად იქცა.

მას შემდეგ ამ ტბას "ოჰნამის ტბას" ეძახიან

ფოტოები: ხიროშიმას მთა და ოჰნამის ტბა

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 თებ 2006, 00:52
by Gvalva
თუ მთის ხალხთა თქმულებები დაგაინტერესებთ

http://www.mountain.org/education/resou ... lklore.cfm

მარა სამწუხაროდ, საქართველოდან არაფერია :cry:

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 თებ 2006, 10:54
by Kakha
გვალდა არ მოგივყვა, სხვათა შორის შენი თხოვნით გვალვა, სვანურ თქმულებას კოშკზე. აი სად არის, რომელ თემაში ეგ კი არ მახსოვს.

თანაც ერთი პრობლემაა, რაღაც ისე მგონია, რომ ეს თქმულებები უნდა ითარგმნოს და საერთასორისო საიტებზე ისე დაიდოს. თანაც უნდა ითარგმნოს კარგად. ერთი-ორჯერ ისეთი ინგლისურით დაწერილი რაღაცეები ვნახე, რომ სულ არდაწერა ჯობადა. ვინაა ახლა მაგის გამკეთბელი, მთარგმნელი, ჩვენში?

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 თებ 2006, 11:56
by Gvalva
Kakha

არა, მე იმას კი არ ვამბობ რომ იქ გავაგზავნოთ მეთქი, უბრალოდ, იაპონელებს ნუ ეწყინებათ და, ჩვენ უკეთესი ლეგენდებიც გვაქვს მე მგონი, აქ მაინც დავწეროთ... ქართულად :)



ისე, ერთი გვერდის თარგმნა რა იქნა ასეთი, თუ რამეს მოვიფიქრებთ ეგ პრობლემა არ იქნება, ჯერ ლეგენდები გავიხსენოთ და თუ რამე განსაკუთრებულად კარგი იქნა მივხედავთ.

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 02 მარ 2006, 19:12
by iverson
უი.. მე მეგონა ქართული ლეგენდაა და უცებ:
ამბავი იაპონურია და რეინკარნაცია იხმარება
მერე ვიხსენებდი იაპონელებს ხო არ ულაშქრიათ საქართველოში თქო :lol: :lol:

გადათარგმნაში დაგეხმარებით. რუსული-ინგლისური-გერმანული.
მარა ლეგენდები მეც არ ვიცი :(

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 09 მარ 2006, 15:48
by გვალდა
Kakha
გვალდა არ მოგივყვა, სხვათა შორის შენი თხოვნით გვალვა, სვანურ თქმულებას კოშკზე. აი სად არის, რომელ თემაში ეგ კი არ მახსოვს.

თავადის ქალს საქმრო ჰყოლია, რომელიც ომში წასასვლელად ემზადებოდა. ქალს პირობა დაუდვია, არ გავთხოვდები, შენს ცოცხლად დაბრუნებას დაველოდებიო. ვაჟი ბრძოლის ველზე მომკვდარა. ქალს არ ეჯერა და ელოდა. რამდენი არ ემუდარა მამა, დაივიწყე სენი გულისსწორი, ის ამ ქვეყნად აღარ არის, შენ უნდა გათხოვდეო და ოჯახი უნდა შექმნაო. გოგომ იუარა და მამას სწორედ იმ გზის პირას კოშკის აგება სთხოვა, რომლის ქონგურებიც დასავლეთიდან მომავალ გზას გადაჰყურებენ. შესახლდა ეს ქალი ამ კოშკში და ცხოვრება გზისაკენ მაქცერალმა, საყვარელი ადამიანის ლოდინში გალია...

აი თავად ის კოშკიც:

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 20 მარ 2006, 23:01
by edelvaisi
ლეგენდა

ქვიშხეთიდან 4კლ.ში არის სოფელი ბულბულის ციხე,მისი ისტორია ასეთია:სოფელში ოდესგაც ცხოვრობდა ულამაზესი ქალი,რომელიც საოცრად მგეროდა.ომიანობის დროს ციხეში შეფარებულ ხალხს ატკბობდა თაცვისი საოცარი ხმით,რის გამოც შეარქვეს ბულბუია და სოფლის სახელიც მომდინარეობს მანდედან.სოფელში არის ძველი ციხის ნანგრევი.საოცარი ბუნებაა.ერთერთი მთაწმინდაც მანდაა. :D :roll:

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 22 მარ 2006, 14:49
by Katy
ესეც კიდევ ერთი თქმულება. კახეთში დედოფლის წყაროში არის ესეთი მთა, ელია. ილია წინასწარმეტყველის დღეს იქ აღნიშნავენ ყოველწლიურად.. მაგრამ საქმე სხვაშია.. ამ მთას შორიდან რომ შეხედო, გეგონება ქალი წევს, გულხელდაკრეფილი...
ლეგენდა ასეთია:სოფელში ძალიან ლამაზი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ყაჩაღებმა მოიტაცეს. ღამით დასასვენებლად ერთ ადგილას გაჩერდნენ.. ქალი ძალიან განიცდიდა თურმე და სულ ტიროდა.. მეორე დილით გაღვიძებულ ყაჩაღებს ქალი აღარ დახვდათ.. თვითონ კი მთაზე აღმოჩნდნენ.. ისე, ვისაც ნანახი არ გაქვთ, მართლა ისე მეშინია ხოლმე რომ ვუყურებ.. კონტურები, ყველაფერი ისეთი ზუსტია...

