Page 1 of 1
ძეგლები - ისტორიული ინფორმაცია?
Posted: 17 თებ 2006, 14:45
by Appel
პატივცემულებო!
აი, ვიფიქრე აქ ხომ არ დამეხმარება ვინმე. მჭირდება ინფორმაცია სხვადასხვა ისტორიული ძეგლების შესახებ, სასურველია ინგლისურად და ასე თუ ისე სახალისო ფორმით. არა მარტო მშრალი ფაქტები, არამედ საინტერსო ისტორიები, ლეგენდები და ა.შ.
კერძოდ ამ მომენტისთვის მჭირდება დავით გარეჯი და ბირთვისი, მომავალში კიდევ მოვინდომებ.
საბჭოთა სახელძღვანელოები არმიზიდავს, ხომ გესმით და თან ციფრული ფორმატი მირჩევნია... ერთი სიტყვით you cant always get what you want...
გამოიჩინეთ გულისხმიერება და მიმასწავლეთ წყარო.
სამშობლო მაგას არ დაგივიწყებთ

ძეგლები - ისტორიული ინფორმაცია?
Posted: 20 თებ 2006, 13:37
by Kakha
Appel
აბა ნახე -
http://www.geotvr.ge/pirveli_arxi/zeglebi/ მგონი მხოლოდ ქართულადაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ჩამონათვალი ძეგლებისა - რამდენიმე ფოტო + ძირითადი მონაცემები ამ ძეგლებზე.
გარდა ამისა სულ მალე გამოვა აღმოსავლეთ საქართველოს დიგიტალური გზამკვლვლევი კომპაქტ დისკზე. გავრცელდება უფასოდ. მგონია მარტში ხელმისაწვდომი იქნება. ამ გზავმკვლევს აკეთებს კავშირი "სუნტნი". რადგან სუნტნის წევრებთან კარავს ვირტულაური კავშირი აქვს, როგორც კი გამოვა შეგვატყობინებენ.
წარმატებას გისურვებ

ძეგლები - ისტორიული ინფორმაცია?
Posted: 20 თებ 2006, 16:11
by Appel
Kakha
უღრმესი მადლობა, მართლაც სასარგებლო რესურსი მიმასწავლე!
თუმცა ამით საკითხი არ იხურება, სხვა წყაროებზეც არ ვიტყვი უარს (ეგ დანარჩენებთან

).
Дайте мне пожалуйста таблетку от жадности. И ПОБОЛЬШЕ!!!
ძეგლები - ისტორიული ინფორმაცია?
Posted: 21 თებ 2006, 11:02
by Kakha
Appel
კდევ ერთი საიტი, მხოლოდ ისევ ქართულად. გაგიკვირდება და ესა საბავშვო საიტი რომელიც იძლევა ინფორმაციას საქართველოს მხარეებზე, ისორიაზე, ძეგლებზე, ლიტერატურაზე, ენასა და გრამატიკაზე და ა.შ.
ეს საიტია children.iatp.ge ყურადღბა მიაქციე რომ www არ ჭირდება და თუ მისცემ საიტს ვერ მიაგნებს.
მგონია უნდა გამოგადგეს, რადგან როგრც წერ გაინტერესებს არა მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, არამედ ლეგენდები და თქმულებები ამა თუ იმძეგლთან დაკავშირებით. მაგ საიტზე ამისთანებს ბევრს ნახავ. ჰო, საიტი ისეა ორგანიზებული შეიძლება რამე გამოგრჩეს, მაგრამ აქვთ კარგი ძებნა ჯობია ის გამოიყენო.
წარმატებებს გისურვებ.
PS შეიძლება გამოგადგეს ”საქართველოს ძეგლთა აღწერილობა” რომელსაც მარტივად ძეგლთა ნუსხას ეძახიან. გამოსულია ორი ტომი #2 და #5 მოიცავს შიდა ქართლის დიდ ნაწილს და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანთს. ნახე თემა კარავში - "rCevebi" და მერე ნახე ”გამოვიდა ძეგლთა ნუსხის მორიგი ტომი”, მგონი ასე დავარქვი ამ თემას.