Page 1 of 7

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 00:12
by CHAKRULO
მოდით ხალხნო აქ ვისაუბროთ (და ვესაუბროთ) ჩვენ თანაფესვებზე, ფერეიდნელ ქართველებზე, გურჯებზე, ლაზებზე და ნუ დავივიწყებთ აგრეთვე ?ინგილოდ? წოდებულ ჩვენს ძმებზე!!!
რა უჭირთ იქ სადაც არიან რა ულხინთ, რა შეგვიძლია ჩვენ მათ დავეხმაროთ.... ასე რომ შემოიხედეთ ხოლმე აქაცა და ვისაუბროთ ჩვენს საერთო ენაზე

პატივისცემით,

ბექა გონაშვილი

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 11:43
by guruli
CHAKRULO
ბავშვობიდან აქა ვზივარ. :D
ხუმრობა იქით იყოს და დიდი სიამოვნებით ვეხმაურები შენს წინადადებას. თანაფესვზე საუბრისას ჰერები, გაუტეხელი, დაუმორჩილებელი და მოუდრეკელი ხალხი მართლა არ უნდა დაგვავიწყდეს. გახსოვთ, კალანდიას ფილმში -*მზერა ჰერეთიდან* როგორ თქვა ერთმა ქალბატონმა - ვისზე ნაკლები ქართველები ვართ აქაურები, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მიწაო. მართლაც შეინარჩუვეს და დღევანდელმა საქართველომ ეს დაინახოს უნდა მაინც.

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 12:40
by CHAKRULO
guruli
გუშინ კალანდია გავიცანი პირადად, ეგ და ბუბა იყვენ გუშინ მოსულები ჩვენს სარეპეტიციოში, ბაიარს მაკიტხეს :lol:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 12:52
by guruli
CHAKRULO
ბაიარი მოგვიკითხე, ბაიარი. ჯიგარი ხარ-თქო :wink:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 12:59
by CHAKRULO
guruli
ოკ მოვიკითხავ.... ისე ხომ არავინ იცით ფილარმონიის ქირაობა რა ღირს????

იქნება და კონცერტზე ვიფიქროთ ჩვენ და ბაიარმა, იქ კი ყველა მოახერხებთ მოსვლას :wink:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 13:21
by guruli
CHAKRULO
ისე ხომ არავინ იცით ფილარმონიის ქირაობა რა ღირს????
მაგ საკითხში მე - პას!
თუმცა თანამშრომლებმა გარკვეულწილად განმანათლეს. ერთმა, ალბათ, 3 ათას დოლარამდე დაჯდებაო, მაგრამ მეორემ (ადრე იქ მუშაობდა), არა მგონია, მაგდენი იყოსო. ცოტა ხნის წინ 1200-1500 დოლარამდე ღირდა და ახლაც მაგდენი იქნებაო.

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 13:36
by CHAKRULO
guruliთუ შეძლებ გაგებას ეგ ქენი მაშინ
:lol:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 18:39
by kirk_hammett
CHAKRULO

რა კონცერტზეა ლაპარაკი?????უკრავ??თუ................ :roll:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 19:10
by Druides
CHAKRULO
უკრავ???

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 08 თებ 2006, 23:23
by CHAKRULO
kirk_hammett
Druides

არაააა, ვმღერივარ ცოტა ცოტას :lol:
აი წეღან ვიყავიტ კურიერში, მე ზუმბა და ბაიარ შაჰინი :lol:
მე ჩემ ანსამბლს წარმოვადგენდი :lol:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 09 თებ 2006, 00:51
by Gvalva
სადღაც დავწერე და აქაც ვიტყვი, საინგილოელ სტუდენტებთან მაქვს ხოლმე ურთიერთობა, გამიკვირდა ისეთი რამეები თქვეს, საზღვარზე ქართული წიგნების გადატანა პრობლემააო, ერთხელ რაღაც სპორტული გაზეთი მიმქონდა ქართული და ის არ გამატანინესო.
ამის შემდეგ უფრო მომინდა წასვლა, ერთი როგორ არ გამატანენ წიგნებს მინდა ვნახო!!

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 09 თებ 2006, 01:10
by CHAKRULO
Gvalva
კი, მათთან მეც მაქვს ურთიერთობა და სწორედაც რომ ასეა სიტუაციააა!!! სამწუხაროდ :twisted:

წავიდეთ არც ეგაა პრბლემააააა

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 09 თებ 2006, 01:17
by LOKI
ჰეჰ, ჩვენებს საზღვარზე იმისთანა ნივთები გადააქვთ გადმოაქვთ რომ ნებისმიერი წიგნი იმასთან შედარებით წმინდა წერილია. :D :D
ისე ქართველმა კაცმა რომ გამოსავალი ვერ იპოვოს ჯერ ასეთი არ გამიგია ასე რომ....

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 09 თებ 2006, 01:22
by CHAKRULO
LOKI
მიტუმეტეს რომ მე მაგ საზღვართან ახლოს ვცხოვრობ :lol:

ჩვენი "თანაფესვები"

Posted: 09 თებ 2006, 10:34
by Kakha
ამ თემასთან დაკავშირებით - ნუ დაიზარებთ და ეს ვებ-გვერდი ნახეთ
http://www.chveneburi.org/ ცხადია შედით ქართულ ნაწილში