Page 1 of 2

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 15:57
by xaliana21
რა ხდება კარავზე? ადრე მახსოვს ხშირად რამდენიმე გასვლა ხორციელდებოდა ხოლმე ერთი და იგივე დღეს, არჩევა გვიჭირდა ხოლმე.

ეხლა ნუ თუ ზამთრის ბრალი იყო გამოთბა, თან გაზაფხული, მზე და სითბო:)

და კარავი კი დუმს:)
რატომ?

რაღაც გული მწკდება:) მიუხედავად იმისა რომ კაი ხანია გასვლაში არ მიმიღია მონაწილეობა, სურათებით მაინც "ვთბებოდი" : )

ხაააახ,
კარავი მიჩუმდა? თუ "გადაცხოვრდა" სადმე? : )

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:24
by teo-
xaliana21
დაბერდა კარავი

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა ხდება და კარაველების დიდი ნაწილი :გაფეისბუქ-გაპირწიგნაკდა:

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:29
by Naia
xaliana21
ცოტა პასიურობა მართლაც შეიმჩნევა კარავზე. ეს ალბათ ზამთრის, სიცივის და ფეისბუქის დამსახურებაცაა :)

ფეისბუქზე გახსნილია ჯგუფი 'კარავი' და ძირითადად იქ იგეგმება ღონისძიებები და შემდეგ გადმოდის კარავზე. ფეისბუქზე იდება ფოტოების დიდი ნაწილიც (სწორედ ამიტომ იკლო კარავზე ფოტოების დადებამ).

სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც არ მომწონს ეს ტენდენცია. კარაველთა რაღაც ნაწილი სოციალურ ქსელებს საერთოდ არ იყენებს. გარდა ამისა, ფეისბუქიდან ძნელია თვალი ადევნო კარვულ ღონისძიებებს, მაგრამ ასეთია რეალობა და ამ წუთას ვერაფერს შევცვლით...

თუმცა, იმედი მაქვს, რომ ზაფხული მოვა და კარავიც უფრო გამოცოცხლდება :)

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:41
by xaliana21
Naia
მე ისეთი ზამთრებიც მახსოვს, ზამთარი რომ არ იგრძნობოდა კარავზე:)
teo-
მერედა რატომ დავაბერეთ: )

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:45
by Naia
xaliana21
მერედა რატომ დავაბერეთ: )
ყველაფერმა მობეზრება იცის. ეტყობა ზოგიერთებსაც მობეზრდათ ლაშქრობები :) გარდა ამისა, ბოლო დროს ძალიან შემცირდა ახალი წევრების რაოდენობა

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:50
by xaliana21
Naia

წევრებიც იმიტომ შემცირდა რომ გასვლები აგარ არის იმდენი და ახალი +ებიც არ არისნ: )

კი არადა შეკრული წრეა, მაგრამ ალბათ პირწიგნაკის წილიც დიდია ამ ამბავში:)

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 16:59
by saskva
Naia
მეც ძალიან არ მომწონს ეს ტენდენცია

ერთი იმიტომ რომ სამსახურში ყველანაირი სოციალური ქსელი დაბლოკილი მაქვს (რატომღაც კარავს არ ერჩიან :P)

და მეორეც იმ ჯგუფში კიდევ იმდენი არა თემატური საუბარია რომ შესვლა მეზარება ხოლმე საღამოობით იმიტომ რომ მარტო ერთ საათს გამარჯობა ნახვამდის კითხვას მოვანდომებ

აქ კი სიჩუმეა :(

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 17:00
by CheLo
მეც არ მომწონს ეს ტენდენცია!!! რომ არა იანო ვერც კი გავიგებდი რომ ფეის ბუკზე კარავის ჯგუფი არსებობდა.. კი გავწევრიანდი მაგრამ რავიცი იქ სურათებს ვერ ვხედავ მხოლოდ მონაწილეები თავის გვერდზე ნახულობენ და მე მეგობრებში მხოლოდ იანო და ამიგო მყავს ვის გადაღებულ სურათებსაც ვნახულობ.. არ მიყვარს ფეის ბუკი და არ ვარ აქტიური მომხმარებელი!! და არც იქ განხილულ ღონისძიებებს ვესწრები... თითქოს ბევრი ახალი მონაწილე შეემატა კარავს მაგრამ აქტიურობა მართლა არ ჩანს.. არ შეიძლება რაღაც დაგეგმოთ ამ კვირას? არ მინდა გავმაზო კვირა და არც ამ ყინწვისის და ბატების ტბის ნახვა მინდა ჯიპებით რომელიც არც ისეთი იაფი ჩანს.. 25 ლარი არაა იაფი როცა 20 ლარად 540 კილომეტრი გავიარეთ და ადიგენში ვიყავით ზარზმის და ოქროს ციხის სანახავად.. ფულზე არაა ლაპარაკი უბრალოდ ვცდილობ გამოვიზოგო რომ არცერთი გასვლა არ გავმაზო და ჯერჯერობით ასეცაა ხოდა შემომთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტი!

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 17:02
by teo-
ძველ აქტიურ წევრებს ზოგს საქმეები აქვს ზოგს პრობლემები და ვერარ იცლიან
ვინც იცლის სასტავსასტავ დადიან(გოგა :P)
ახლები კიდე ფაქტიურად ვერ შემოდიან იმიტომ რომ ძალიან გართულებულია აქ შემოღწევა :lol:

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 17:19
by xaliana21
ასეა თუ ისეა, კარავი აღარ კარვობს...

ფბ-ზე რომ კარვული ჯგუფია მეც შემთხვევით
გავიგე, თუმცა გაწევრიანებული არ ვარ და რა ხდება გონზე არ ვარ: (

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 17:49
by zura N.
xaliana21 wrote:ასეა თუ ისეა, კარავი აღარ კარვობს...

ფბ-ზე რომ კარვული ჯგუფია მეც შემთხვევით
გავიგე, თუმცა გაწევრიანებული არ ვარ და რა ხდება გონზე არ ვარ: (
მე კი ვარ გაწევრიანებული მაგრამ იქიდან იმდენი შეტყობინებები მოდიოდა, გავაუქმე ყველა შეტყობინება და არც შევსულვარ, წარმოდგენა არ მაქ იქ რა ხდება... გადმოკარავდიიიიიიიიიიით :? :D :wink:

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 18:31
by Bivrili
მომნატრებიხართ


:oops:

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 20:11
by Hereti
მოდი ერთი გიჯური გასვლა მოვიფიქროთ

სუპერ-მუპერ-კუპერ-ექსტრა -ექსტრემელაური რამეეეეეეეეეეეეეეეეე

რა ხდება? : )

Posted: 23 მარ 2011, 21:05
by L-O-M-I
ყველაფერ ეროვნულს შევუწყოთ ხელიო და კარავი ც ხომ ეროვნულია? :P

ასე რომ ძირს პირწიგნაკი! გაუმარჯოს კარავს!!!