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 22 მარ 2006, 15:17
by Gvalva
Katy

ელიას მთა ქალს გავსო, ამას სიამაყით ყველა დედოფლისწყაროელი გეტყვის და იმასაც დაამატებს (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ;) ) ასეთი მთა მსოფლიოში ამდენიაო, რამდენს ამბობდნენ არ მახსოვს, მარა ერთნიშნა რომ იყო ეს კი მახსოვს. ეგ ლეგენდა არ ვიცოდი.

ფოტო ხომ არ გაქვს, როგორც მახსოვს დედოფლისწყაროს შესასვლელიდან ჩანს ძალიან კარგად.

და აქვე იდეა: თემა ხომ არ გაგვეგხსნა "ბუნების მიერ გამოქანდაკებული სახეები" ან რამე ასეთი...

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 22 მარ 2006, 15:27
by Katy
Gvalva
კარგი აზრია! ფოტოები მაქვს, მაგრამ სკანერი არ მაქვს, ანუ ციფრული ფოტოები არ მაქვს.. :(
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მართლა ჰგავს ქალს..
თემის გახსნა კარგი იდეაა... აუ, ფოტო რომ მქონდეს დავდებდი... :(

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 22 მარ 2006, 18:19
by aleqsandra
ყველამ იცით ალავერდის ტაძარი, მაგრამ ყველამ იცით მისი აშენების ისტორია, უფრო სწორედ ლეგენდა?
მოკლედ,
კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარში (წოვა და ჩაღმათუშების საძღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს.
ეს ნაღარა-ხანი ერთხელ გამოსულა სანადოროდ, გაუშვია მიმინო. მიმინო ხოგამოეკიდა ერთ ხოხობს, რომელიც გაექანა და ალავერდელ; ბერს შეჰფარივია კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს. ნაღარა-ხანი მივიდა ბართან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, უშიშვლია ხმალი მოსაკლავად, მაგრამ მოღერებული ხელი იმ წამსვე გაუშეშდა. ხანმა, რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ იმას შეგისრულებო. ბერმა პატარა ფოცრის ეკლესიის აშენება სთხოვა და ხანმაც აუსრულა, ასე ჩაეყარა საფუძველი ალავერდის ეკლესიას, მაგრამ დღევანდელი სახის მიღებაზე კიდევ სხვა თქმულებაა, დავწერო თუ თავი შეგაწყინეთ?

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 23 მარ 2006, 09:12
by Kakha
aleqsandra
დაწერე, აბა რა უნდა ჰქნა!

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 23 მარ 2006, 14:46
by aleqsandra
Kakha
ე.ი. ვაგრძელებ.
ეკლესიაში ხშირად ჭიდაობდნენ, თამაშობდნენ და ძიძგილაობდნენ ბავშვები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: შეწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმინდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო. . . ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძენმა ვაჭრებმა ჩამოიარეს და რომ დაინახეს ერბო-კვერცხი, ჩამოსხდნენ ცხენებიდან და შეექცნენ . ჭამა რომ მოათავეს გაააგრძელეს გზა. გზაში ყველა ცუდად გახდა , ამიტომაც დაბრუნდნენ უკან და ყველაფერი ბერს მოუყვნენ. ბერმა მათი ავადმყოფობა წმინდა გიორგის წყენას მიაწერა. ვაჭრები შევირდნენ, რომ თუ მორჩნებოდნენ, დიდი ტაძარს ააშენებდნენ და აღასრულეს კიდეც. ააშენეს ისეთივე, როგორც დღეს გამოიყურება.

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 23 მარ 2006, 15:10
by Katy
aleqsandra

რა საინტერესოა! არ ვიცოდი ეგ თქმულება!!! აუ, ხალხო, რა საინტერესო ამბებს ჰყვებით... აუ, ღირს რომ დაიარო სოფელ-სოფელ და ყველა ეს თქმულება ჩაიწერო რა..

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 03 მაი 2006, 22:30
by aleqsandra
Katy wrote:aleqsandra

რა საინტერესოა! არ ვიცოდი ეგ თქმულება!!! აუ, ხალხო, რა საინტერესო ამბებს ჰყვებით... აუ, ღირს რომ დაიარო სოფელ-სოფელ და ყველა ეს თქმულება ჩაიწერო რა..
მეც მაინტერესებს ასეთი საკითხები, ჩემი სოფლის ტოპონიმიკა კი შეგროვილი მაქვს მაგარმ დიდი საიმოვნებით გავიგებდი სხვა თქმულებებს