Page 1 of 3
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 22 მაი 2011, 23:11
by Forest
გამარჯობათ,
ეს არის ძალიან საინტერესო ვიდეო ხრამის ხეობის... და იქ არსებული ნასოფლარების შესახებ..
ვინემ ხომ არ იცით როგორ უნდა მივიდეთ და რომელ დასახლებულ პუნქტთან არის ეს ქვაბები?
http://www.youtube.com/watch?v=WGRRC4dqYt4&NR=1
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 11:51
by Forest
არავინ ხართ აქ ნამყოფი?..
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 11:53
by qvevri
Forest
ეხლა ვნახე ეს ფილმი და დიდათ დამაინტერესა. მსგავსი რამ არც გამეგო აქამდე

გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 11:56
by Forest
მეც პირველად ვნახე... არადა ასობით ქვაბულზეა ლაპარაკი...
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 14:01
by qvevri
დასალაშქრია
მოკლედ მონღოლების შემოსვლამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა საქართველოში უარესობიკენ.
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 14:09
by Forest
აუცილებლად...
უბრალოდ ჯერ გავიგოთ სად არის...
იმედია გამოჩნდება ვინმე ვინც დაახლოებით მაინც იცის სად არის...
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 19:13
by Makena
ნამდვილად საინტერესოა !
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 19:44
by Tamari-ch.
სხვათაშორის ფიტარეთში როცა მივდიოდით ჩვენც შევნიშნეთ კლდეში გამოქვაბულები
და ვთქვით რომ მომავალში ახლოს მივიდოდით და ვნახავდით რა იყო
იმ დღეს ვერ მოვასწრებდით...
თუ ვიპოვე ფოტო განახებთ
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 19:51
by Tamari-ch.
თავბურღელას კლდე ახსენეს ფილმში...
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 20:06
by Forest
გუგლ ერსით დადე აბა დაახლოებით რა ადგილი იყო ან კორდინატები თქვი გუგლ ერსიდან და ჩვენ ვნახავთ..
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 20:36
by Tamari-ch.
Forest
რა დავდო?
ჩვენ რომ მივდიოდით ფიტარეთისაკენ ხულუტის ციხე რომ გავიარეთ
იმის მერე -
აი დიიდ მინდორზე რომ გადიხარ
მარცხენა მხარეს შევნიშნეთ კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები
გაგვიკვირდა კიდეც - ეს რა არისო...
მარა ახლოს არ მივსულვართ...
ახლა ვფიქრობ რომ იქაც ასეთივე გამოქვაბულები შეიძლება ყოფილიყო -
ანუ საცხოვრებელი ან თავდაცვითი..
ისიც ხრამის გასწვრივ იყო
თუმცა ფილმში რომ ადგილები ანახეს -
აშკარად არ იყო ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორია
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 23 მაი 2011, 20:47
by Forest
Google Earth ვინც იცის რა არის ის მიხვდებოდა რაც დავწერე...
გადმოწერე
http://www.google.com/earth/download/ge/agree.html
გამოგადგება... კარგი პროგრამაა..
....................................................................................................
ხულუტის ციხიდან რამდენ კილომეტრში იყო ეგ გამოქვბულები ფიტარეთის მმარტულებით?
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 24 მაი 2011, 16:15
by Forest
მაგ მღვიმეთა კომპლექსს ქვია თავგურღალას გამოქვაბულები (სავარაუდოდ)... არქეოლოგიური ძეგლია..
არ არის ვინმე არქეოლოგი?...
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 24 მაი 2011, 17:22
by leo-jafo
1957 წელს ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექპედიციამ მოიხილა საინტერესო სამონასტრო კომპლექსი - პირღებული (ექსპედიციის ხელმძღვანელი - ისტ. მეცნ. კანდ. ნ. ბერძენიშვილი). ძეგლი მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარიდან სამხრეთ-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე, მდ.ხრამის მარცხენა ნაპირის ძნელად მისადგომ ფერდობზე. იქ საკმაოდ მოზრდილი ფართობი მთლიანად მოფენილია სამეურნეო, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობათა ნანგრევებით, რომელთა გვერდით ჩრდილოეთიდან მსაზღვრავ ბაზალტის ფრიალო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი გამოქვაბულია გამოკვეთილი. სწორედ ეს ადგილი აქვს მხედველობაში დიდ ქართველ ისტორიკოსსა და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს, როდესაც პირღებულის შესახებ წერს: „მონასტერი ქციის ხრამსა შინა პირღებული კლდე მოკვეთილი დიდითა შენობითა და შემკული ყოვლითა სიკეთითა" (ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსი, თბ., 1941, გვ.44). ეს ძეგლი 1907 წ. უნახავს აკად. ექვ.თაყაიშვილს, რომლის სიტყვითაც "ის თავისი გამოქვაბულებით რამდენადმე მოგვაგონებს ვარძიას"
http://saunje.ge/index.php?id=617&lang=en
ალბათ ამაზეა ლაპარაკი
გამოქვაბულები ხრამის ხეობაში
Posted: 24 მაი 2011, 17:45
by Tamari-ch.
პირღებულში არ იყვნენ ახლა, წინა კვირას?